Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050080)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 44050080
Дата публикации: 03-07-2023
Сумма контракта: 57 913


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013732
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2023 18:34
Начало приема предложения 11.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2023 17:00
Предполагаемая цена закупки 57`913.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45453000 - Генеральный ремонт и реконструкция
  • 45453100 - Работы по реконструкции
Срок подачи სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (ექსპერტიზის ჩათვლით).
Дополнительная информация
სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ დმანისის ახალგაზრდული ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 579 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio gavashelishvili :: 30.06.2023 13:43
  • Последнее исправление: sopio gavashelishvili :: 03.07.2023 18:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525515&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ დმანისის ახალგაზრდული ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.სამუშაოს აღწერა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში (იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა).

2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სამშენებლო სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების სრული დაცვით ("სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი);

3. სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.

4. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;

5. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა (დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად);

6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების (საქართველოს კანონი-ნარჩენების მართვის კოდექსი) შესაბამისად. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს;

7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;

8. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით, მათ შორის ხელშეკრულების შეუფერხებლად შესრულებისათვის საკმარისი ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით, მასალებით და სხვა;

9. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები (მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილება.

10. არსებული მასალა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება სამუშაოების წარმოების დროს, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დარჩეს შემსყიდველის საკუთრებაში.

11. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპობრივად მოახდინოს ტექნიკური დოკუმენტაციის (სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების სერტიფიკატები-ხარისხის ან/და შესაბამისობის ან/და მწარმოებლის) შეთანხმება შემსყიდველთან.

12. ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.

13. პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (ექსპერტიზის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო პირობებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;

1.5.2 სამუშაოების შესრულების ადგილია დმანისში არსებული სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" ახალგაზრდული ბანაკი (დმანისი, 26 მაისის ქუჩა N17).

1.5.3 სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალი ხარისხის.

1.5.4 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) წარდგენის შემდგომ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.

1.5.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმართოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებულ პირს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში,
მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი).

1.5.6 ექსპერტიზის ღირებულება გაითვალისწინება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯთან ერთად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) თვიანი საგარანტიო ვადა. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში ატვირთული დანართი N5-ის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;

1.6.2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა;

1.6.3შემსყიდველის მიერ, საგარანტიო ვადის გასვლამდე, განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავება.

1.6.4. შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე დაკავებული თანხა (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.

1.6.5. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 2.5%-ის დაბრუნების პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად ჯამურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან/და რეკონსტრუქციის, ან/და რეაბილიტაციის/რემონტის) სამუშაოები.



2.2.1.2 პრეტენდენტმა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2 პუნქტების მოთხოვნების დასადასტურებლად, უნდა წარმოადგინოს ანალოგიური სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, დამკვეთის/შემსყიდველისა და პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ფაქტობრიბად შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2).


1. სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწიფო შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

2. სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.


3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).


2.2.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.3 პუნქტის განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2 (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.2.1.6 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:

1. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში ატვირთული დანართი N4ის შესაბამისად.

3. ამხანაგობის წევრთა გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.

2.2.1.7. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად, რის დასადასტურებლად შემსყიდველს უნდა წარედგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


2.2.1.8. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეკრება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

2.2.1.9 თუ პრეტენდენტს სამუშაოები შესრულებული აქვს სხვა ქვეყანაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული სამუშაოების ძირითადი შემსყიდველის უფლებამოსილი პირის ან ორგანიზაციის მიერ (ქვეყნიდან სადაც ჩატარებულია სამუშაოები) გაცემული წერილი ჩატარებული სამუშაოს დადასტურების შესახებ.


2.2.1.10 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების შემდგომ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;

2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;

4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;

5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

7. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად, რის დასადასტურებლად შემსყიდველს უნდა წარედგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა:

• ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა სავალდებულოა Microsoft Excel Worksheet-ისა და PDF ფაილების ფორმატით. რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

• იმ შემთხვევაში, თუ ხარჯთაღრიცხვა არ იქნება წარმოდგენილი, განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.


2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5 (თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაზე)

3) სატენდერო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა). ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენა უნდა განხორციელდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილების შესაბამისად. სავალდებულო არ არის სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნას/ინსპექტირების ანგარიშს თან ერთოდეს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ძირითადი მასალების ინვოისების, ხელშეკრულებების (მათ შორის, წინარე ან პირობადადებული ხელშეკრულებების), ზედნადებების, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და იჯარის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კვლევაში.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოების სრულად შესრულების შემდეგ. ანგარიშსწორების პირობები დეტალურად წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.
7.2.2 საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების შემდეგ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებულ პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, მიღება–ჩაბარების აქტის, მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში), მიმწოდებლის მიერ წარდგენის შემდეგ.
7.2.3 ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციის) მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემსყიდველის სათაო ოფისის მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N76 ბ. სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო გავაშელიშვილი, 579221011, sopho.gavashelishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;

2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;

4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ფასები, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).

8. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru