Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #42869119)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 42869119
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 97 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012743
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 18:06
Начало приема предложения 27.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 30.06.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 97`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მეჩეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 970 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 15.06.2023 18:23
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 16.06.2023 18:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523731&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მეჩეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
 პრეამბულა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის მეჩეთს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 მარტის N3/86 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მეჩეთი აშენებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში. იგი მდებარეობს სოფლის განაშენიანებაში. აღმოსავლეთის მხრიდან ემიჯნება სამოსახლო ტერიტორიას, ადრე პერიოდში მეჩეთს გარშემოსავლელი გააჩნდა, ხოლო მიმდინარე ეტაპზე მოსახლის ეზოს ღობეა მიდგმული. გადმოცემის მიხედვით, ადიგენელ მუსლიმებს, რომლებიც მექაში იყვნენ მოსალოცად, უკან დაბრუნებულებმა, სოფელში საშუალო ზომის ქვებით მეჩეთი ააგეს.
შესასვლელი კარი მოწყობილია ჩრდილოეთიდან, რომელიც მიწის მიმართ მაღლაა განთავსებული. შესასვლელის თავზე არაბულწარწერიანი ქვაა წყობაში ჩასმული. შენობის სადა კედლები ორ რიგად დაწყობილი ღიობებით არის დანაწევრებული. ქვედა ღიობები განიერი და თაღოვანია, ხოლო ზედა რეგისტრში მცირე ზომის თაღოვანი სარკმლებია.
შენობის ინტერიერში ოთხი სვეტი ამაგრებს ხის ჭერს. ჭერი და ოთხივე სვეტი გაფორმებულია ორნამენტებით. სამხრეთ კედლის შუაში მდებარეობს მლოცველთათვის განკუთვნილი ნიშა - მიჰრაბი. ინტერიერის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მინბარი მოშლილია, რომლის კვალი შეიმჩნევა კედლის ნალესობაზე. მეჩეთის იატაკი ხისაა. ჭერის ცენტრალური ნაწილი გუმბათის საკმაოდ დიდი სფეროთია ხაზგასმული, ხოლო სამხრეთით, მიჰრაბის წინ - მცირე ზომის გუმბათის სფეროა მოცემული. ცენტრალური გუმბათი ეყრდობა ხის სვეტებს. სვეტების კაპიტელები და ძირები დეკორატიულად არის გაფორმებული. გუმბათი მოხატულია ორნამენტებითა და წარწერებით. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია ხის ხვეული კიბე, რომლითაც შესაძლებელია ასვლა ანტრესოლზე. ანტრესოლის მოაჯირი გაფორმებულია ორნამენტით, იატაკი და კონსტრუქცია ხისაა. შენობა გადახურულია თუნუქის ოთხფერდა სახურავით, რომლის ცენტრში გუმბათია ამოყვანილი.
მეჩეთში შესასვლელი კიბე დაშლილია. ფასადისა და ინტერიერის მხრიდან აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე ბზარებია, ყველა ბზარი განვითარებულია კედლების ზედა ნაწილში, განსაკუთრებით ღიობების თავზე. ღიობების თაღების ქვები დაძრულია, რამდენიმე ჩამოწეულია. ინტერიერში კედლების ნალესობა დაზიანებულია. დაზიანებულია ან დაკარგულია სარკმლების ხის ჩარჩოები, სახურავის თუნუქის ბურული. ასევე დაზიანებები აქვს კარნიზს - დაშლილია ხის ელემენტები. გამოსაკვლევია სხვენში ხის კონსტრუქციის მდგომარეობა.

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.
 მიზანი და ძირითადი პირობები
ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მისი არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ გადაწყვეტას.
საპროქტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები და შესაბამისად შესრულდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. საპროექტო დოკუმენტაციამ უნდა მოიცვას არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
შენობის სახურავის, სხვენის, ჭერის ხის დეკორატიულ-მხატვრული ელემენტების მდგომარეობის შესწავლის, აზომვის, ანალიზისა და ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვისთვის, მიზანშეწონილია ხარაჩოების მოწყობა.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
ძეგლზე ფიზიკური ჩარევები უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვით;
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2007 წ. 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
გაწმენდითი (მიწის მოხსნა) სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური ზედამხედველობით;
გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების განხორციელების პროცესში შენობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით;
შენობის ფიქსაციის, მათ შორის კონსტრუქციული მდგომარეობის, ასევე ჭერისა და სხვა დეკორატიული ხის ელემენტების, გუმბათის მხატვრობის ადგილზე კვლევისთვის, საჭირო იქნება ხარაჩოების მოწყობა.
განხორციელებული კვლევების დასკვნა-რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია და საჭირო ჩარევები, პირველ ეტაპზე შეთანხმდეს შემსყიდველთან;
შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიმართ;
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით);
გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვით.


სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკური დავალების შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს 50 000 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე ყველა პირის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ხელოვნებათმცოდნე, კედლის მხატვრობის რესტავრატორი, ხის ნაკეთობების რესტავრატორი, სამშენებლო მასალების ტექნოლოგი.
არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ხელოვნებათმცოდნეს, კედლის მხატვრობის რესტავრატორს, ხის ნაკეთობების რესტავრატორს და სამშენებლო მასალების ტექნოლოგს, 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება და გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ, პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართი შესაბამისად).

დანართის შესაბამისად, დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ.


შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას 2023 წლის 01 დეკემბრამდე, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის 100%-ზე საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ის ანგარიშსწორება მოხდება სრული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და შუალედური მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

2. დარჩენილი 50%-ის ანგარიშსწორება განხორციელდება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერ მიიღებს ექსპერტიზის დადებით შეფასებას ან ექსპერტიზის მიერ პროექტი შეფასდა შენიშვნებით და მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს პროექტის ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრას, იგი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველის ანგარიშზე დააბრუნოს პურველი პუნქტით განსაზღვრული, პირველ ეტაპზე გადახდილი ხელშეკრულების ღირებულების 50%.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა;
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru