Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #43235717)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Abasha Municipality
Номер конкурса: 43235717
Дата публикации: 28-06-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230013383
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.06.2023 20:28
Начало приема предложения 04.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 06.07.2023 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 45`874.67 GEL
Контрактная цена объекта закупки 6`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ავტომობილის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 60 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zviadi bokhua :: 27.06.2023 09:50
  • Последнее исправление: zviadi bokhua :: 27.06.2023 20:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524998&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ავტომობილის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება

1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 2 დღეს;
• ტრანსმისიისთვის - არაუმეტეს 3 დღეს;
• ელექტროობისათვის - არაუმეტეს 2 დღეს;
• სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 5 დღეს, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებული იქნეს შემსყიდველთან შეთანხმებით;
• იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით
2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ა/მანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მიმწოდებელი და მძღოლი ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მათი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზი;
3. გაუთვალისწინებელი თანხები გამოყენებული იქნება ისეთი აუცილებელი ხარჯების დასაფარად, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხარჯთაღრიცხვით. გარდა ფასების ცხრილისა (ხარჯთაღრიცხვა), პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს აგრეთვე ავტომანქანის სხვა ისეთი შეკეთებისა და მომსახურების სახეობების ტარიფებიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ძირითადი ხარჯთაღრიცხვით.
4. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეისკურანტში ა/მანქანის შეკეთებისათვის საჭირო რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ობიექტის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით (გაფორმებულ იქნება შეთანხმების აქტი) საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების (სერვისი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) რომელიმე ერთეულის არსებობით გამოწვეული ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს; მიმწოდებლის მხრიდან შეთანხმებაზე უარის თქმა, შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისიწნებულ პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ სავარაუდო ღირებულებებს;
6. ელექტრონული ვაჭრობის დროს პრეტენდენტის მიერ ფასის ცვლა განხორციელდება პრეისკურანტში მოცემული ერთეულის ღირებულებების ჯამის კლებადობის პრინციპით. პრეტენდენტის მიერ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა გამოისახება პროპორციულად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში ერთეულის ღირებულებები დაკორექტირდება (შემცირდება) ზემოაღნიშნული პროცენტული მონაცემის მიხედვით.
7. პრეტედენტი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 45 874.67 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
8. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 6 000 ლარზე.
9. . პრეტენდენტის მიერ, მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით დაუშვებელია.
10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვაზე და მთლიანად პასუხს აგებს მომსახურების მიწოდების პერიოდში მიყენებულ ზიანზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელმა 2023 წლის განმავლობაში საჭიროების მიხედვით უნდა განახორციელოს ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების (შემდგომში მომსახურება) გაწევა პრეისკურანტის ცხრილში გათვალისწინებული მოცულობით.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან არაუმეტეს 60 კმ-ის რადიუსში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ა/მანქანის დაზიანებული სათადარიგო ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით (გამონაკლისის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, დასაშვებია მეორადი. მისი შესყიდვის აუცილებლობისას, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით).
2. ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
3. მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სხვა სათადარიგო ნაწილებზე (გარდა სწრაფადცვეთადი ნაწილების: სამუხრუჭე ხუნდები, ჰაერის, კონდენციონერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები და ა.შ.) გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
5. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტს ანალოგიური მომსახურების სფეროში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 000 ლარის ღირებულების მომსახურება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

პრეტენდენტს საკუთრებაში ან მმართველობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი მოქმედი სერვისცენტრი, სერვისცენტრში უნდა არსებობდეს: ავტომანქანის არანაკლებ 2 (ორი) ამწე მექანიზმი; საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი; კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა; საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, სერვისცენტრებში უნდა არსებობდეს საჭირო ფართი შემსყიდველის ა/მანქანების აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისათვის. ავტომობილების თითოეულ მოდელზე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი (სერვისცენტრში) რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფადცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერის და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი (რომელსაც ექნება მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე), ანტიფრიზი. სერვის ცენტრში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნა (შენობაში განთავსებული სკამი, მაგიდა). შემსყიდველი უფლებამოსილია, ყველაზე დაბალი ფასის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მქონე პრეტენდეტის მიმართ განახორციელოს სერვისცენტრის დათვალიერება ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობიზე და შეუსაბამობის შემთხვევაში მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვის ცენტრში ზემოხსენებული დანადგარებისა და შესაბამისი პირობების არსებობის შესახებ.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
3. სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება და დამოწმება ბეჭდით უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვისცენტრში.
4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველს და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.
5. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ავტოტექმომსახურების პრეისკურანტი ექსელის ფაილში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და ინსპექტირების ანგარიშით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტით გათვალისწინებულ (თითოეული დასახელების მომსახურების და მომსახურების გაწევისათვის საჭირო ნაწილების) ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების, უფლებამოსილი პირების მიერ, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ბოხუა, 577604711, abasha_sheskidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (ფასების ცხრილის - Excel ფალის გარდა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru