ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:
კოსტავას ქუჩაზე მდებარე მინი-სპორტული მოედანი
სამშენებლო სამუშაოები
მინი მოედნის მიმდებარედ დაზიანებული ბლოკის კედლის დემონტაჟი,
მოედნის კედლების გასუფთავება ღვიისაგან, მინი სტადიონის შემოღობვის
დაზიანებული და სხვა ელემენტების (კუთხოვანები, მავთლბადე, მილები)
დემონტაჟი, გრუნტის დამუშავება მოედანზე ხელით, ღობის
ლით.კონსტრუქციების(არსებული ჩარჩოების,კარების) შეკეთება ,ახალი
მასალის ნაწილობრივი დამატებით, ლითონის PVC იზოლირებული მავთულბადის
დამონტაჟება დაზიანებულ ადგილებში, საფუძვლის მოწყობა 20-40მმ ფრაქციის
ღორღით ფილის ქვეშ ხელით დატკეპნვით, მინი სტადიონის რკ/ბეტონის ფილის
მოწყობა, რკ/ბეტონის ფილაზე ნაკერების მოწყობა, მოედანზე ხელოვნური
მინდვრის საფარის შეძენა-მოწყობა ტექნოლოგიური პროცესის დაცვით
(ესკიზის გათვალისწინებით), კვარცის ქვიშის ფენის მოწყობა, ფეხბურთის
კარის ლითონის ელემენეტების მოწყობა, ღორღის ფენის მოწყობა მინი
სტადიონის გარე პერიმეტრზე და დადაბლებულ ადგილებში, მინი სტადიონის
ხელოვნური ბალახის მარკირება(დახაზვა), II ჯგუფის გრუნტის დამუშავება
ხელით საკალათბურთო ფარის დგარის მოსაწყობად, საძირკვლის ქვეშ
დატკეპნილი ღორღის ფენის მოწყობა, საკალათბურთო ფარის საყრდენი დგარის
ბეტონის საძირკვლის მოწყობა, კალათბურთის დგარის მომნტაჟი
საძირკველში, მინი სტადიონის ლითონის შემოსაზღვრისა და სხვა
ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით 2-ჯერ, სამშენებლო
სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო
ნარჩენების შეგროვება გამოტანა, ავტოთვითმცლელზე დასატვირთად,
სამშენებლო ნაგვის დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელზე, სამშენებლო
ნაგავის გატანა 7 კმ-მდე მანძილზე, საკალათბურთო ფარის
შეძენა-მონტაჟი(ესკიზის მიხედვით), საფეხბურთო კარის ბადის
შეძენა-მოწყობა.
ელ. სამონტაჟო სამუშაოები
დაზიანებული განათების სანათის დემონტაჟი, გრუნტის დამუშავება ხელით
განათების ბოძების მოსაწყობად, გრუნტის დამუშავება ხელით ელ კაბელის
მოსაწყობად, ქვიშის ქვეშსაგები ფენის მოწყობა ელ კაბელისათვის,
განათების საყრდენების დამზადება ლითონის მილებისაგან, განათების
საყრდენების დაბეტონება, გოფრირებული მილის მოწყობა კაბელისთვის,
მთავარი გამანაწილებელი ფარის მონტაჟი, ავტომატური ამომრთველის
მონტაჟი, NYM 3X4 კვ.მმ კაბელის მოწყობა, NYM 3X1.5 კვ.მმ კაბელის მოწყობა, გარე
განათების დიოდური (LED 90 W) სანათის მონტაჟი, ფოტორელეს შენძენა მონტაჟი,
დამიწების ლითონის ღერო დ 8 მმ.
გორგასლის ქუჩაზე მდებარე მინი-სპორტული მოედანი
სტადიონის შემოღობვის დაზიანებული ელემენტების (ჩარჩოების
კუთხოვანები, მავთულბადე, გლინულა დ-8მმ, კარის ლით. მილი) დემონტაჟი
დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებით, ხელოვნური ბალახის
საფარის დემონტაჟი, ღობის ლით.კონსტრუქციების(არსებული
ჩარჩოების,კარების და სხვა) შეკეთება ,ახალი მასალის ნაწილობრივი
დამატებით და ხელახალი მონტაჟი, დემონტირებული ჩარჩოების შეკეთება,
(კუთხოვანების) ,გაწმენდა და ხელახალი მონტაჟი, გამზადებულ კარკასზე
ლითონის ,,დრაბილკის“ მავთულბადის დამონტაჟება, II ჯგუფის გრუნტის
დამუშავება ხელით ტერიტორიაზე, საფუძვლის მოწყობა ქვიშა ხრეშოვანი
ნარევით ფილის ქვეშ, მინი სტადიონის რკ/ბეტონის ფილის მოწყობა,
რკ/ბეტონის ფილაზე ნაკერების მოწყობა, მოედანზე ხელოვნური მინდვრის
საფარის შეძენა-მოწყობა ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, კვარცის ქვიშის
ფენის მოწყობა, ღორღის ფენის მოწყობა მინი სტადიონის გარე პერიმეტრზე
და დადაბლებულ ადგილებში, მინი სტადიონის გარე პერიმეტრზე რკ/ბეტონის
ფილის მოწყობა(სარინელი), მინი სტადიონის ლითონის კარკასის
(დგარები,ჩარჩოები)და სხვა ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული
საღებავით 2-ჯერ, მინი სტადიონის ხელოვნური ბალახის მარკირება(დახაზვა),
სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება,
სამშენებლო ნარჩენების შეგროვება გამოტანა, ავტოთვითმცლელზე
დასატვირთად, სამშენებლო ნაგვის დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელზე,
სამშენებლო ნაგავის გატანა 7 კმ-მდე მანძილზე, საფეხბურთო კარის ბადის
შეძენა-მოწყობა, კალათბურთის ფარის შეძენა-მონტაჟი.
გარე განათების 200ვტ განათების პროჟექტორი,ფოტორელეს შენძენა
მონტაჟი.
მიმწოდებელი ვალდებულია:
მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სამონტაჟო
სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და
წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო
მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო
ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების,
შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული
კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.
გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა
მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს
ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.
სამუშაოების მიმდინარეობისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში
კორექტირების განხორციელების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში
შესაბამისი მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორცილედეს
აღნიშნულის გამოვლენისთანავე, კორექტირებას დაქვემდებარებული
სამუშაოების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვამდე 10
სამუშაო დღით ადრე.
სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას
აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების
უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის
მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის
სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და
ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად
შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას
ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში
წარმოშობილ ზიანზე.
შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონთვალი ასახულია სატენდერო
დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ
ხარჯთაღრიცხვაში.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე
საქონელი.