1. სცენის მოწყობა - სცენის მონტაჟი ზომით 9მ*6მ (სცენის სიმაღლე 70 სმ),
სცენაზე უნდა დამონტაჟდეს 2 ცალი ლედ ეკრანი 3*2; ასევე სცენაზე უნდა
მოეწყოს მიკროფონი (1 ცალი ტრიბუნის და 3 ცალი ჩვეულებრივი) გახმოვანების
სრულყოფილი აპარატურა. აპარატურის ჩართვისათვის საჭროა 70 კვტ
სიმძლავრის გენერატორი (უზრუნველყოფილი შესაბამისი საჭირო
რაოდენობის საწვავით). სცენა უნდა გადაიხუროს 9*6 ზომის სახურავით და უნდა
მოეწყოს შესაბამისი განათება.
2. სკამების მოწყობა და გადახურვა - სცენის ირგვლივ უნდა მოეწყოს 150 ცალი
სკამი; 50 ცალი პუფი. გადახურული უნდა იყოს სტუმრების დასაჯდომი სივრცე (150
სკამი) 250კვ.მ. ფართი.
3. საფურშეტე სივრცის მოწყობა - საფურშეტე სივრცის გადახურვა 150
პერსონისთვის 250 კვ.მ.
4. ღონისძიების უზრუნველყოფა მთარგმნელობითი მომსახურებით -
ღონისძიება სინქროულად უნდა თარგმნოს (ქართული-ინგლისური-ქართული)
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თარჯიმანმა. მოწოდებული უნდა იქნას
ასევე სინქრონული თარგმნის ჯიხური, აპარატურა, ყურსასმენები 50 ცალი.
5. სცენის გაფორმება - 9მ*6მ სცენის იატაკი და გვერდები უნდა შეიფუთოს
ხელოვნური მწვანე ბალახის საფარით ( სცენის სიმაღლე: 70 სმ). იატაკის
შესაფუთად საჭირო იქნება 54 კვ. მ. ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.
სცენის გვერდების (სცენის უკანა მხარის გარდა) - წინა მხარე და გვერდები,
შესაფუთად საჭირო იქნება 15 კვ.მ. ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.
შენიშვნა: გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის შემსრულებელს რეზერვში
უნდა ჰქონდეს 15 კვ.მ მწვანე ბალახის საფარი. სცენაზე უნდა დაიდგას
გამოჭრილი მოცულობითი ასოები „რენჯერთა დღე 2023 ". ასოს სიმაღლე:
არანაკლებ 30 სმ ფერი: თეთრი; წარწერის სიგანე: 5 მ. ასოები სცენის იატაკზე
დამაგრებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, ზურგის კონსტრუქციის გარეშე.
სამაგრი საშუალება (ძელი, რაზეც დამაგრებული იქნება ასოები) შეფუთული
უნდა იყოს მწვანე ბალახის საფარით.
6. სცენის წინა მხარის წარწერა - ვიცავთ საქართველოს ბუნებას - WE ARE PROTECTING GEORGIAS
NATURE - სცენის წინა მხარეს, მწვანე ბალახის საფარზე უნდა დამონტაჟდეს
შემდეგი წარწერა: ვიცავთ საქართველოს ბუნებას - Protecting Georgias nature რომელიც
თავის მხრივ დამზადებულ და გამოჭრილი უნდა იყოს თეთრი ფერის არანაკლებ 5
მმ-იანი პევეხის მასალისაგან. თითოეული ასოს სიმაღლე არანაკლებ 17 სმ.
7. ეკრანის შეფუთვა ბრენდირებული ფრეიმით - შემსრულებელმა უნდა
უზრუნველყოს 2 ცალი 3 მx2 მ-ზე ზომის ეკრანისათვის ბრენდირებული ფრეიმის
დამზადება. შემსყიდველის მიერ მიწოდებული იქნება ფრეიმის ვიზუალის
წინა მხარე: მიმწოდებელმა ფრეიმის დასამზადებლად გამოყენებული
მასალის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ფრეიმის დასამაგრებელი
საშუალებების შერჩევა საჭიროების შესაბამისად. მთლიანი ფრეიმის ზომა:
360x280 სმ-ზე; შიდა თავისუფალი სივრცის (ლედ ეკრანის ზომა რის გარშემოც უნდა
დამონტაჟდეს ფრეიმი) ზომა: 280x180 სმ-ზე; ფრეიმის გვერდების ზომა: 40x280 სმ.
ფრეიმის ზედა გვერდის ზომა: 60x360 სმ. ფრეიმის ქვედა გვერდის ზომა: 40x360 სმ.
8. პრესბანერი - ვიზუალი დაბეჭდილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის 440 გრ სისქის
ცხელი ლამინაციის ბანერზე, ზომებით: 5მ X 3 მ-ზე, სასურველია ეკოსოლვენტის
საღებავით, 720 DPI რეზოლუციით. ბანერი გადაჭიმული უნდა იყოს მილ-კვადრატის
კონსტრუქციაზე, რომელიც შეკრული უნდა იყოს 20X20X2მმ მილ-კვადრატისგან.
