Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #43107955)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Educational and Scientific infrastructure Development Agency
Номер конкурса: 43107955
Дата публикации: 23-06-2023
Сумма контракта: 88 961


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013184
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.06.2023 16:46
Начало приема предложения 12.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 88`961.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45410000 - Штукатурные работы
  • 45421100 - Установка дверей, окон и связанных с ним компонентов
  • 45432100 - Работы по укладке напольных покрытий
  • 45442100 - Малярные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე
Дополнительная информация
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ქ. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ატვირთული დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 890 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino gloveli :: 23.06.2023 13:28
  • Последнее исправление: davit meskhishvili :: 23.06.2023 16:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524760&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დეფექტურ აქტში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების აუცილებელ ნაწილს და შედგენილია სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს მოთხოვნათა შესაბამისად;
1.5.2. მხარეები პერიოდულად განიხილავენ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესრულების საკითხებს და დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
1.5.3. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები;
1.5.5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
1.5.6. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა;
1.5.7. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასური;
1.5.8. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორ წელს;
1.6.2. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
1.6.3. შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ ობიექტზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 177 922 (ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდაორი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 88 961 (ოთხმოცდარვა ათას ცხრაას სამოცდაერთი) ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხელშეკრულების ნომერი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება (შესრულებული სამუშაოების ღირებულების მითითება სარეკომენდაციო წერილში სავალდებულო არ არის, თუ ეს ინფორმაცია იკითხება მიღება-ჩაბარების აქტში), ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. გარდა ამისა პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს შესრულებული აქვს სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემული სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).
2.2.1.4 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".
2.2.1.5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია შესრულებული სამუშაოების შესახებ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა დგინდებოდეს 2.2.1.1 პუნქტით განსაზღრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას.

2.9 other additional requirements

2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის გაქვითული.
7.1.1.2 საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.1.1.3. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისთვის წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაზარდი ჯამით დღგ-ს გათვალისწინებით. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება;
7.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშ-ფაქტურაზე მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი დადასტურება;
7.2.3. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.2.4. შუალედური ანგარიშსწორება ხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი და შემსყიდველის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის, ფორმა N3-ის და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
7.2.5. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.6. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.7. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. საექსპერტო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტიურად გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების დანართის 13010 კოდით დადგენილი ტარიფისა;
7.2.8. თუ საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის, მიმწოდებელს არ წარმოდგენს დოკუმენტურ დასტურს, რომ ამ ხელშეკრულების 5.6 და 5.7 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია ან, ყველა ხარჯი ანაზღაურებულია, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ხარჯები ასანაზღაურებელი თანხიდან (იხილეთ ხელშეკრულების პროექტი).
7.2.9 დროებითი შენობა-ნაგებობების შესრულების ანაგარიშსწორება მოხდება წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გლოველი, 577152075, gloveli.nino@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
10.1.2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 88 961.66 ლარს.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 10.1.2. პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ობიექტის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.4. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების დანართის 13010 კოდით დადგენილი ტარიფისა;
10.1.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
10.1.6. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული დოკუმენტია ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და შტამპდასმული უნდა იყოს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.1.8. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
10.1.9. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე;
10.2. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
გ) სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru