Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42869123)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 42869123
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 361 950


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012739
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 17:58
Начало приема предложения 02.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.07.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 361`950.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45221110 - Строительство мостов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ნაღვარევი-ძაღიანი“ კმ0+300 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 3`620.00 GEL
Размер гарантии 3`620 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 16.06.2023 16:37
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 16.06.2023 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523902&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ნაღვარევი-ძაღიანი“ კმ0+300 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვა მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

1. მოსამზადებელი სამუშაოები;

2. ბურჯების მოწყობა;

3. ბეტონის სარეგულაციო კედლების მოწყობა;

4. ხიდის მალის ნაშენის მონტაჟი;

5. ხიდის სავალი ნაწილის და ლითონის ფენილის მოწყობა.

6. ხიდზე მისასვლელის მოწყობა.


შესყიდვის ობიექტის სამუშაოების ჩამონათვალი და შესყიდვის ობიექტის დეტალური მოცულობები მოცემულია მოცულობების უწყისში, რომელიც ატვირთულია სისტემაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა 120 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ხელშეკრულების გაფორმებიდან. იგი ვალდებულია სამუშაოს დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ნაღვარევი-ძაღიანი“ კმ0+300 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს სამუშაოს საბოლოო მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ინფორმაცია 2019 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში ანალოგიური სახის, კერძოდ: ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ჯამური ღირებულების სამუშაოების შესრულების შესახებ.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების აქტი-ფორმა #2, სადაც გაშიფრული იქნება ანალოგიური სახის გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაოების (ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის) კონკრეტული ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები.
- ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი #2 სახით.

ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტ პირს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ფორმით (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.)თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, შემდეგი მანქანა-მექანიზმები:

1) ექსკავატორი - 1 ერთეული;
2) ავტოთვითმცლელი - 2 ერთეული;
3) ბეტონმრევი მანქანა -2 ერთეული;
4) ავტო ამწე - 1 ერთეული;
5) საგზაო სატკეპნი - 1 ერთეული.
6) ავტოგრეიდერი - 1 ერთეული.
7) ბულდოზერი - 1 ერთეული.

- საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები.
- სარგებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც შესაბამისი ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობების ასლებიც, ამასთან ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობით გამცემის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან/და სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი სარგებლობით გამცემზე, ტრანსპორტის სარგებლობით გადაცემის უფლებით.
- სარგებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2023 წლის 30 დეკემბრისა.

- ინფორმაცია მანქანა-მექანიზმების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი #4-ის სახით.

(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1) პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ჰყავდეს საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2023 წლის 30 დეკემბრისა), რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2023 წლი 30 დეკემბრისა. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები- ფორმა #2 და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
- დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული).

2) პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ყავდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 1 (ერთი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
- პრეტენდენტმა, წარმოადგინოს უნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ თანახმად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- ასევე, წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2023 წლის 30 დეკემბრისა, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს.
- შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 30 დეკემბრისა.


(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

წარმოდგენილი იქნას 4 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი. თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს. მიმწოდებელი ვალდებულია პირველ ეტაპზე შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-სა, მე-2 ეტაპზე არანაკლებ - 15%-სა, ხოლო მე-3 ეტაპზე - არანაკლებ 25%-სა, ხოლო მე-4 ეტაპზე დარჩენილი 50%. წარმოდგენილი იქნას მოთხოვნის შესაბამისი გეგმა-გრაფიკი, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტულ ეტაპში განსაზღვრული დღეების რაოდენობა და ცალკეულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს ფასების ცხრილში დაფიქსირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების შესაბამისი თანხა დღგ-ს ჩათვლით გამოირიცხება ხარჯთაღრიცხვის ღირებულებიდან). მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის ხელშეკრულებას.

- გეგმა-გრაფიკი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

- მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

• ქვეკონტრაქტორი არ უნდა რეგისტრირდებოდეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ქვეკონტრაქტორის ქონებაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში,
• შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 1%-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება -ჩაბარებიდან 3 წელი).

- მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.

ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
• შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება.
• ქვეკონტრაქტის პროექტის ასლი.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

5. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);

8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.
ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.


(2.9 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

- ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.

3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.

3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru