Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #43235634)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Investigation Department of the Ministry of Finance of Georgia
Номер конкурса: 43235634
Дата публикации: 27-06-2023
Сумма контракта: 30 605


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013379
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.06.2023 18:23
Начало приема предложения 03.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 05.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 30`605.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 306 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi labadze :: 27.06.2023 11:22
  • Последнее исправление: giorgi labadze :: 27.06.2023 18:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525023&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა;
1.2.2 სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განხორციელოს დანართი №1-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად;
1.2.3 შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;
1.2.4 მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის, დაჩქარებული გზავნილის შემთხვევაში 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში (მაღალმთიან რეგიონებში - 3 სამუშაო დღის ვადაში), ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. (ვადა აითვლება გზავნილის მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან). გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო სამუშაო დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაუბრუნება. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით;
1.2.5 მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
1.2.6 გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
1.2.7 საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
1.2.8 გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით;
1.2.9 მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს შემსყიდველი);
1.2.10 შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა);
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად;
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში;
1.2.13 შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:

1.2.14 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა;
1.2.15 მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განხორციელოს დანართი №2-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად;
1.2.16 შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;
1.2.17 მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ; თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით;
1.2.18 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბრენდირებული კონვერტებით და სხვა საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება;
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
1.2.19 გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
1.2.20 საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
1.2.21 გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით;
1.2.22 მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს შემსყიდველი);
1.2.23 შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში, მაგალითად, მხოლოდ საფოსტო ყუთის ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო პირისა და ტელეფონის ნომრის გარეშე, გზავნილის მისამართი ჩაითვლება არასრულად. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა). ასევე, გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემსყიდველის მიერ არასწორად მითითებისა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნულის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა);
1.2.24 შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
1.2.25 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად;
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე მიწოდება შემსყიდველისათვის (ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული), სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის ვინაობა, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე ან სხვა საჭირო ინფორმაცია გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:00 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.




შენიშვნა:
1.2.28 პრეტენდენტის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ფასები, დანართი №1-ის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების დანართი №2-ის შესაბამისად - დღგ-ს გარეშე.
1.2.29 დანართი №1-ში და №2-ში (ფასთა ცხრილებში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

1.5.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2ა,
1.5.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველო, ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქუჩა №54,
1.5.3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო, ქ. რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №36,
1.5.4 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ქ. ფოთი, წმინდა გიორგის ქ. №4,
1.5.5 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველო, ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის ქ. №3,
1.5.6 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველო, ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქუჩა №5,
1.5.7 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა №1,
1.5.8 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №5ა,
1.5.9 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო, ქ. თელავი, ერეკლე II გამზირი №16,
1.5.10 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო, ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5,
1.5.11 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო, ქ. გორი, ჯორბენაძის ქუჩა №1,

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 2020 წლის 1 იანვრიდან პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანკლებ 100000.00 (ასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება;
2.2.1.2 ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა;
2.2.1.3 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3-ის შესაბამისად;
2.2.1.4 პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასადასტურდებოდეს:
2.2.1.4.1 ხელშეკრულებით;
2.2.1.4.2 წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტებით და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურებით ან/და სასაქონლო ზედნადებ(ებ)ით;
2.2.1.4.3 სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია დანართი N3-ის ცხრილში მიუთითოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და სხვა ნომერი (ასეთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო სისტემაში იმ დოკუმენტაციის ატვირთვა, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.1 ფასების ცხრილი (პუნქტი 1.3);
2.9.2 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (პუნქტი 2.2.1)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლთ განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა შემდეგ.
7.2.3. დაფინანსების წყარო: 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის გაფორმებიდან/წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ლაბაძე, 551159083, g.labadze@mof.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.5. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ტენდერში, ავტომატურად ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru