Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050054)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD MTA
Номер конкурса: 44050054
Дата публикации: 30-06-2023
Сумма контракта: 359 819


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013658
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.06.2023 17:22
Начало приема предложения 16.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 359`819.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 3`598 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: guram tughushi :: 28.06.2023 13:58
  • Последнее исправление: guram tughushi :: 30.06.2023 17:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525235&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს "ემ თი ეი"-ს ცენტრალური ოფისის (ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა. N70) და ამავე მისამართზე არსებული სასაწყობე ფართის, სარემონტო-სარეკონსტრუქცი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოების შესრულებისას მიმწოდებელი ვალდებულია:
1.2.1 უზრუნველყოს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ტექნიკური დავალების, ხარჯთაღრიცხვის და ნახაზის შესაბამისად.
1.2.2 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოშობილი აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში შესატანი ნებისმიერი ცვლილება წინასწარ (ასეთი ცვლილებით გამოწვეული სამუშაოების დაწყებამდე) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.3 განიხილოს შემსყიდველის საფუძვლიანი პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე.
1.2.4 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერთიფიკატები სამუშოების შესრულების პროცესში გამოყენებულ დანადგარებსა და მასალებზე (მათი არსებობის შემთხვევაში).
1.2.5 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს (ხარჯთაღრიცხვას), მიმწოდებელი ვალდებულია თვისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო.
1.2.6 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი ნორმების და სტანდარტების სრული დაცვით, მათ შორის „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად.
1.2.7 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაური, ვიბრაცია და მტვრის გავლენა.
უზრუნველყოს მისი მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრული ანაზღაურება ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით.
1.2.8 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის, კვალიფიციური, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.9 ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.10 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს სამუშაოების მიმდინარეობისას მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიმართოს ინსპექტირების ჯგუფს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ შესაბამისი მოქმედების ინსტრუქცია.
1.2.11 მხარეებმა, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება აწარმოონ წერილობით/ელ.ფოსტის საშუალებით.
1.2.12 ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების განხორციელებისას.
1.2.13 ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, შედგენილი იქნას შესაბამისი ფარული სამუშაოების აქტები, შემსყიდველი ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
1.2.14 აწარმოოს სამუშაოების აღრიცხვის ყოველდღიური ჟურნალი.
1.2.15 უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის წარმოდგენა.
1.2.16 ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 3%-გაუთვალისწინებელი ხარჯების საპროცენტო განაკვეთი უნდა დარჩეს უცვლელად.
1.2.17 შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარდმოდგენილი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სატენდერო ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილება).
1.2.18 წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული საქონლის დასახელებაში კონკრეტული მწარმოებლის ან მოდელის მითითება გულისხმობს მსგავსი ან ექვივალენტი საქონლის შემოთავაზებას.
1.2.19 სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის საკუთრებაში არსებული, ინვენტარის (დოკუმენტაცია, მაგიდები, კომპიუტერი ა.შ.) უსაფრთხო გადაადგილება, ასევე მათი უსაფრთხოება სამუშაო პროცესში მათი დაკარგვისგან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სარემონტო სამუშაოების ვადაა 4 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 და 1.3 პუნქტში მოცემული დოკუმენტაციის შესაბამისად, ქ. თბილისში კოსტავას ქუჩა N70-ში.

1.6 guarantee period for the works to be performed

განხორციელებულ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოზე უნდა გავრცელდეს შემდეგი საგარანტიო ვადები:

1) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე – მინიმუმ 2 წელი;
2) სანტექნიკური ნაწილი, ელექტრო–ტექნიკური ნაწილი – მინიმუმ 3 წელი.

საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2019-2023 წლებში (წინადადებების მიღების დასრულებამდე) არ უნდა იყოს 5 000 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

პრეტენდენტს 2019 წლიდან 2023 წლამდე (წინადადებების მიღების დასრულებამდე) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის სამუშაოები - ერთი ობიექტის ფარგლებში, არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი საგადახდო დოკუმენტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჯამური ვადა შეადგენს 4 თვეს. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, 16 კვირის მიხედვით.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა.

2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ამასთან, თუ ხარჯთაღრიცხვის პოზიციაში მითითებულია ციფრი „0“ ან „-“ პოზიცია ჩაითვლება განფასებულად. ამასთან, თუ ხარჯთაღრიცხვის პოზიციაში მითითებულია ციფრი „0“ ან „-“ (რომელიც ნოლის ექვივალენტია/ტოლფასია) პოზიცია ითვლება განფასებულად.

3. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა excel ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.

4. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა. ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.

5. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს - "ემ თი ეი"-ს მიერ გამოყოფილი პირი.

6. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.

7. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

8. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.

2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/საგადასახადო იპოთეკა.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/საგადასახადო იპოთეკა.

5.1.4 for a physical entit

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

ამხანაგობის მონაწილე ყველა პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან. მონაწილე პირების მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/საგადასახადო იპოთეკა.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. წარმოდგენილ საკვალიფიკაციო დოკუმენტ(ებ)ის თანახმად არ უნდა მიმდინარეობდეს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესი, ასევე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნათარგმნი ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სისწორე დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, 5.1.4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნათარგმნი ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სისწორე დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილება), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნათარგმნი ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სისწორე დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათავო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები), რომ არ ხორციელდება სათავო კომანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნათარგმნი ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სისწორე დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2.5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო/სდაზღვევო გარანტიის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.

შენიშვნა: გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუთხოვადი და გარანტიის გამცემი ორგანიზაცია უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულება ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. შუალედური გადახდები განხორციელდება, მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებისა (მიღება-ჩაბრების აქტი თავის მხრივ გაფორმდება ფორმა #2-ის წარდგენის საფუძველზე რომელიც დადასტურებული იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით (ექსპერტიზის მომსახურების ხარჯს უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია) და საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

2. შუალედური გადახდები განხორციელდება, მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გურამ ტუღუში, 591991499, g.tughushi@mta.ski

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.
დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.
10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru