Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050232)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 44050232
Дата публикации: 05-07-2023
Сумма контракта: 58 775


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013901
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.07.2023 19:00
Начало приема предложения 23.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 26.07.2023 15:30
Предполагаемая цена закупки 58`775.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442100 - Малярные работы
  • 45442121 - Строительные малярные работы
  • 45442190 - Работы по травлению
  • 45442200 - Работы по нанесению антикоррозионных покрытий
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარის შეღებვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 588.00 GEL
Размер гарантии 588 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 05.07.2023 17:06
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 05.07.2023 19:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526077&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი 5000 მ3-ის მოცულობის TK-2/2 ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარის შეღებვის სამუშაოების (შემდგომში - სამუშაო) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის, დანართი №1.2-ის (ტექნიკური დავალება) და დანართი №1-ის (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო, გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით;
- დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა;
- დაიცვას ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესები;
- მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ასევე, სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებელი იქნება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1.3-ით (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავები) შემოთავაზებული საღებავები;
2. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და თვალსაჩინოებისათვის დამცავი გამაფრთხილებელი შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნების დაყენება;
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, დააზიანებს არსებულ ინფრასტრუქტურას, იგი ვალდებული იქნება სამუშაების შესრულების ვადაში უზრუნველყოს დაზიანებული ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით აღდგენა საკუთარი ხარჯებით;
4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოების მთელი პერიოდისათვის უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა, ასევე იმოქმედოს და იხელმძღვანელოს შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად:
- საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №361, მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი;
- საქართველოში აღიარებული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საჭირო საერთაშორისო ნორმები და პროცედურები;
5. მიმწოდებლის მიერ სამუშაო უნდა განხორციელდეს დანართი №1.2-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით.
შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №2-ის (საგარანტიო პირობები და ვადები; სამუშაოს შესრულების ვადა) შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოების განხორციელების ადგილი: გარდაბნის რაიონი სოფელი სართიჭალა (სართიჭალის სათაო ნაგებობა);
1.5.2. სამუშაოების მიღება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) განსაზღვრული სამუშაოების სრულად განხორციელების შემდგომ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს გარანტია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით.
1.6.2 მიმწოდებელმა ზემოხსენებული ვადის დაცვით უნდა გაავრცელოს გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და გამოყენებულ მასალას არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციი 1.4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადისა.
შენიშვნა: საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს დანართი №2-ის (საგარანტიო პირობები და ვადები; სამუშაოს შესრულების ვადა) შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადების ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1.3-ის (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავები) შესაბამისად, წარმოადგინოს ინფორმაცია სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავების დასახელების, მწარმოებლისა (ან/და სასაქონლო ნიშანი) და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავების დასახელების ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშანი) ან/და წარმოშობის ქვეყნის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საღებავების წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2000 მ3 ტევადობის ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარის ზედაპირის შეღებვის ან/და რეაბილიტაციის (რომელშიც გათვალისწინებული იქნება რეზერვუარების სამღებრო სამუშაოები) გამოცდილება.
2.2.1.2 პრეტენდენტმა 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ხელშეკრულება და არანაკლებ 2000 მ3 ტევადობის ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარის ზედაპირის შეღებვის ან/და რეაბილიტაციის (რომელშიც გათვალისწინებული იქნება რეზერვუარების სამღებრო სამუშაოები) სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: №NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.2.1.3 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1.2) უნდა ითვალისწინებდეს რეზერვუარის სახეობას (ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარი) და ტევადობას (არანაკლებ 2000 მ3), ასევე, აღნიშნულ დოკუმენტაციაში შესაძლებელი უნდა იყოს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების იდენტიფიცირება.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში თუ 2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს 2.2.1.3 პუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციას, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის განმარტება შესრულებული სამუშაოების აღწერით, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული 2.2.1.3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილ უნდა იქნას პირობითი ვადების მითითებით (მაგ: დღე 1,2,3 ....)); გეგმა-გრაფიკის შედგენისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოების სრული მოცულობით დასრულების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავების მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1.2-ით (ტექნიკური დავალება) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს დანართი №1.3-ით (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავები) განსაზღვრული საღებავების მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული/შედგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მაგ: შემოთავაზებული საქონლის კატალოგი ან/და ამონარიდი საქონლის მწარმოებლის ვებ-გვერდიდან და სხვა). წარმოდგენილ დოკუმენტაციაში განსაზღვრული უნდა იყოს შემოთავაზებული/გამოსაყენებელი საღებავების ტექნიკური მახასიათებლები/პარამეტრები, მათ შორის დანართი №1.2-ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრულ შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობა.
შენიშვნა: დასაშვებია წარმოდგენილ იქნას ზემოაღნიშნული დოკუმენტის მხოლოდ ის კონკრეტული ნაწილი (ამონარიდი), რომელშიც განსაზღვრული იქნება შემოთავაზებული/გამოსაყენებელი საღებავების ტექნიკური მახასიათებლები/პარამეტრები და დანართი №1.2-ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრულ შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობა.
2.7.2 პრეტენდენტის მიერ დანართი №1.3-ით (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავები) შემოთავაზებული/გამოსაყენებელი საღებავის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სერტიფიკატები (მოქმედი წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დამთავრების დღისთვის).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
- საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 დასაშვებია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%–ის წინასწარ (ავანსი) გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ, აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს გარანტიის გამცემი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ბეჭედდასმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
საბანკო გარანტიაში ბენეფიციარად მითითებულ უნდა იყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას (საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №4-ის (საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
7.1.1.2 მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას, შემსყიდველი სრულად გაქვითავს გადახდილი საავანსო თანხის მთლიან მოცულობას.
7.1.1.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საავანსო გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) განსაზღვრული სამუშაოების სრულად განხორციელების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან და მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ დადასტურების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას აუნაზღაურებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა-259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 58 775,00 (ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარი დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე და უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და მოსაკრებელს.
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ.).
10.2.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;
10.2.9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში (მისი დანართების ჩათვლით) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი,“ „ანალოგიური" და „ექვივალენტური.“

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 _ მოცულობათა ცხრილი / ხარჯთაღრიცხვა (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ იქნას ,,MS Excel” ფორმატით;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, მოცულობათა ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან მოცულობათა ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 დანართი №1.3 (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავები) (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავების დასახელების ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშანი) ან/და წარმოშობის ქვეყნის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საღებავების წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.3.3 საგარანტიო პირობები და ვადები; სამუშაოს შესრულების ვადა, დანართი №2-ის შესაბამისად (პუნქტი 1.4, პუნქტი 1.6);
10.3.4 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
10.3.5 სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (პუნქტი 2.5.1);
10.3.6 შემოთავაზებული/გამოსაყანებელი საღებავების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.7.1);
10.3.7 შემოთავაზებული/გამოსაყანებელი საღებავების მწარმოებელი კომპანიის სერტიფიკატები (პუნქტი 2.7.2);
10.3.8 ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტები 7.1.1; 7.1.2 და 7.1.3). (წარმოდგენილ ინფრომაციაში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს სურს თუ არა პრეტენდენტს ავანსის მიღება და რა პროცენტული ოდენობით).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

До


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru