Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #44050053)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC Gardabani TPP
Номер конкурса: 44050053
Дата публикации: 30-06-2023
Сумма контракта: 1 708 280


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013659
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.06.2023 17:26
Начало приема предложения 16.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 1`708`280.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45321000 - Теплоизоляционные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
თბოსადგურზე განლაგებული წყლის სალექარი ავზებისთვის (2 ცალი) წყალგაუმტარი გეომემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის მოწოდების და მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 17`083.00 GEL
Размер гарантии 17`083 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan pulariani :: 29.06.2023 16:52
  • Последнее исправление: levan pulariani :: 30.06.2023 17:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525432&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თბოსადგურზე განლაგებული წყლის სალექარი ავზებისთვის (2 ცალი) წყალგაუმტარი გეომემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის მოწოდების და მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური დავალება - იხილეთ დანართი N2-ში.

გამოსაყენებელი გეომემბრანის და გეოტექსტილის ტექნიკური სპეციფიკაციები - იხილეთ დანართი N2.1-ში.

სალექარი ავზების სექციური ნახაზები - იხილეთ დანართი N2.2-ში.

წყლით შევსებისა და აღების მილების ფოტო მასალა - იხილეთ დანართი N2.3-ში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ა) ზემოხსენებულ შესრულების მთლიან ვადაში უნდა შედიოდეს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების და ტესტირების საბოლოო ანგარიშების წარმოდგენის ვადა.
ბ) ასევე, შესრულების მთლიან ვადაში უნდა შედიოდეს ერთ წყლის სალექარზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მისი წყლით შევსების და მეორე წყლის სალექარის დაცლის ვადა, რომელიც უნდა განხორციელდეს დაახლოებით 10 დღიანი წყვეტით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოს შესრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით (საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის ჩათვლით).
1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, მათ შორის გამოყენებულ გეომემბრანაზე და გეოტექსტილზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 5 (ხუთი) წელი.
1.6.2. თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება დეფექტები, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯით გამოასწოროს წუნი.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ინფორმაციის სახით სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, სამუშაოებზე გამოსაყენებელი მაღალი სიმკვრივის პოლიმერული მემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №5-ის შესაბამის გრაფაში მითითებით.

პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან სასაქონლო ნიშნის) ან/და მოდელის შესახებ. მოდელის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა მითითება: „მოდელი არ გააჩნია"

იხ. დანართი N5

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2020 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს, სადგურზე არსებული სალექარების ფართობის (რომელიც შეადგენს 27800 მ2) არანაკლებ 35% მოცულობის, ჯამში არაუმეტეს ორ წყლის სალექარზე, გეომემბრანის მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება, რაზეც პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების შესრულებაში იგულისხმება უკვე დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ი, ხოლო შესრულების დოკუმენტებში მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშფაქტურა(ები) ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი).

2.2.2 გეომემბრანის მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს არა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ა, და თუ გამოცდილების მიღების დროს პრეტენდენტი იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, მიღება-ჩაბარებასთან ერთად, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი განსხვავდება მიღება-ჩაბარების დოკუმენტ(ებ)ში მითითებული ჯამური ღირებულებისგან, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

2.2.3 თუ პრეტენდენტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი დაწესებულებისგან, მათ შორის, შემსყიდველის - შპს "გარდაბნის თბოსადგურის" მიერ განხორციელებული შესყიდვ(ებ)იდან, არ არის სავალდებულო ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ის წარმოდგენა, მისაღებად ჩაითვლება შესყიდვის მაიდენტიფიცირებელი ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) მითითება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში.

