Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части (Грузия - Тендер #42869108)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Akhaltsikhe Municipality City Hall
Номер конкурса: 42869108
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 272 154


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012751
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 19:32
Начало приема предложения 25.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.06.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 272`154.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 43200000-Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Коды классификатора
  • 43200000 - Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
  • 43262000 - Экскаваторное оборудование
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენის უზრუნველყოფა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`250.00 GEL
Размер гарантии 2`722 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eteri kapanadze :: 15.06.2023 15:58
  • Последнее исправление: eteri kapanadze :: 16.06.2023 19:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523707&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენის უზრუნველყოფა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ექსკავატორ-დამტვირთველი უნდა იყოს ახალი ექსპლოატაციაში არ მყოფი, გადაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება მიმწოდებელს.


ექსკავატორ-დამტვირთველი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი მახასიათებლების შესაბამისი.

1. წარმოების წელი არანაკლებ - 2022 წ.
2. მგდომარეობა ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში
3. საწვავის ტიპი - დიზელი
4. თვლის ფორმულა - 4x4x2 ოთხივე წამყვანი თვლით და წინა ორი თვლით მოხვევა/მანევრირების ფუნქციით;
5. სიჩქარის გადაცემათა რაოდენობა - არანაკლებ 4 წინ და არანაკლებ 4 უკან;
6. მაქსიმალური სიჩქარე - არანაკლებ 36 კმ/სთ;
7. მოხვევის რადიუსი (საბურავებით, მუხრუჭის გარეშე)- არაუმეტეს 8300 მმ;
8. მოხვევის რადიუსი -(საბურავებით, მუხრუჭის დახმარებით) - არაუმეტეს 7300 მმ;
9. მოხვევის რადიუსი (წინა ციცხვის გათვალისწინებით, მუხრუჭის გარეშე) - არაუმეტეს 11000 მმ;
10. მოხვევის რადიუსი (წინა ციცხვის გათვალისწინებით, მუხრუჭის დახმარებით) - არაუმეტეს 10000 მმ;
11. საბურავის დისკის ზომა - წინ არანაკლებ 18 დუიმი, უკან არანაკლებ 26 დუიმი;
12 საექსპლოატაციო მასა - 8100 კგ–დან 8500 კგ–მდე;
13 დამტვირთველი ციცხვის მოცულობა - არანაკლებ 1 კუბ.მ. (4-1 მრავალფუნქციური);
14 გაბარიტული სატრანსპორტო ზომები - არაუმეტეს 5900 მმ/ 2410 მმ / 3900 მმ;
15 დამტვირთველი ციცხვის აწევის სიმაღლე - არანაკლებ 3400 მმ;
16 წინა ციცხვის მაქსიმალური ტვირთამწეობა (მრავალფუნქციური ციცხვით) - არანაკლებ 3200 კგ;
17 ექსკავატორის ციცხვის ჩაწვდომის სიღრმე - არანაკლებ 5690 მმ;
18 უკანა ციცხვის ჰორიზონტალურად გაწვდომის სიგრძე - არანაკლებ 6200 მმ;
19 უკანა ციცხვის სამუშაო სიმაღლე - არანაკლებ 6250 მმ;
20 უკანა ციცხვის მოხრის კუთხე - არანაკლებ 200°;
21 ექსკავატორის ციცხვის მოთხრის ძალა - არანაკლებ 47 KN;
22 ციცხვების რაოდენობა "2 ერთეული ციცხვი,
პირველი: არანაკლებ 550 მმ და არაუმეტეს 650 მმ,
მეორე: არანაკლებ 350 მმ და არაუმეტეს 460 მმ"
23 ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 91 ცხენის ძალა
24 ძრავის მოცულობა - არანაკლებ 4.4 ლ
25 ძრავის ემისიის სტანდარტი - არანაკლებ Tier 2
26 ჰიდრავლიკის წარმადობა - არანაკლებ 130 ლ/წ
27 ჰიდრავლიკის მაქსიმალური წნევა - არანაკლებ 200 ბარი
28 კლირენსი (სტაბილიზატორის ფეხების) - არანაკლებ 330 მმ
29 გარანტია 1 წელი სამუშაო საათების შეუზღუდავად
30 ექსკავატორის ისრის დაგრძელება ტელესკოპური სისტემით
31 ძრავის ლოკაცია ძრავი განთავსებული უნდა იყოს კაბინის წინა მხარეს
32 კონდეციონერი და გათბობის სისტემა - კი
33 ჰიდრავლიკური გაყვანილობა დამატებითი მოწყობილობისთვის -კი
34 GPS სისტემა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს არანაკლებ ტექნიკის ადგილმდებარეობისა და ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შემსყიდველისთვის, არანაკლებ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უფასოდ -კი
35 ფრონტალური ციცხვის დამარბილებელი/ სტაბილიზაციის სისტემა - კი

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ექსკავატორ-დამტვირთველის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ექსკავატორ-დამტვირთველის მიწოდება უნდა მოხდეს ქ.ახალციხის ტერიტორიაზე (შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე).

1.7.1 requirement related to guarantee period

ა)ექსკავატორ-დამტვირთველის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი, ულიმიტო (მოტო) სამუშაო საათებით. საგარანტიო მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ქარხნული გარანტიის პირობების შესაბამისად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრო მცველები და ა. შ. )
ბ) (ა) ქვეპუნქტით მოთხოვნილი საგარანტიო ვადის ათვლა მოხდება საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
გ)საგარანტიო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით.
დ) ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის ან მოწვეული ექსპერტ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა, საკუთარი სახსრებით, მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საგარანტიო მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 25 კალენდარულ დღეში.
ე) საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
ვ) წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის ან/და შენახვის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.
ზ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს (საკუთრებაში ან სარგებლობაში) შესაბამისი ტექნიკის საგარანტიო სერვისის განხორციელებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვის ცენტრი. ასევე, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მობილური სერვის ჯგუფი

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და ბრენდი (მარკა), ასევე მოდელი (მოდელის არ არსებობის შემთხვევაში მიუთითოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე).

შენიშვნა: დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებ (მოდელის არ არსებობის შემთხვევაში მიუთითოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

- პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

-პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ექსკავატორ-დამტვირთველს უნდა გააჩნდეს ISO 3471 (ROPS) და ISO 3449 (FOPS) სერტიფიკატები; აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ ექსკავატორ-დამტვირთველზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებულ საქონელს გააჩნია ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, ხოლო მოწოდებულ პროდუქტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სათანადო ფირნიში.

„შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.“

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი ნებისმიერი პრეტენდენტი/მიმწოდებელი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

გამარჯვებული პრეტენდენტი შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას ვალდებულია ჩაატაროს, სწორი ექსპლოატაციის ინსტრუქტაჟი, შემსყიდველის ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტს სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ჩათვლით.

6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

6.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6,4,5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.4.7. პრეტენდენტის მიერ გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1.მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ერთ ეტაპად, მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საქონლის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (გაცემული დასკვნა უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან), (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას). (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს პრეტენდენტმა საკუთარი ხარჯებით);

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერი კაპანაძე, 591449610, eetkapanadze@hotmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. სატენდერო დოკუმენტაციის დანართები უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
5. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
6. დანართების N1-ის წარმოუდგენლობა ან/ და განუფასებლად წარმოდგენა და დანართის N2-ის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ტენდერის დასრულების დღეს მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
9. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru