Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #42828785)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 42828785
Дата публикации: 15-06-2023
Сумма контракта: 585 296


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001330
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.06.2023 14:28
Начало приема предложения 12.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 585`296.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18100000 - Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
  • 18110000 - Одежда для профессионального использования
  • 18114000 - Рабочая спецовка
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სპეცტანსაცმლის შესყიდვა
Procurement of special overalls for JSC ,,Georgian State Electrosystem"

Procurement type: Electronic Tender (SPA)
Procurement proceeding status: Tender announced;
Procuring entities: JSC "Georgian State Electric System"
Procurement announcment date 15.06.2023
Bids accepted from 12.07.2023 00:00
Deadline for bid submission 17.07.2023 12:00
Financing 2023 Funds (year)
Estimated value of procurement 585296.00 GEL
Bid must be submitted Excluding VAT
Classifier (CPV) code
• 18100000 - Occupational clothing, special workwear and accessories
Classifier (CPV) code and specific procurement object
• 18100000 - Occupational clothing, special workwear and accessories
• 18110000 - Occupational clothing
• 18114000 - Coveralls
Amount or Volume of Procurements Given in Tender documentation
Supply Period Given in Tender documentation
Bid reduction step 5000.00 GEL
Guarantee amount 5853 GEL
Guarantee validity period 160 Day
Financing 100% own revenues

Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 5`853 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 31.05.2023 16:58
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 15.06.2023 14:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=521680&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეცტანსაცმლის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მიმაგრებულ დოკუმენტებზე "სპეცტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაცია","ლოგოს ესკიზი" და "სპეტანსაცმლის ზომები", რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4 საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90(ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20(ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველს ფასების ცხრილის ყველა პოზიციის მიხედვით მოაწოდოს თითო ცალი საქონელი „სპეცტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაციის“ ცხრილის მე-3 სვეტის მიხედვით.
1.4.1.1 მოწოდებულ საქონელზე აღმოჩენილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარვეზის შემთხვევაში, ,,შემსყიდველი" უფლებამოსილია 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნოს მიმწოდებელს საქონელი და მოსთხოვოს წუნის/ხარვეზის აღმოფხვრა.
1.4.1.2.,,მიმწოდებელი" ვალდებულია შემსყიდველის შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს მითითებული ხარვეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში თუ საკვლევ ობიექტს აღმოაჩნდება განმეორებით ხარვეზი ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს მისი აღმოფხვრისთვის დამატებით, მხოლოდ ერთხელ განესაზღვრება 5(ხუთი) სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.#29, სსე-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

* საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

ა. არარეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DAP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;
ბ. რეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DDP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინდადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ:

საქონლის(ფასების ცხრილის ყველა პოზიციაზე) საგარანტიო ვადაა 1(ერთი) წელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას.
წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის (ფასების ცხრილის ყველა პოზიციაზე) საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 1(ერთი) წელზე ნაკლები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(!)

"პრეტენდენტს" 2019 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი ხელშეკრულება ან ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელშეკრულებები ჯამური ღირებულებით არანაკლებ 300000 ლარის ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეცტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის ან/და სპეცფეხსაცმლის ან/და უნიფორმის) მიწოდების/შესრულების გამოცდილება.

აღნიშნულის დასტურად, "პრეტენდენტმა" სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც დადასტურდება ზემოაღნიშნული გამოცდილება.

*უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. "მიმწოდებელმა" საქონლის მოწოდებისას (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 ველით წარმოსადგენი საქონლისა) უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის/ლაბორატორიიის დადებითი დასკვნა ("სპეცტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაცია"-ს ცხრილში მითითებულ მოთხოვნებზე, გარდა მე-9, მე-10 და მე-11 პოზიციებისა), რომელიც გაცემული იქნება სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს მიერ (A-ტიპის ინსპექტირების ორგანო) ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ -ს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი ან საერთაშორისოდ აღიარებული საექსპერტო ორგანიზაციებიდან თუ ლაბორატორიებიდან, კერძოდ: SGS Group ან/და Bureau Veritas ან/და Intertek Group ან/და EKOTEKS ან/და TÜV ან/და KEMA Laboratories.

საქონლის სრული რაოდენობის დამზადების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობით შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ, რის შემდგომაც შემსყიდველის წარმომადგენელი ლაბორატორიულ შემოწმებაზე გასაგზავნად „სპეცტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაცია“-სთან (გარდა მე-9 (საწვიმარი კოსტიუმი), მე-10 (საწვიმარი ლაბადა) და მე-11 (სპეც.კომბინიზონი ზეთმედეგი) პოზიციებისა) შესაბამისობის დადგენის მიზნით ახორციელებს თავისუფალი შერჩევითობის პრინციპით შეხედულებისამებრ აღნიშნული ცხრილიდან თითო ცალი საქონლის შერჩევას.

მიმწოდებელი ვალდებულია, საექსპერტო ორგანიზაციაში/ლაბორატორიაში კვლევის დაწყებამდე შემსყიდველის მიერ შერჩეული თითო ცალი საქონელი წარადგინოს ნიშანდებულ (შემსყიდველის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილი და თარიღის მითითებით) და შემსყიდველის მიერ დალუქულ მდგომარეობაში. აღნიშნულს უნდა ადასტურებდეს საექსპერტო ორგანიზაცია/ლაბორატორია თავის საექსპერტო დასკვნაში.


საექსპერტო ორგანიზაციის/ლაბორატორიის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ/შემოწმებულ საქონელთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი საქონელი დალუქულ მდგომარეობაში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული საქონლის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).

*ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალის/დედანის უცხო ენაზე წარმოდგენისას, მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).



2."მიმწოდებელმა" საქონლის მოწოდებისას უნდა წარმოადგინოს „სპეცტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაციის“ ცხრილის მე-9 (საწვიმარი კოსტიუმი), მე-10 (საწვიმარი ლაბადა) და მე-11 (სპეც.კომბინიზონი ზეთმედეგი) პოზიციებზე საქონლის საპასპორტო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებს.

*დოკუმენტების უცხო ენაზე წარმოდგენისას, მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)

2.9 other additional requirements

(!)

"პრეტენდენტის" მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი(ატვირთული) უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ სპეცტანსაცმლის ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით.
6.4.3.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად.
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან მისი რომელიმე პოზიციის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

6.სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი;

7.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

8. სატენდერო წინადადების ერთეულის და საერთო ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

9.პრეტენდენტები ვალდებულები არიან, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru