ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული სულიკო
ჟღენტის სახელობის კინო სახლის რეაბილიტაციის და შენობის
მულტიფუნქციურ ცენტრად გადაკეთების სამუშაოებისათვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
ზოგადი კონცეფცია
მულტიფუნქციური ცენტრის დაარსება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსის მქონე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,სულიკო ჟღენტის
სახელობის კინო სახლის შენობაში. (საკადასტრო კოდი:28.01.22.551) არქიტექტურული
ძეგლი მდებარეობს მუცნიციპალიტეტის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე.
მულტიფუნქციურ ცენტრის შექმნის მიზანია კულტურის, მეცნიერების და
განათლების დარგების განვითარების ხელშეწყობა. ძირითადი
მიმართულებებია:
1. გურიის კინონუზეუმი(კინემატოგრაფიული, სახელოვნებო და სხვა სახის
გამოფენების, კონფერენციების და ა.შ ჩატარება).
2. მცირე ზომის კინოდარბაზი,მრავალმხრივი დატვირთვით (კინოსიანსები,
პრეზენტაციები, ტრენინგები და ა.შ).
3. შემეცნებითი საგანმანათლებლო ცენტრი, ტექნოპარკი
ახალგაზრდებისთვის.
4. შენობისა სივრცეების ადაპტირება სპეციალური საჭიროების (შშმ) მქონე
პირებისათვის
ტექნიკური დავალება
1. 100კვმ ფოიე - გურიის კინომუზეუმისათვის საგამოფენო სივრცედ
ადაპტირება.
2. მულტიფუნქციური ცენტრის ადმინისტრაციისათვის 20კვ.მ ოთახის
მოწყობა:
3. სამაგიდო და კომპიუტერული თამაშებისათვის. 35კვ.მ სივრცის მოწყობა
4. სველი წერტილების მოწყობა და შშმ პირებზე ადაპტირება;
5. ახალგაზრდული კაფე-ბარისთვის 40კვ.მ სივრცის მოწყობა;
6. გურიის კინო-მუზეუმისთვის (ექსპონატებისთვის) 35კვ.მ სივრცის
მოწყობა.
7. 100 კვ.მ ფართობზე ახალგაზრდული ტექნო-პარკის მოწყობა
8. 100 კვ.მ სივრცეზე კინოდარბაზის მოწყობა (70 ადგილი);
9. 75კვ.მ არსებული სცენის განახლება;
10. 25კვ.მ სასაწყობე ფართის მოწყობა;
11. 30 კვ.მ სივრცის მოწყობა, ტექნო-პარკის დანადგარებისთვის.
12. გათბობა, ვენტილაცია, კანალიზაცია, დრენაჟი, სახანძრო სისტემა,
წყალმომარაგება ელ სისტემა - მოწყობა.
13. ეზოს კეთილმოწყობა.
საპროექტო დოკუმენტაცია
შენობის გეოლოგიური კვლევა
არსებული შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შეფასების დოკუმენტი
(საძირკვლების ჩათვლით)
არქიტექტურული პროექტი
განმარტებითი ბარათი
აეროფოტო 1:1000
ტოპოგრაფიული გეგმა წითელი ხაზების მითითებით 1:500
არსებული სიტუაციის ფოტოები
შენობის ანაზომი (გეგმები, ფასადები, ჭრილები, დეტალები) 1:100
გენგეგმა 1:500
ეზოს ვერტიკალური დაგეგმარების პროექტი 1:200 ან 1:500
შენობის ფუნქციური ზონირების და ცირკულაციის გეგმები 1:100 ან 1:200
დასაშლელი კედლების გეგმები 1:100
ახალი კედლების გეგმები 1:100
გეგმები სამუშაო ზომებით 1:100
გადახურვის გეგმა 1:100
ჭრილები სამუშაო ზომებით 1:100
ფასადები სამუშაო ზომებით (მასალისა და ფერის ჩვენებით) 1:100
კვანძები და დეტალები სამუშაო ზომებით 1:20, 1:10, 1:5
3D ვიზუალიზაცია (შენობის ეზო და ექსტერიერი ფერებისა და ფაქტურის
ჩვენებით)
კარ-ფანჯრების სპეციფიკაციები.