2.2.4 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები/ხელმოწერა და ხელმომწერი პირ(ებ)ის უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო, ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაოების დაწყების წინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გეომემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის მონტაჟის სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, მაღალი სიმკვრივის პოლიმერული მემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკურ მონაცემთა ფურცელი (Technical Data Sheet (TDS)) (მწარმოებლის მიერ გაცემულად ჩაითვლება TDS-ის გაცემის დადასტურება მწარმოებლის მიერ რაიმე სახით - მწარმოებლის წერილით ან/და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ან/და მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებით), რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული მასალის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებთან.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და სამუშაოების დაწყებამდე, წარმოადგინოს უშუალოდ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი მოწოდებული მაღალი სიმკვრივის პოლიმერული გეომემბრანის (HDPE) და გეოტექსტილის ტესტირების სერტიფიკატები (Batch certificate), თითოეული რულონისთვის. წარმოდგენილი გეომემბრანის ტესტირების სერტიფიკატი გაცემული უნდა იქნას იმ ლაბორატორიის მიერ რომელიც აკრედიტირებულია ამერიკული ან ევროპული აკრედიტაციის გამცემი ორგანოს მიერ. წარმოდგენილ ტესტირების სერტიფიკატებში, მასალის ტესტირების ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს პროექტის დასახელება და მასალის საბოლოო მომხმარებელი - შპს „გარდაბნის თბოსადგური“. ასევე, ტესტირების სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას იმ ლაბორატორიის აკრიდატიციის სერტიფიკატი სადაც გაიცა ტესტირების სერტიფიკატი. ყოველი მოწოდებული გეომემბრანის და გეოტექსტილის რულონს უნდა გააჩნდეს ზედ დამაგრებული იარლიყი სადაც დატანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, მასალის სისქე, რულონის ნომერი და ზომები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4.1.1.2. დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.
4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის/ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

5.1.3 for an individual entrepreneur

- პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

- პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

ამხანაგობაში მონაწილე თითოეული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული პირისათვის:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
ფიზიკური პირისთვის ან ინდივიდუალური მეწარმისთვის:
- პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტმა პირებმა (როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა) უნდა წარმოადგინონ 5.1.2 და 5.1.3 პუნქტებში მითითებული თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
2. აღნიშნული დოკუმენტების დედნები უნდა იყოს ლეგალიზებული (აპოსტილით დამოწმებული);
3. წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
4. არარეზიდენტი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა შეიცავდეს იმ ინფორმაციას, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია 5.1.2 და 5.1.3 პუნქტებში მითითებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ზუსტად არ შეესაბამება ამ პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განმარტება აღნიშნული შეუსაბამობის დასაბუთების მიზნით.

5.1.7 for a representation/branch

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც ასევე დასდასტურებელი იქნება, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი;
შენიშვნა: ტენდერში წარმომადგენლობის/ფილიალის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000.00 ლარს პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გარანტიის გამცემი არ იქნება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი/სადაზღვევო კომპანია, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ, აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს გარანტიის გამცემი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი),ბეჭედდასმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N4.1-ის (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. აღნიშნული საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს ლარში და მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №4.2-ის (საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.

შემსყიდველის მიერ სამშენებლო სამუშაოებისათის გადახდილი ავანსის დაკავება მოხდება ეტაპობრივად (ავანსის პროპორციულად), თითოეული სამუშაოს აქტის (ფორმა N2) წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, ბოლო შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა N2) წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ „მიმწოდებელს“ დაექვითება ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილი სრულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

„7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, თითოეული სალექარის სამუშაოს დასრულებიდან და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან“.
7.2.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტაცია - ფორმა N2. “შემსყიდველი” ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განახორციელებს ფორმა N2-ის ექსპერტიზას და მოამზადებს შესაბამის დასკვნას, რომლის საფუძველზე “შემსყიდველსა” და „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ფულარიანი, 577585544, l.pulariani@gardabanitpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია (10.1)

10.1.1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.2. სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით;
10.1.3. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით;
10.1.4. წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.5. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.7. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში;
10.1.8. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.1.9. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.10. ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ)
10.1.11. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.12. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.13. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.1.14. ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს აღნიშნულ სფეროში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად, მათ შორის: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“ მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილება №55 „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი დამტკიცების შესახებ“.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru