რძის პროდუქტების შესყიდვა საბავშვო ბაღებისათვის.
1 არაჟანი "თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს პასტერიზებული,
ნორმალიზებული რძისგან, ქარხნული წესით. ცხიმიანობა 12-15%.
არადამახასიათებელი გემოს
გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური
და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,200-1 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება
უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებულ
მანქანარეფრეჟერატორით(მაცივარი). მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80-85%. სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
" კგ. 150
2 ხაჭო თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს პასტერიზებული,
ნორმალიზებული რძისგან, ქარხნული წესით. ხაჭოს მზა ნაწარმში რძის
შემადგენელი კომპონენტის მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე მეტი. ცხიმიანობა
4-9%. თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს
გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური
და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,200-1 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება
უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებულ
მანქანარეფრეჟერატორით(მაცივარი). მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80-85%.სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს. კგ 150
3 მაწონი თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს პასტერიზებული,
ნორმალიზებული რძისგან, ქარხნული წესით. კოსისტენცია ერთგვაროვანი,
ცხიმის მასური წილი 3,2%. არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა
შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 1-4 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება
უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებულ
მანქანარეფრეჟერატორით(მაცივარი). მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80-85%. სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს. ლიტრი. 1100
4 იოგურთი იოგურთი (არანაკლებ 90გრ.- 110 გრ.) სხვადასხვა ხილის არომატით,
ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში არსებულ სტანდარტებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის
საშიშ და აკრძალულ საკვებ-დანამატებს ემულგატორებისა და
კონსერვანტების სახით. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით
შეფუთვით, შესაბამისი მარკირებით ვარგისიანობის ვადის, შენახვის
პირობების და შემადგენლობის მითითებით. ტრანსპორტირების პირობები
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. კგ 600.
5 კარაქი დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე.
ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული
ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის
შემცველობა არანაკლებ 82%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო
გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,2 კგ-დან 2,0 კგ-მდე შეფუთვაში. დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს
მითითებულის 80%–ზე ნაკლები კგ 422
6 პასტერიზებული რძე ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა: არანაკლებ-3,2%.
დამზადებული ნატურალური (ძროხის) რძისაგან, არ უნდა შეიცავდეს რძის
ცხიმის გარდა სხვა ცხიმებსა და ცილებს (მათ შორის მცენარეულ ცხიმებს), არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,5–დან 2 კგ–მდე შეფუთვაში. დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს
მითითებულის 3/4–ზე ნაკლები (ვარგისიანობის ვადა სამიდან ექვს თვემდე)
ლიტრი. 6600.
7 ყველი დამზადებული ძროხის რძისაგან, პასტერიზებული,
დამახასიათებელი(სასიამოვნო) სუნით და გემოთი, ნაკლებად მარილიანი,
ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, რომელშიც მშრალი ნივთიერების
შემცველობა არაუმცირეს 52%–ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა
არანაკლებ 40%, მარილი 0,5-1,5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა
შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,5–დან 2 კგ–მდე ვაკუუმ შეფუთვაში.დარჩენილი ვადა არ უნდა
იყოს მითითებულის 80%–ზე ნაკლები კგ 230.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური
მახასაითებლები დანართი N2-ის შესაბამისად
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება
ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით და
სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3
აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7
მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის
ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის
სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15
იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
რძის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.