Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #44050140)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Transport and Urban Development Agency of Tbilisi City Municipality
Номер конкурса: 44050140
Дата публикации: 04-07-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230013734
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2023 19:16
Начало приема предложения 14.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 323`560.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 45`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ-თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით).
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`236.00 GEL
Размер гарантии 450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino labartkava :: 30.06.2023 12:25
  • Последнее исправление: levan loria :: 03.07.2023 19:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525492&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ-თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტია: სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული „KIA“-ს ფირმის ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2.2 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 45,000.00 (ორმცდახუთი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.3 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია აღნიშვნა „* “ იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი და/ან მომსახურება არ მოითხოვება. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.4 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.5 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.6 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეიკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.8 ავტოტრანსპორტის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა ღირებულება, მომსახურების დაწყების ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.9 სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მიღება უნდა განხორციელდეს ურიგოდ.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.11 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისცეტრში დღეში ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა.
1.2.12 შესყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.2.13 პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით.
1.2.14 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.
1.2.15 მომსახურების გაწევის ვადების და სერვის-ცეტრში ერთდროულად მისაღები ავტომანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.2.16 შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ჩამონათვალი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
1.4.2 მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს დანართ N2-ში მითითებულ ვადებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები (მიმწოდებლის სერვის ცენრ(ებ)ი).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე და აკუმულატორებზე გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.4 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში (პრეისკურანტში) უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 და 1.7.1.2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაცია.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის-ცენტრი ქალაქ თბილისში, ერთ სერვის-ცენტრში დღეში არანაკლებ 5 ავტომანქანის მომსახურების საშუალებით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, მათ შორის პრეტენდენტს ერთ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ერთეული ავტოამწე, ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი, თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ავტომატური კოლოფის ზეთის შეცლის აპარატი. ამასთან, სერვისცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავის დიაგნოსტიკა და კაპიტალური შეკეთება, გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
სერვის-ცენტრის საკუთრებაში ფლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით (მომსახურების ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის ან/და მომსახურების გაწევის) მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ეტაპობრივად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის საკუთარი სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ლორია, 557540587, l.loria@tbilisi.gov.ge ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით გოგა გიორგაშვილი 599 21 74 78

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.1.2 დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 შემსყიდველ ორგანიზაციაში (სისტემაში) წარმოსადგენილ ყველა დოკუმენტზე (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილისა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით.
10.2.2 სერვის-ცენტრის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru