Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #43253927)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The city s Central Park
Номер конкурса: 43253927
Дата публикации: 28-06-2023
Сумма контракта: 100 067


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013421
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.06.2023 15:42
Начало приема предложения 07.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 10.07.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 100`067.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში.
Дополнительная информация
1. ქ. ფოთის ცენტრალურ პარკში ელ. მოწყობილობების დამიწების სამუშაოები.
2. ქ. ფოთის ცენტრალურ პარკში მიწისქვეშა ელ. გადამცემი ხაზის მოწყობა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`001.00 GEL
Размер гарантии 1`001 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tea gunia :: 20.06.2023 12:20
  • Последнее исправление: tea gunia :: 28.06.2023 15:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524177&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვა ხორციელდება ორ ლოტად.

ლოტი 1. ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის რკალი N 3-ში, პარკის ტერიტორიაზე დამიწების ძირითადი კონტურის მოწყობის და ელ. მოწყობილობების დამიწები სამუშაოები.
ლოტი 2. ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის რკალი N 3-ში, პარკის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ელ. გადამცემი ხაზის მოწყობის სამუშაოები;

3. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის და საკუთარი სახსრებით.

ადგილობრივი ბიუჯეტით : - 94 %;

საკუთარი სახსრებით : - 6 %;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:

სამუშაოები გულისხმობს:
ლოტი 1. ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის რკალი N 3-ში, პარკის ტერიტორიაზე დამიწების ძირითადი კონტურის მოწყობის და ელ. მოწყობილობების დამიწები სამუშაოებს. კერძოდ:
ქალაქ ფოთში, რუსთაველის რკალი №1 -ში მდებარე „ქალაქი ფოთის ცენტრალურ პარკში“ ორი ერთეული დამიწების ძირითადი კონტურის მოწყობას, ერთმანეთში ლითონკონსტრუქციული კავშირის შექმნას და ელ.დანადგარების, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების, ელ.განათების ბოძების, შადრევანში არსებული ყველა ელ.ტუმბოს, შადრევნის სანათების, შადრევანში არსებული წყლის მილების, ობიექტის პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობის და ობიექტზე არსებული ყველა ლითონის ბოძისა თუ კონსტრუქციის კორპუსის დამიწებას რომელსაც შემხებლური კავშირი აქვს დენ გამტარ სადენებთან და რომლებიც არ არიან ძაბვის ქვეშ ცალკეული განშტოებით.
ობიექტი წარმოადგენს ქალაქი ფოთის ცენტრალურ პარკს, 0,4 კვ-ის გამანაწილებელი კარადებით, ელ.განათების ბოძებით, პერიმეტრის შემომსაზღვრელი ლითონის ღობით, რომელზეც წრიულად დამონტაჟებულია სანათები პარკის მთელს პერიმეტრზე. ბავშვთა გასართობი ატრაქციონებით, შადრევნით, შადრევნის წყალმქაჩი ტუმბოებით, შადრევნის სანათებით, შადრევნის წყალმფრქვევი მილებით.
გრუნტის ხვედრითი წინაღობა მიღებულია 100 ომი.
დამიწების კონტური №1-ის და №2-ის ნორმირებული წინაღობა 4 ომი
დამიწების კონტური №1-ის და №2-ის წინაღობა გაიზომოს ლაბორატორიული წესით და იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მიღწეული ნორმირებული მნიშვნელობა, დაემატოს დამიწების ელექტროდები ნორმირებული მნიშვნელობის მიღებამდე.

უნდა დამიწდეს ობიექტზე არსებული ყველა ლითონის ბოძის, ელ.დანადგარის, ლითონის კონსტრუქციის კორპუსი, რომელსაც შემხებლური კავშირი აქვს დენ გამტარ სადენებთან და რომლებიც არ არიან ძაბვის ქვეშ ცალკეული განშტოებით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდეს ყველა დამიწების წერტილის დამიწების წინაღობა და შედგენილ იქნას შესაბამისი ოქმი ნორმით 4 ომი, რომელიმე წერტილზე ნორმირებული წინაღობის < 4 ომი არ არსებობის შემთხვევაში, მიკვლეულ იქნას მიზეზი და აღმოიფხვრას ადგილზე.