კინოდარბაზის მოწყობის სპეციფიკაციები
გამოყენებულ მასალათა ჯამური სპეციფიკაციები
ინტერიერის პროექტი
განმარტებითი ბარათი
იატაკის მოპირკეთების გეგმები 1:100
ჭერის მოპირკეთების გეგმები 1:100
გეგმები ავეჯის განლაგების ჩვენებით 1:100
ინტერიერის კედლების განშლები სამუშაო ზომებით (მასალისა და ფერის
ჩვენებით) 1:100 ან 1:50
ინტერიერის დეტალები და კვანძები სამუშაო ზომებით 1:20, 1:10, 1:5
ჩაშენებული ავეჯის დეტალები სამუშაო ზომებით 1:20, 1:10, 1:5
3D ვიზუალიზაცია (ინტერიერი ფერებისა და ფაქტურის ჩვენებით)
ინტერიერის მასალების სპეციფიკაცია
ჩაშენებული ავეჯის სპეციფიკაციები
41 დადგენილებასთან შესაბამისობის პროექტი 1:100
განმარტებითი ბარათი
სართულების დაკავებულობის დატვირთვები (გეგმები და ჭრილები) 1:100
სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და ხანძარქრობის პროექტი (გეგმები და
ჭრილები) 1:100
მისაწვდომობის სქემები 1:100
შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის ანალიზი
საექსპერტო დასკვნა
რესტავრაციის პროექტი
სახელოვნებათმცოდნეო კვლევა
მასალების ქიმიური ანალიზის დასკვნები
განმარტებითი ბარათი რესტავრაციის კონცეფციის და რეკომენდაციების
მითითებით
არსებული შენობის ფოტოფიქსაცია (ფასადები, ინტერიერი, დეტალები)
არსებული შენობის ანაზომი (გეგმები, ფასადები, ჭრილები, დეტალები)
შენობის გეგმები არსებული სიტუაციის და ადაფტაციის ჩვენებით 1:100
ფასადები დაზიანებების ჩვენებით 1:100
ფასადები სარესტავრაციო არეალების ჩვენებით 1:100
ჭრილები დაზიანებების ჩვენებით 1:100
ჭრილები სარესტავრაციო არეალების ჩვენებით 1:100
ისტორიულად მნიშვნელოვანი ელემენტების და დეტალების დამუშავების
სქემები 1:20, 1:10
კონსტრუქციული პროექტი
განმარტებითი ბარათი
შენობის მუშა სამშენებლო ნახაზები (საჭიროების შემთხვევაში)
სპეციფიკაციები და გაანგარიშებები
გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის პროექტი
განმარტებითი ბარათი
გათბობა-გაგრილება და ვენტილაციის ჩვენება გეგმებზე
გათბობა-გაგრილებაის და ვენტილაციის გაყვანილობის სქემების 3D
მოდელი
სპეციფიკაციები
წყლის მოწოდებისა და საკანალიზაციო სისტემის პროექტი
განმარტებითი ბარათი (გათვალისწინებული უნდა იყოს გათბობა-გაგრილების
და ვენტილაციის სისტემების დრენაჟი)
შიდა მილსადენის სისტემის გეგმა (ცივი და ცხელი წყალი, საკანალიზაციო
და
სანიაღვრე სისტემები) ნახაზები, გეგმები, 3D სქემების ჩვენებით
სანიაღვრე სისტემების მოწყობის გეგმები
სახურავიდან წყლის გადაყვანის სისტემების პროექტი
სპეციფიკაციები
ელექტრო მომარაგების პროექტი
განმარტებითი ბარათი (პროექტმა უნდა გაითვალისწინოს შენობის
ისტორიული სივრცეები და კაბელ-კანალები რესტავრატორების
კონსულტაციების საფუძველზე უნდა დაპროექტდეს.)
შენობის ელექტრო დაქსელვის გეგმა 3D სქემების ჩვენებით.
შენობაში სიმძლავრეების განაწილების გეგმა (გათვალისწინებული უნდა
იყოს მომიჯნავე სპეციალობების პროექტები და მათი დატვირთვები)
სპეციფიკაციები
განათების პროექტი
განმარტებითი ბარათი
შენობაში არსებული ფართების განათების განაწილების გეგმა
სპეც. სივრცეებში (კინოდარბაზი ან სხვა) შუქ-ტექნიკური ანგარიშის
ნახაზები 3D სქემების ჩვენებით.
სპეციფიკაციები
გახმოვანების პროექტი
განმარტებითი ბარათი
სპეციფიკაციები (პროექტმა უნდა გაითვალისწინოს კინოდარბაზის
გახმოვანების სპეციფიკა)
სუსტი დენების პროექტი
განმარტებითი ბარათი
IT სისტემების გეგმა
შენობის შიდა და გარე სივრცეების დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების
სისტემის გეგმა
სპეციფიკაციები
მშენებლობის ორგანიზების პროექტი
სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი (ჩაშლილი და დეტალური)
ხარჯთაღრიცხვა
ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის დასკვნა
პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 900 000 (ცხრაასიათასი) ლარს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სავარაუდო ღირებულება
შეადგენს 45 000 ( ორმოცდახუთიათასი) ლარს
პროექტირების დროს აუცილებელია შესწავლილი იქნას, არსებული შენობის
ტექნიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც განხორციელდება შემდგომ
პროექტირება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საავტორო
ზედამხედველობა , პროექტი ავტორმა უნდა შეათანხმოს და წარმოადგინოს
შეთანხმებული ვერსია საქართველოს კულტურულ მემკვიდროების დაცვის
ეროვნულ სააგენტოსთან.
მთავრობის N354 დადგენილება შენობების,შენობების ნაწილების ან შენობების
ელემენტების ენერგო ეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ 19-ე მუხლის შესაბამისად პროექტის წარმოდგენა.
საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში საპროექტო
დოკუმენტაციის მიხედვით, კონსულტაციის გაწევა, საჭიროებისამებრ
საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება სამუშაოების მიმდინარეობის
მთელ პროცესში.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას გავლილი უნდა ჰქონდეს
ექსპერტიზა აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოს მიერ, ექსპერტიზის
დასკვნა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26
სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება
დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მიმწოდებელი
განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს 100 კალენდარული დღით.