ბეჭდვა 4x0. კონსტრუქცია უნდა იდგეს მყარად, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს
მინიმუმ 4 ცალი დასადგამი ფეხი. (ბანერის ფეხები არ უნდა იყოს წინა
მხრიდან გამოკვეთილი - ბანერის ვიზუალი უნდა იწყებოდეს ბანერის
დასადგამი ფეხებიდან, ანუ მიწის ზედაპირიდან) უკანა მხრიდან
კონსტრუქცია უნდა იყოს დაფარული შავი ზურგით და უკანა მხარე არ უნდა
ატარებდეს სინათლეს წინა მხარის გამოსახულებაზე.
9. საბავშვო ბანერი ფოტოების გადასაღებად N1 - მაგ: ბანერზე დათვის ფოტო,
თავის გასაყოფი ადგილი ამოჭრილი, სადაც ბავშვები თავს გაყოფენ და
ფოტოებს გადაიღებენ. ბანერი ცხოველების (მაგ: დათვი გამოსახულებით)
დათვის ზომა: 120x150 (დაახლოებით) მასალა:PVC + სტიკერი.
10. საბავშვო ბანერი ფოტოების გადასაღებად N2 - მაგ: ბანერზე რეინჯერის
ფორმიანი ადამიანი, თავის გასაყოფი ადგილი ამოჭრილი, სადაც ბავშვები
თავს გაყოფენ და ფოტოებს გადაიღებენ.
11. ხის მოლბერტი და ფოტოები მობერტისათვის - მოლბერტის რაოდენობა-20
ცალი.
მოლბერტის გაბარიტები: 170 სმ X 60 სმ. მასალა: ხის მასალისგან შეკრული
მოლბერტი, თავი დახრილი, ძირი დამაგრებული იატაკზე გახვრეტით
(საჭიროებისმაბერ). ფერი: ნატურალური ღია ხის ფერი (დამკვეთთან
შეთანხმებით), შეღებილი ასევე ღია ფერის მატოვი ლაქით.
ფოტოების რაოდენობა-30 ცალი. ზომა: A1, Landscape; მასალა: მინიმუმ 5 მმ-იანი
პევეხაზე გადაკრული სტიკერი. ბეჭდვა: ცალმხრივი ბეჭდვა, სრულფეროვანი, UV
ტექნოლოგიით.
12. საბავშვო გასართობი სივრცე - უნდა მოწეყოს დაახლოებით 50 ბავშვზე
საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც უნდა ჩატარდეს მინიმუმ შემდეგი
აქტივობები: მუსიკალური ორკესტრი, კოსტიუმირებული მსახიობები, სახის
მოხატვა, ყვავილების გვირგვინები, ხატვა, ჰოთ-დოგის ჯიხური...
13. ფურშეტი 150 პერსონაზე - უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოწვეული სტუმრების
გამასპინძლება მისასალებელის ყავით, ასევე უნდა გაიმართოს ოფიციალური
მიღება. ფურშეტი უნდა მოწყოს 150 პერსონაზე, შესაბამისად მიმწოდებლის
მიერ გარდა საკვები პროდუქტებისა მოწოდებული უნდა იქნას შესაბამისი
რაოდენობის საფურშეტე მაგიდები, კოქტეილის მაგიდები პატარა
ყვავილების თაიგულებით. დასკვნითი ნაწილისათვის მოწოდებული უნდა
იქნას ტორტი 150 პერსონაზე.
14. ღონისძიების წამყვანი - ღონისძიების წამყვანად მოწვეული უნდა იქნას
ნიკოლოზ წულუკიძე ან მისი მსგავსი, ანალოგიური კვალიფიკაციის მქონე
პერსონა.
15. ბრენდირებული კორპორატიული ნივთები - საწვიმარი-300 ცალი.
სერტიფიკატი 50 ცალი - ზომა: A4 ბეჭდვა: სრულფეროვანი, 4x4 ჩარჩოში ჩასმული.
კეპი-150 ცალი - შესაკრავი ფხრიწით. ფერი: მწვანე ბრენდირებული.
ზურგჩანთა-10 ცალი - მასალა პოლიესტერი, ზომა: 28-38 სმ; ბრენდირებული.
სალაშქრო ბოთლი 10 ცალი - მასალა ალუმინი; ფერი -თეთრი; მოცულობა - 750 მლ.
ბრენდირებული ორმხრივად.
16. ბიო-ტუალეტებით მომსახურება - ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს 4 ცალი
ბიო-ტუალეტი ხელსაბამით. ტუალეტების მოვლის მიზნით ადგილზე უნდა იყოს
მინიმუმ 1 დამხმარე პერსონალი.
17. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ადილზე ზემოთ
ჩამოთვლილი აქივობებისათვის საჭირო ტექნიკის, მასალების და მონაწილე
პირების ტრანსპორტირება.