სამუშაოები ასევე გულისხმობს:
ლოტი 2. ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის რკალი N 3-ში, პარკის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ელ. გადამცემი ხაზის მოწყობის სამუშაოებშ კერძოდ;
ობიექტის მოთხოვნილი სრული სიმძლავრე შეადგენს 100 კვტ-ს 0.4 კვ. ძაბვაზე.
ობიექტის კვება გათვალისწინებულია ქ/ს „ფოთი - 2“-დან გამომავალ 6 კვ ეგხ „N 15” ზე არსებულ ს/ქ N 204-096 ა-ს (400 კვა) 0.4 კვ გამანაწილებელი მოწყობილობიდან.
პროექტით გათვალისწინებულია
1. 0.4 კვ ძაბვის მხარეს დამონტაჟდეს 200 ა სამფაზა ავტომატური ამომრთველი.
2. საპროექტო კაბელები მთელს სიგრძეზე მოთავსდეს 30 სმ სისქის ქვიშის ფენაში და საპროექტო კაბელის პარალელურად ჩალაგდეს თიხის აგური, როგორც კაბელის დამცავი; რის ზემოთაც განთავსდეს სალაბელო ტრასის მანიშნებელი ლენტა.
3. არსებული ს/ქ N 204-096 ა-დან ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის ცენტრალური პარკი“-ს კუთვნილ ობიექტამდე მიწისქვეშა საკაბელო ე.გ.ხ -ს მშენებლობა შესრულდეს NA2XY 3X120+1X70 ტიპის კაბელით - ტრასის სიგრძე 100 მ (საანგარიშო სიგრძე - 110 მ)
საკაბელო ხაზის მიწაში გადაყვანა:
საკაბელო არხში უნდა ჩაიდოს ერთი კაბელი. საკაბელო არხის სიღრმე 0.8 მ-ია, სიგანე 0.75 მ-ი. ბილიკის გადაკვეთაზე კაბელი ჩაიდოს 100 მმ გოფრირებულ მილში. საკაბელო არხში კაბელის ჩადებამდე 0.1 მ სისქის წმინდა სილით. არხი იფარება იგივე გრუნტით, რაც ამოიღება. საკაბელო ეგხ-ს მთელ სიგრძეზე მიწის ზედაპირიდან 25 სმ-ში უნდა ჩაიდოს სასიგნალო (გამაფრთხილებელი) ლენტი (სიგანე 15 სმ). და მიწის ზედაპირიდან 50 სმ-ში თიხის აგური მთელს სიგრძეზე.
კაბელის მიწაში ჩადებისას, კაბელი უნდა მოთავსდეს ტრანშეაში, რომლის ზედა და ქვედა ფენა უნდა დაიფაროს ქვიშით ან გაცრილი მიწით, კაბელის მექანიკური დაზიანებისაგან დასაცავად ტრანშეის მთელს სიგრძეზე უნდა მოეწყოს აგურის ან ბეტონის ფილების საფარი; ქუჩების მოასფალტებული საფარი განიხილება, როგორც იშვიათი გათხრის ზონა და არაუმეტეს 2 კაბელთან ტრანშეებში აგურის საფარის ნაცვლად დასაშვებია პლასტმასის სასიგნალო ლენტების გამოყენება.
კაბელის მიწაშიჩადების სიღრმე გეგმიურ ნიშნულამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 0.7 მ-ისა, ხოლო ქუჩის გადაკვეთისას არანაკლებ 1 - მ-ისა.
ჰორიზონტალური მანძილი მიწაში მოთავსებულ კაბელსა და შენობის საძირკველს შორის უნდა იყოს არანაკლებ 0.6 მ0ისა, კაბელის გაყვანა შენობა - ნაგებობების საძირკველების ქვეშ არ დაიშვება.
კაბელის პარალელური გაყვანისას ჰორიზონტალური დაშორება კაბელსა და მილსადენებს, წყალსადენ მილებსა, კანალიზაციის მილებსა და დრენაჟეებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა, შეზღუდულ პირობებში დასაშვებია ამ მანძილის 0.5 მ-მდე შემცირება სპეციალური დაცვის გარეშე და 0.25 მ-მდე შემცირება კაბელის მილში გაყვანის შემთხვევაში.
კაბელით საავტომობილო გზის გადაკვეთისას მისი ჩადების სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა და კაბელი მოთავსებული უნდა იყოს გვირაბებში, ბლოკებში ან მილებში, რომელთა სიგრძე ორ-ორი მ0ით უნდა გადაცდეს გადაკვეთის მონაკვეთის სიგრძეს.
2. დამიწების კონტური
საპროექტო ტრიტორიაზე არსებული 0,4 კვ გამანაწილებელ კარადის დამიწების მოსაწყობად ჩაესოს მიწაში დამიწების ელექტროდები, ზედა კონტური შეიკრას ზოლოვანებით და მიუერთდეს გამანაწილებელ კარადას. დამიწება არ უნდა აღემეტებოდეს 4 ომი-ს წელიწადის ნებისმიერ ამინდში.

მიმწოდებელი ვალდებულია:

მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.

გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.

სამუშაოების მიმდინარეობისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში შესაბამისი მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორცილედეს აღნიშნულის გამოვლენისთანავე, კორექტირებას დაქვემდებარებული სამუშაოების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე.
შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონთვალი ასახულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.
3. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ფოთის ცენტრალური პარკის ტერიტორია, ქ. ფოთი რუსთაველის რკალი N 3

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 200 134 ლარისა.
1.2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები მათ შორის დამიწების ძირითადი კონტურის მოწყობის, ელ. მოწყობილობების დამიწების სამუშაოები და მიწისქვეშა ელ. გადამცემი ხაზის მოწყობის სამუშაოები.
2.2.1. პუნქტის 1.1 ქვეპუნქტში მითითებული ანალოგიური სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან (200 134 ლარიდან), დამიწების ძირითადი კონტურის მოწყობის, ელ. მოწყობილობების დამიწების სამუშაოების და მიწისქვეშა ელ. გადამცემი ხაზის მოწყობის სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს.

3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT,DAP,CMR) წარმოდგენა.

5. იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფარგლებში ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: პირველი პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქართველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართიN-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული)შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. დაუშვებელია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადაეცეს შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობის 40%-ზე მეტი;
2. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ხელშეკრულებ(ებ)ის დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტ(ებ)ის ასლი.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიაშპს ,,სქაისქეიფერი“ , (შემდგომში ,,ზედამხედველი“).
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არუნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავისია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;

7.2 terms of step by step and/or fi


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru