Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #43235654)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: KHELVACHAURI MUNICIPALITY CITY HALL
Номер конкурса: 43235654
Дата публикации: 27-06-2023
Сумма контракта: 15 994


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013361
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.06.2023 17:35
Начало приема предложения 13.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.07.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 15`994.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212130 - Строительство парков развлечения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ჩათვლით
Дополнительная информация
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში საზოგადოებრივი გასართობი სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 160 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nato nakashidze :: 27.06.2023 14:42
  • Последнее исправление: melano mamuladze :: 27.06.2023 17:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525095&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში საზოგადოებრივი გასართობი სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოების ჩატარების ტექნიკური პირობები:
ა) სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე (მათი არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველს უფლება აქვს დამატებით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი;
ბ) სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო;
გ) მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;
დ) სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის სახით.
ე) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშებისას პრეტენდეტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვაში გაანგარიშებული უნდა იყოს „გაუთვალისწინებული ხარჯები“ 3%-ის ოდენობით. ასევე უნდა გაითვალისწინოს მშენებლობის მიმდინარეობის სეზონურობა და წინასწარ გათვალოს ყველა დანახარჯი, რაც გამოწვეული იქნება სამშენებლო სამუშაოების ნალექიან პერიოდში წარმოებასთან.
ვ) ძირითად დროში ფასის ცვლილების შემთხვევაში, შემოთავაზებული მასალის შეცვლა სხვა, უფრო დაბალი ხარისხის ანალოგიური საქონლით დაუშვებელია.
ზ) პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის იმ ნაწილში სადაც მოცმეული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით.
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.
ე) ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან;
ვ) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 10 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. შესასრულებელი სამუშაოს შესრულების ადგილი: სოფელი მახინჯაური.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 1 (ერთი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ჩათვლით.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) თუ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
გ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
- ანგარიშსწორება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, რომელიც უნდა შეადგენდეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 20%-ს.
- მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისას წარმოადგინოს:
ა) ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ბ) მიღება-ჩაბარების აქტის, გ) ფორმა N2-ის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდგომ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
- მიმწოდებლის მიერ ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში წარმოუდგენლობის, არასრულყოფილად წარმოდგენის ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე.
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
- თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ანაზღაურებაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნატო ნაკაშიძე, 555624586, khelvachauri1@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებულიასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.4 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru