Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #43034645)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 43034645
Дата публикации: 21-06-2023
Сумма контракта: 59 908


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012986
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.06.2023 17:40
Начало приема предложения 07.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.07.2023 18:00
Предполагаемая цена закупки 59`908.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45213316 - Работы по монтажу переходов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ბათუმის ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ხის საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადება-მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 599.00 GEL
Размер гарантии 599 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 21.06.2023 08:57
  • Последнее исправление: aleksandre bolkvadze :: 21.06.2023 17:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524292&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე (პლაჟზე) ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადება-მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. სამუშაოთა შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში;
1.2.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.3 ხარჯთაღრიცხვის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.4 მიმწოდებელი სამუშაოებს აწარმოებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე;
1.2.1.5 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს;
1.2.1.6 სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება;
1.2.1.7 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
1.2.1.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.9 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრული ანაზღაურება ან/და აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით;

1.2.2. გამოყენებული მასალები.
1.2.2.1 ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალები, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერთიფიკატები სამუშოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე (მათი არსებობის შემთხვევაში);
1.2.2.2 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებულის სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო;

1.2.3 . სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.2.3.1 შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
1.2.3.2 უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
1.2.3.3 მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
1.2.3.4 ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
1.2.3.5 სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

1.2.4. ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე:
მიმწოდებელი ვალლდებულია ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე, ანგარიშსწორების განხორციელებამდე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანო) მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის დანართი N2 წარმოდგენა დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული სანაპიროს ტერიტორია (პლაჟი), კონკრეტულ ტერიტორიას გამარჯვებულს განუსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია;

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 ხე-მასალისა და ლითონის კონსტრუქციების საგარანტიო პერიოდი საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს;
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა (შეკეთება, შეღებვა ან/და შეცვლა ახლით), ისე რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა სრულად ეკისრება მიმწოდებელს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის სამუშაოები, კერძოდ: ხისა და ლითონის მასალისაგან საფეხმავლო ბილიკების დამზდება მოწყობის სამუშაოები ან/და ხისა და ლითონის მასალისაგან დამზადებულ ნაკეთობებზე მუშაობის გამოცდილება საერთო ღირებულებით არანაკლებ 149770,00 ლარის ოდენობით. მათ შორის ხის მასალისაგან დამზადებულ ნაკეთობებზე მუშაობის გამოცდილება უნდა შეადგენდეს 119816,00 ლარს, ხოლო ლითონის ნაკეთობებზე მუშაობის გამოცდილება უნდა შეადგენდეს 29654,00 ლარს.
2.2.1.2. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4.სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის, მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შათანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7. თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2.2. მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება;
7.2.3. ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის, დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის, დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მოწყობილი, 514413030, g.motskobili@boulevard.ge ტექნიკურ საკითხებზე კეთილმოწყობის სამსახურის ინჟინერი მამუკა ვაშაყმაძე 577101615

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N2;

10.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) 2.2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N3-ის მიხედვით და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru