Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #43235645)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 43235645
Дата публикации: 27-06-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230013369
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.06.2023 17:55
Начало приема предложения 03.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 05.07.2023 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 2`352.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 5`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ზეპირი ან/და წერილობითი მთარგმნელობითი მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1
Шаг снижения цены 24.00 GEL
Размер гарантии 50 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar shaorshadze :: 23.06.2023 12:51
  • Последнее исправление: tamar shaorshadze :: 27.06.2023 17:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524739&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების საჭიროებისათვის სათარჯიმნო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტი 12.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის შემთხვევაში, ჩაითვლება 1 სრულ გვერდად (2000 სიმბოლო)
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით, მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში, დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 50 გვ.).

2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრესიკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში, ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7 საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარგმნის მომსახურების დაწყებიდან და დასრულდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, არაუმეტეს წინა პუნქტში გაწერილი ვადებისა.

დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• მიმწოდებელს უნდა წარმოადგინოს აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ინგლისური ენის მცოდნე არანაკლებ 2 თარჯიმანი, შერჩევა-შეფასების ეტაპზე მიმწოდებელმა დასაშვებია წარმოადგინოს ზემოთ ჩამოთვლილი ენებიდან თითო თარჯიმნის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათში უნდა წარმოადგინოს 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული ინფორმაცია/მასალები.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით.
• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასები პრეისკურანტის ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ფასებს. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად. საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის (არსებობის შემთხვევაში), ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამი ს შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დღე-ღამის ნებისმიერ დროს) და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში. კერძოდ:
• მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით, გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.
• წერილობითი თარგმნის შემთხვევაში: პრეტენდენტმა თითოეულ მოთხოვნაზე 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 20 სტანდარტული გვერდის თარგმნა, ხოლო დიდი მოცულობის მასალის შემთხვევაში შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ საჭიროების შემთხვევაში თარგმნილ დოკუმენტზე უნდა განხორციელდეს ხელმოწერა (მათ შორის ელექტრონული ხელმოწერა). თარგმნილი დოკუმენტების გადაგზავნა განხორციელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც შემსყიდველის მიერ წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში: მინიმუმ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (მაქსიმუმ 30 კმ.-ის რადიუსი), ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. რუსთავში, ქ. ოზურგეთში, ქ. ბათუმში, ქ. ონში, ქ. მცხეთაში, ხოლო აღმოსავლეთ ან/და დასავლეთ რეგიონის სხვა ქალაქებში მინიმუმ 6 სთ-ით ადრე.

შენიშვნა: შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, როცა მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ახალი თარჯინის გამოყოფა და მივლენა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.

მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას, უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და წარმოადგინოს შემსყიდველის შესწორებული ვარიანტი შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო დოკუმენტის თარგმნის მომსახურება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის წინასწარ შეთანხმებული ელექტრონული ფოსტის ან/და ფოსტის საშუალებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის "წინადადებების მიღება დასრულებულია" პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს 5000 (ხუთიათასი) ლარის სათარჯიმნო მომსახურების მიწოდების გამოცდილება, რაზეც მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარია SPA/CMR/NAT/CON და ა.შ. ნომრების მითითება და დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, სპარსული და ინგლისური ენების თარჯიმნებს (თითოეულ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა თარჯიმანი) უნდა გააჩნდეთ სათარჯიმნო ან/და მთარგმნელობითი მომსახურების კუთხით, არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის დოკუმენტაცია. ასევე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ ზემოაღნიშნული ენის თარჯიმნის დამოწმებული წერილობითი თანხმობა/დასტური იმის შესახებ, რომ ისინი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უშუალოდ განახორციელებენ მომსახურებას.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და პირიქით. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა არ იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო ენის გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან ინგლისურს ან ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის სახსრებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო დოკუმენტაციაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე დანართით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, საბოლოო ინსპექტირების დასკვნის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

შენიშვნა:
ანგარიშსწორების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გაეცნოთ ხელშეკრულების პროექტის მე-8 და მე-9 მუხლებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ შაორშაძე, 591233837, tamshaorshadze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (პრეისკურანტი);
ბ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
გ) 2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

10.1.2. ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოასადგენია მისი შესატყვისი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი.
10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.კანონის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru