Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #44050115)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Botanic Garden
Номер конкурса: 44050115
Дата публикации: 03-07-2023
Сумма контракта: 571 250


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013700
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2023 15:35
Начало приема предложения 19.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 571`250.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციში
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 5`713 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ruslan mamardashvili :: 13.06.2023 17:39
  • Последнее исправление: ruslan mamardashvili :: 03.07.2023 15:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523415&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვა მოიცავს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო სამუშაოებს (იხ. დოკუმენტაცია)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების მიწოდების არეალი: ქალაქი თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1; საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი;
1.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციაში ჩაბარება/ვარგისად აღიარება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი).
1.5.3 მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულების შესახებ მომართვიდან და საბოლოო ფორმა 2-ის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, საზედამხედველო ორგანიზაცია წერილობით მიმართავს შემსყიდველს, განსაზღვრულ პროექტზე გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დადასტურებასთან დაკავშირებით და წარუდგენს საბოლოო დაექსპერტებულ ფორმა N2-ს, და შესრულებული სამშენებლო სამუშაოს სრულ საექსპერტო შეფასებას (დასკვნას).
1.5.4 აღნიშნულის შემდგომ, არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში, შემსყიდველი/მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი/პირები, ყველა მხარესთან ერთად, განახორციელებენ დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას (შემსყიდველი, მიმწოდებელი, ზედამხედველი).
1.5.5 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საზედამხედველო ორგანიზაციამ შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს საბოლოო საექსპერტო შეფასებასთან (დასკვნასთან) ერთად უნდა წარმოუდგინოს სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული დოკუმენტაცია:
• ყველა ფარული სამუშაოს აქტები;
• ლაბორატორიული კვლევები;
• მასალების და ნაკეთობების შესაბამისობის სერთიფიკატები;
• მასალების და ტექნოლოგიური ციკლის გამოცდის აქტები;
• საბოლოო და შუალედური დაექსპერტებული ფორმა-2;
• მშენებლობის ეტაპების ამსახველი ფოტომასალა ;
• საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები (მათ შორის ახალი შენობა-ნაგებობების აგეგმვითი საკადასტრო ნახაზი და CD დისკი shp ფაილებით);
• ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის გამოცდის აქტები;
• სხვა საჭირო დოკუმენტაცია;

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდბელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი სახის საგარანტიო ვადები:
1. კონსტრუქციული ნაწილის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 20 (ოცი) წელს.
2. ელექტრო გაყვანილობის მოწყობაში, წყალმომარაგების, წყალსარინების, სანიაღვრე სამუშაოების და სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელს.
3. ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ - 2 (ორი) წელი.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;
1.6.3 მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6.2 ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 მიმწოდებელს ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2019-2023წ.წ.) არანაკლებ ერთი გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის ლანდშაფტური მშენებლობის სამუშაოები (თანმდევი ინფრასტრუქტურით), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა;
შენიშვნა: ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც მოიცავს სკვერის, პარკის ან/და სხვა რეკრეაციული დანიშნულების მშენებლობა-რეაბილიტაციას თანმდევი სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით (თანმდევი სამუშაოები შეიძლება იყოს მიწის, საძირკვლის, რკინა-ბეტონის მოწყობის, გადახურვის, ფასადის, შიდა სარემონტო-მოპირკეთებით სამუშაოები, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა-მონტაჟი);
2.2.1.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშაულოდ პრეტენდენტის გამოცდილება.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
2.2.1.6 ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი 100%-ით უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებს;
ამხანაგობის მიერ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი;
2.5.1.2 სამშენებლო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%-ს;
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორს ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2019-2023წ.წ.) უნდა გააჩნდეს შესასრულებლად გადაცემული სამუშაოების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

შენიშვნა: ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც/რომლის ნაწილიც მოიცავს არანაკლებ უშაულოდ ქვეკონტრაქტით გადაცემული სამუშაოების ანალოგიური ხასიათის მოცულობით/თანხობრივად შესრულების დადასტურება

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტი);
3. ფინანსური და კალენდარული გეგმა-გრაფიკი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.5.1 პუნქტი);
4. ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.6 პუნქტი);

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.1.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკოდაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევოკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკოდაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევოკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 შესრულებული სამუშაოების ფორმა-2-ის ნიმუში (ვერსია) წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული დამკვეთთან.
7.2.2 მიმწოდებელი შემსყიდველს და საზედამხედველო ორგანიზაციას წერილობით თანადროულად წარუდგენს შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, ფორმა-2-ს, რომელიც წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დადასტურებული ან/და დაკორექტირებული და დამოწმებული უნდა იყოს საზედამხედველო ორგანიზაციის დირექტორის/წარმომადგენლის, ტექ. ზედამხედველის/მენეჯერის, მიმწოდებლის დირექტორის/წარმომადგენლის, შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის/პირების მიერ და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველთან.
7.2.3 საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ შემსყიდველთან წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა დაექსპერტებულ ფორმა-2-ს, თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლიც დაადასტურებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს ან მის შესაბამისობას საპროექტო მოთხოვნებთან: ფარული სამუშაოების აქტები; მასალების წარმოშობის სერთიფიკატები; ლაბორატორიული კვლევის დასკვნები, ფოტომასალები და სხვა.
7.2.4 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არღვევს ხელშეკრულების და ტექნიკური დავალების პირობებს, საზედამხედველო ორგანიზაცია უფლებამოსილია შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაასაბუთოს და ასახოს წარმოდგენილ დოკუმენტში.
7.2.5 შემსყიდველთან წარმოდგენილი ფორმა-2-ის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც მიმწოდებელს, ასევე საზედამხედველო ორგანიზაციას.
7.2.6 ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რუსლან მამარდაშვილი, 598204502, r.mamardashvili@gmail.com ვალერიან თოფურია სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი 577237751

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.4 დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას;
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.7 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
10.1.8 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს;
10.1.9 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru