Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Устройства управления и распределения электроэнергии (Грузия - Тендер #43107962)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 43107962
Дата публикации: 23-06-2023
Сумма контракта: 224 576


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001397
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.06.2023 16:44
Начало приема предложения 02.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 05.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 224`576.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 31200000-Устройства управления и распределения электроэнергии
Коды классификатора
  • 31200000 - Устройства управления и распределения электроэнергии
  • 31210000 - Электрические аппараты коммутации или защиты электрических цепей
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
WAMS კარადის (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა.

Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`246 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan maskharashvili :: 20.06.2023 10:21
  • Последнее исправление: levan maskharashvili :: 23.06.2023 16:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524128&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

WAMS კარადა (თანმდევი მომსახურებით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მისი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი PDF-ის სახით.
სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტში მიმაგრებულ "დანართი N2 - ტექნიკურ დავალებაზე" და მასში ასახულ პირობებზე, რაც უცვლელად დაერთვება დანართად გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

იხ. მიმაგრებული ფაილი:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 (ას ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
1.4.2.საქონლის მიწოდების შემდგომ გათვალისწინებული თანმდევი მომსახურების გაწევა და სხვა ეტაპები გაწერილია ტექნიკურ დავალებასა და გეგმა-გრაფიკში.

1.4.3. თანმდევი მომსახურების გაწევისათვის ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.
თანმდევი მომსახურების გაწევისათვის ობიეტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.6. პუნქტსა და "ხელშეკრულების პროექტი"-ს დანართი N4–ში (უსაფრთხოების წესები და პირობები).

* საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირებისა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯების გათვალისწინებით, სს "სსე"-ს სასაწყობე მეურნეობის ცენტრალურ საწყობში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. N29.
თანმდევი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხრამჰესი 2-ის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: დმანისის რაიონი დაბა ხრამი 2.

ა. არარეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი (თანმდევი მომსახურებით) მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DAP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;
ბ. რეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი (თანმდევი მომსახურებით) მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DDP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;

* მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ექსპლუატაციაში არ მყოფი (არ უნდა იყოს აღდგენილი და მეორადი).

1.7.1 requirement related to guarantee period

(!)
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის (თანმდევი მომსახურებით) კონკრეტული საგარანტიო მომსახურების ვადის შესახებ:
- მომწოდებლის მიერ დამონტაჟებულ სინქრონიზირებული ვექტორული გაზომვის სისტემის ყველა კომპონენეტზე და მოწყობილობაზე (თანმდევი მომსახურებით) ვრცელდება საგარანტიო მომსახურეობის ვადა 2 (ორი) წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სწორი ექსპლუატაციის პირობებში;

* საბოლოო მიღება-ჩაბარება ადასტურებს მომწოდებლის მიერ სინქრონიზირებული ვექტორული გაზომვის სისტემის აპარატურისა და მომსახურეობის სრულ მოწოდებას და ასევე, ტექნიკურ სპეციფიკაციაში განსაზღვრული ყველა მოთხოვნების, ვალდებულებების დაკმაყოფილებას.


შენიშვნა:
პრეტენდენტს შეუძლია საქონელზე (თანმდევი მომსახურებით) საგარანტიო მომსახურების ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 2 (ორი) წელზე ნაკლები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

* საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
* საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე (თანმდევ მომსახურებაზე) გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
* სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას.
* წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

(!)
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტში მიმაგრებულ ფაილში - „დანართი N1 - ფასების ცხრილში“, გარდა X სიმბოლოთი აღნიშნული გრაფისა, უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

* თუკი რომელიმე პოზიცია მასში ასახული პირობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება პრეტენდენტის მიერ შევსებას ან/და განფასებას, პრეტენდენტმა აღნიშნულ გრაფაში უნდა მიუთითოს ამის შესახებ ან აღნიშნოს "---" სიმბოლოთი.

** აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტში მიმაგრებულ "გეგმა-გრაფიკი"-ს დოკუმენტზე და მასში ასახულ პირობებზე, რაც უცვლელად დაერთვება დანართად გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

(!)
PMU სრულად უნდა შეესაბამებოდეს IEEE C37.118 სტანდარტის მოთხოვნებს, აღნიშნულის დასტურად, პრეტედენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს სინქრონიზირებული ვექტორული გაზომვის მოწყობილობის ტიპის გამოცდის ოქმი (Type Test).

* სატენდერო წინადადებით დოკუმენტ(ებ)ის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).


- საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს:
სინქრონიზირებული ვექტორული გაზომვის სისტემის ყველა მოწყობილობის შემოკლებული ან სრული სამომხმარებლო სახელმძღვანელო/საქარხნო ინსტრუქცია, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 ველში მიმაგრებული ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

2.9 other additional requirements

(!)
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს:

2.9.1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მიმაგრებული შევსებული „დანართი N1 - ფასების ცხრილი“;

2.9.2. არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში, ინფორმაცია სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი/ევრო) განსაზღვრის მოთხოვნის თაობაზე ელექტრონული ვაჭრობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებაში;

* სატენდერო წინადადების წარმოდგენისას დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.
- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ WAMS კარადის (თანმდევი მომსახურებით) ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.3. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ---%-ის ოდენობით;
6.4.4.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია გამოიყენება იმ ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო;
6.4.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და/ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 14 დღის განმავლობაში;
6.4.6.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი იყენებს გარანტიას მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ფარგლებში;
6.4.7 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია;
6.4.8 გარანტია უნდა იყოს უპირობო, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე;
6.4.9 შესრულების გარანტიის გამოყენების ან მისი სხა მიზეზით ამოწურვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი გარანტია. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება;
6.4.10 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.11 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები:

• იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

• მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

• უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

• რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

- მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის (თანმდევი მომსახურების) ღირებულება;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით) ან/და საქონლის (თანმდევი მომსახურების) მიწოდების დასრულებისას ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ მოწოდებული საქონლის (თანმდევი მომსახურების) ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით) ან/და საქონლის (თანმდევი მომსახურების) მიწოდების დასრულებისას ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან მასხარაშვილი, 597763693, levan.maskharashvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ,,ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

10. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender t


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru