1. კარტოფილი_16667 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, ღივის გარეშე, სუფთა. მიწის შემცველობა არუნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზე მეტი. არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე,
ბაქტეროლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული
დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ
მოწოდებულ პარტიაში კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 6 სმ.
გამოსავლიანობა პირველადი დამუშავების შემდეგ – არანაკლებ 70%.
დაფასოებული არაუმეტეს 50 კგ.ბადე-ტომრებში.
2. სტაფილო_9920 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი,
საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური,
ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. თითოეულის სიგრძე 13-20სმ. დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ.
ბადე-ტომრებში.
3. ხახვი_2877 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის და მოყინვის გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებები. დიამეტრი
5- 7სმ. დაფასოებული არაუმეტეს 50 კგ. ბადე-ტომრებში.
4. ნიორი_252 კგ. - მრგვალი, მკვრივი ფორმის, საღი, მშრალი, სუფთა, ღივის გარეშე.
ფერი მოთეთრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანებები (ლპობის ნიშნები).
5. კომბოსტო_4931 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20 სმ. დაფასოებული ბადე-ტომრებში.
6. ყვავილოვანი კომბოსტო_5024 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20 სმ.
7. ბროკოლი_65 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები.
8. ჭარხალი_451 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებადძარღვიანი, მუქი წითელი
ფერის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი
და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული
ლაქების გარეშე. ბოლქვის დიამეტრი 8-12 სმ. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზემეტი. დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ. ბადე-ტომრებში.
9. ბულგარული წიწაკა_541 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული არაუმეტეს 15 კგ. ბადე-ტომრებში.
10. მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, კამა)_1469 კგ. - ახალი, მწვანე ფოთლებით არ უნდა
იყოს სველი, გამხმარი, დამპალი და გაყვითლებული.ფესვების გარეშე. ცივი
დამუშავების დანაკარგი არაუმეტეს 15%.
11. გოგრა_1478 კგ. - უნდა იყოს მოგრძო მსხლის ფორმის, ნარინჯისფერი,
თხელკანიანი, პატარა გულით და ნაკლები კურკით. მწიფე, საღი, მავნებლების,
ბაქტერიოლოგიური და მექანიკური დაზიანებების, ჭკნობის გარეშე. (იხილეთ
ნიმუში).
12. ვაშლი_27313 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 60-70 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული არაუმეტეს 25 კგ-იანყუთებში.
13. ატამი_1500 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 60-70 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული 18-25 კგ-იან ყუთებში.
14. შავი ქლიავი_1500 კგ. - უმაღლესი ხარისხის, საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი,
მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. დაფასოებული 18-25 კგ-იან ყუთებში.
15. ბანანი_160 კგ. - საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი; არ
უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების
მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან
გამოწვეული შავი ლაქები; არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი;
შეფერილობა - ყვითელი; თითოეულის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ;
პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში.
16. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
16.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
16.2 - პრეტენდენტი/მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს „მცენარის,
მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი
ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ
ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №619
დადგენილების შესაბამისად.
16.3 - მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან
დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების
წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს,
სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ
ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა დამიგრაციის დასაშვებ
რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
16.4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა დანორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
16.5 - შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა
აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის
დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა
და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.
17. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.