Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #43108015)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 43108015
Дата публикации: 23-06-2023
Сумма контракта: 493 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013219
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.06.2023 18:12
Начало приема предложения 09.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 493`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის სამოქმედო არეალში, კერძოდ ცაგერის რაიონში არსებული საოფისე შენობის დემონტაჟის და ახალი საოფისე შენობის და შესაბამისი გარემო ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`930.00 GEL
Размер гарантии 4`930 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit kopaliani :: 26.04.2023 14:24
  • Последнее исправление: otar gardapkhadze :: 23.06.2023 18:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517023&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის სამოქმედო არეალში, კერძოდ ცაგერის რაიონში არსებული საოფისე შენობის დემონტაჟის და ახალი საოფისე შენობის და შესაბამისი გარემო ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დანართი N2 (ტექნიკური დავალება) განსაზღვრავს მოთხოვნებს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით დეტალური პროექტის მოსამზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის.

მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს დეტალური პროექტი, აწარმოოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ამ მოთხოვნების და თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად.
სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილი ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი ნაგებობებისათვის სტანდარტებით განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება (დანართი N2) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში.

მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევებით, ასევე ტექნიკური დავალებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს დეტალური სამშენებლო პროექტი, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დანართით N2 (ტექნიკური დავალება) გათვალისწინებული საპროექტო დოკუმნეტაციის ნაწილებზე ექსპერტიზის ჩატარება, პროექტის შეთანხმება, როგორც შემსყიდველთან ასევე, ყველა ჩართულ მხარესთან და შეთანხმებული პროექტის შესაბამისად შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები.

დანართი N2 (ტექნიკური დავალება) შემდგომში განისაზღვრება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

დეტალური პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 3 %-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება (საექსპერტო მომსახურების ვადის ჩათვლით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სამშენებლო სამუშაოების წარმოება ეტაპობრივად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ღირებულების 40% შესრულებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო დანარჩენი სამუშაოები შესრულებული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 300 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია:

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მოსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით, მიწოდების ფორმა განსაზღვრულია ტექნიკური დავალების (დანართი #2) შესაბამისად.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს რესურსული მეთოდით.
საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემსყიდველის მისამართზე ქ.თბილისი ვ.წითლანაძის პირველი შესახვევი #1 (ყოფილი გ.გულუას #6) (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო).


2.სამშენებლო სამუშაოები:

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგ მისამართზე: ქალაქი ცაგერი, კოსტავას ქუჩა N11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 89.03.25.049.
მიწოდებული სამუშაოების მიღება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 3%-ის ოდენობით. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
4. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს წინამდებარე მუხლის 1 და 2 პუნქტის მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში გარანტია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

შენიშვნა:
მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 3%, რომლის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის (ასეთის არსებობის შემთხვევბაში) და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2016 წლის 01 იანვრიდან ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 250 000 ლარის ღირებულების შენობების (მათ შორის თანმდევი რემონტი) სამშენებლო სამუშაოები;

პრეტენდენტმა შესრულებულ სამუშაოებზე ასევე უნდა უნდა წარმოადგინოს დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;

გამოცდილების დადასტურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების აქტების, ფორმა-2-ების და დადასტურებული ანგარიშფაქტურების სისტემაში წარმოდგენის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სამუშაოები გაწეულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით და სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დგინდება შესრულებული სამუშაოების სახეობა და მოცულობა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ შესაბამისი SPA/NAT/CMR/DAP (და სხვა) ნომერი.

იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი გამოცდილების ფარგლებში პრეტენდენტი წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორ კომპანიას, იგი ვალდებულია წარმოდგინოს ასევე ძირითადი ხელშეკრულებაც, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ძირითადი ხელშეკრულების (ასევე სატენდერო დოკუმენტაციით) ფარგლებში განსაზღვრული იყო ქვეკონტრაქტორის ყოლის დამკვეთთან შეთანხმების ვალდებულება, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი/მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენილი გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია არ ჩაითვლება ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისად.

საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში: გამოცდილების დადასტურება უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ დადასტურებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების აქტების და ფორმა 2 სისტემაში წარმოდგენის გზით.

გამოცდილების დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

გამოცდილებად არ ჩაითვლება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოები, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უცხო ქვეყანაში მისი კომპანიის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტი.

პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული საპროექტო/სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში, ხოლო აღნიშნულ პირთა ჯგუფი მინიმუმ უნდა შედგებოდეს:

კონსტრუქტორი, არქიტექტორი, გეოდეზისტი, საინჟინრო ნაწილის სპეციალისტები (წყალ-კანალიზაცია, გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირება, ელექტრობა, სუსტი დენები, ხარჯთაღმრიცხველი, რომელთაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის არანაკლებ 2 წლის პროფესიული გამოცდილების სტაჟი.

პერსონალის გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალისტების CV (დადასტურებული სპეციალისტის ხელმოწერით), ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია - დასახელება, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი.

სპეციალისტების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იქნეს მათ მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მათი ხელმოწერით.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ან ხელი მიუწვდება ფინანსურ რესურსებზე, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები, კონტრაქტის ფარგლებში საავანსო გადახდების გარდა, რათა დააკმაყოფილოს ნაღდი ფულის მოძრაობის მოთხოვნა წინამდებარე კონტრაქტისათვის, რომლის ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 50000 ლარისა.

წარმოდგენილი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ტენდერისათვის წინადადების მიღება დაწყებულია სტატუსის მინიჭების ან შემდგომ თარიღში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).

აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შედის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და არ წარმოადგენს პრეტენდენტისათვის წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით ფარგლებში რაიმე სახის დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვა ხორციელდება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით და არ არის მოთხოვნილი დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს არაუადრეს 2025 წლის იანვრამდე.

6.4 terms and conditions of guarantee

1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ფარგლებში, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ფარგლებში.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
3. წარმოდგენილ გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ იგი არის უპირობო და გამოუთხოვადი. ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ჩაირიცხება მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინამდებარე ტენდერში შესაძლებელია გამოყენებული იქნას საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის (გაცემული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ) საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

წარმოდგენილ გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ იგი არის უპირობო და გამოუთხოვადი. ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ჩაირიცხება მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

მიმწოდებელი ვალდებულია ავანსად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.

მიმწოდებელს ავანსის წარმოდგენის დღისათვის ბიუჯეტის მიმართ არ უნდა გააჩნდეს 1000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება.

ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოდან სრულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული ეტაპისათვის, მიმწოდებლის მიერ სრულყოფილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოწოდების, ასევე კონკრეტული სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. შუალედური მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება სამუშაოთა გარკვეული ნაწილის დასრულების შემდეგ.
3.1 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (აუცილებელი პირობა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის/ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის შესაბამისობის დასკვნა;
ვ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.
4. საბოლოო ანგარიშწორება ,,მიმწოდებელთან’’ განხორციელდება სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
4.1 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (აუცილებელი პირობა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის/ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველმყოფი საბანკო გარანტია;
ვ) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის შესაბამისობის დასკვნა;
ზ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.
5. ანგარიშწორება განხორციელდება ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ,,მიმწოდებლის’’ საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციის 7.1 და 7.2 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ოთარ გარდაფხაძე, 551337737, otar.gardapkhadze@forestry.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru