Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #43352380)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of State Property
Номер конкурса: 43352380
Дата публикации: 29-06-2023
Сумма контракта: 402 516


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013553
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.06.2023 18:02
Начало приема предложения 15.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 20.07.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 402`516.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45453000 - Генеральный ремонт и реконструкция
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციში
Дополнительная информация
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქ. რუსთავის, ქ. მცხეთის და ქ. გორის რეგიონული ცენტრის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციში
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 4`025 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ruslan mamardashvili :: 22.06.2023 16:06
  • Последнее исправление: ruslan mamardashvili :: 29.06.2023 18:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524602&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქ. რუსთავის, ქ. მცხეთის და ქ. გორის რეგიონული ცენტრის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
1.2.3 მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი, უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.2.4 სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი;
დ)მიმწოდებელმა შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი ელ.მომარაგება;
1.2.5 საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს თანამშრომლებთან კოორდინაციით ავეჯის და ინვენტარის გადაადგილება;
1.2.6 სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი როგორც სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში, შეთანხმდეს სააგენტოსთან;
1.2.7 სამუშაოს შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით და შესაბამისი ტექნიკით;
1.2.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
1.2.9 ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად;
1.2.10 მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი ზედამხედველობით;
1.2.11 საჭიროების შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სააგენტოს პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით;
1.2.12 შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობას უნდა უზრუნველყოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ან სხვა აკრედიტებულმა პირმა, რომლებიც ადასტურებენ წარმოდგენილი ფორმა N2-ის შესაბამისობას საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან.
1.2.13 ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების ანაზღაურება უნდა მოახდინოს მიმწოდებელმა.


შენიშვნა:
ხარჯთაღრიცხვები უნდა შეივსოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამსიად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგ ვადებში:
1. ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩა N51 - 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
2. ქ. გორში, სამეფოს ქუჩა N50 - 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
3. ქ. რუსთავში, ვახუშტის ქუჩა N8 - 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.

1.4.2 სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყება უნდა მოხდეს შემსყიდველის შეტყობინების შემდეგ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია:
1. ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩა N51;
2. ქ. გორში, სამეფოს ქუჩა N50;
3. ქ. რუსთავში, ვახუშტის ქუჩა N8.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელს.
1.6.2 სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 2 (ორი) წელი.
1.6.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;
1.6.4 მიმწოდებლის მიერ სატენდერო პირობების 1.6.3 ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
2.2.1.2 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 000 ლარს, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100 000 ლარს;
2.2.1.3 გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებები, წარმოდგენილი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტები/ფორმა#2 და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად;
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.1.2 ქვეკოტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
2.8.1.3 ქვეკოტრაქორ(ებ)ის მიერ შესრულებული სამუშაოების მიწოდებას და შესაბამისად სამუშაოების ჩაბარებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. დანართი №1 (ფასთა ცხრილი, პუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით (პუნქტი 2.2.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკოდაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევოკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.2 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 ხელშეკრულების ღირებულების 30 % ანაზღაურება დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. საავანსო ანგარიშწორების გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 30 დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
7.1.1.2 ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ღირებულება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.1.1.3 წინასწარ გადახდილი თანხის გათავისუფლება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად აღებული ავანსის პროცენტული ოდენობით, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია;
7.1.1.4 წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;
7.1.1.5 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
7.1.1.6 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რუსლან მამარდაშვილი, 598204502, rmamardashvili@nasp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს ჩათვლით;
2. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
2.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
3. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება;
8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru