2.2.1.1 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე 2017 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობის (ქმნის გადახურულ
სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი
კონსტრუქციებით. შესაბამისად არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი,
ხაზოვანი ნაგებობები და სხვ.) სამშენებლო და/ან სარემონტო და/ან
სარეაბილიტაციო და/ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების (წინამდებარე
ტენდერის ფარლებში შესასრულებელი სამუშაოების ანალოგიური სამუშოების
) შესრულების გამოცდილება არანაკლებ 14 350 000 ლარის ღირებულებით, ან 2017
წლიდან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს
არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობის სამუშაოები (ფაქტობრივი ანაზღაურება),
რომელზეც ამასთანავე წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ
გაცემული სარეკომენდაციო წერილი. სარეკომენდაციო წერილში მითითებული
უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხელშეკრულების ნომერი,
შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება
(შესრულებული სამუშაოების ღირებულების მითითება სარეკომენდაციო
წერილში სავალდებულო არ არის, თუ ეს ინფორმაცია იკითხება
მიღება-ჩაბარების აქტში), ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. გარდა ამისა
პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს
ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება)..
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების
შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი
ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია სატენდერო
განცხადების ან (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
შესაბამის სატენდერო განცხადების ან (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) ნომრებს მინიჭებული
უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე
ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".
2.2.1.3. სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.4 გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
გ) ხელშეკრულების ღირებულება;
დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების
ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.3 და 2.2.1.4 პუნქტებით
განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან
ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს
დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და
შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან
სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების
შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც
დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.1.6.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.2.1.6.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.7. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
2.2.1.8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.