Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #42828743)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 42828743
Дата публикации: 15-06-2023
Сумма контракта: 1 004 795


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012639
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.06.2023 17:26
Начало приема предложения 01.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 06.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 1`004`795.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112710 - Ландшафтные работы в зеленых зонах
Срок подачи ეტაპობრივად, ტექნიკური დავალების გადაცემიდან 2 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 2023 წლის 20 დეკემბრისა
Дополнительная информация
ქ. თბილისში ისნის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისა (მოცულობითი) და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`019.00 GEL
Размер гарантии 10`048 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bulashvili :: 15.06.2023 11:18
  • Последнее исправление: vazha adamia :: 15.06.2023 17:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523627&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში ისნის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისა (მოცულობითი) და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში:
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას. სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო.
2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
3. დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები ძირითადად თანხვედრაშია ხარჯთაღრიცხვაში ასახულ მოცულობებთან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
4. პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
5. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი. მიმწოდებელს წერილობით ეცნობება კონკრეტული ობიექტის მისამართი და შესასრულებელი სამუშაოების ვადა.
6. შემსყიდველი უფლებამოსილია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და სქემატურ ნახაზებში და/ან პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დავალებით გადაცემული სამუშაოების დასრულება დადგენილ ვადებში. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყონებლივ.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
9. მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ერთდროულად აწარმოოს არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო პროცესებიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
11. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა N2-ში;
12. ფილების, ბორდიურების, ატრაქციონების, კაუჩუკისა და სხვა დეტალების მასალის, ფერის და დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან;
13. შემოთავაზებულ საბვშვო ატრაქციონები უნდა იყოს ქარხნული წარმოების. უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისისის დამადასასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ანდა ემთხვეოდეს კოდურ მაჩვენებელს.(ფერი და მასალა წინასწარ დამკვეთთან შეთანხმებით.)
14. ხის ელემენტები შესრულებული უნდა იყოს ევროპული ნორმატივის და ტექნოლოგიის დაცვით, არ უნდა იყოს გამოყენებული მავნე თუ ტოქსიკური ნივთიერებები. ატრაქციონის ძირითად კონსტრუქციაში გამოყენებუილი იქნას თერმო მოდიფიცირებული ხე, ფინური ტექნოლოგიით ქარხნულ პირობებში. ხის ელემენტების შესაღებად გამოყენებული იყოს საღებავები მაღალ ხარისხიანი ევროპული სერტიფიცირებით, ხოლო ატრაქციონი აწყობილი ISO სტანდარტებით ევროპული ხარისხის ყველა ნორმატივის შესაბამისობაში. წარმოდგენილი იქნას გაცემული გარანტია (სერტიფიკატი) თერმო მოდიფიცირებული ხის დეტალებზე 10 წლიანი ვადით.
15. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება რომ სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმების დაცვით და დასრულებული შესყიდვის ობიექტი არ არის საფრთხის შემცველი. კონსოლური სანათების ნიმუში წარმოდგენილი იქნას შპს "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების სამსახურთან შეთანხმებით. მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
16. სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც. ტანსაცმელით და ჩაფხუტებით.
17. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
18. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
19 .სამუშაოების შესასრულებლად „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური’’ ატრაქციონების საჭირო ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ტექნიკური დავალების გადაცემიდან 2 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 2023 წლის 20 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ისნის რაიონის ტერიტორია, კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან- 2 (ორი) წელი:
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური (სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები) სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/სხვა რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო.
შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ის ფორმაში მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის განცხადების SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი, ზ/აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა არ არის აუცილებელი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
2.სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე-საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (10) პროცენტის ოდენობით. დანართი N3–ის მიხედვით.
6.1.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.1.3. მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში
6.1.4.მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N3) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარებში, ქალაქ თბილისის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge სატენდერო კომისიის აპარატის წევრი ვაჟა ადამია 577 15 86 34,
ტექნიკურ საკითხებზე დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ვალერი ჩოჩია 551 84 41 41

additional information/document

10.1 additional information/documents

1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
4. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
5. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
8. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით;
2. ინფორმაცია 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ-დანართი N2-ის მიხედვით.

იხ. საბანკო გარანტიის ფორმა დანართი N3.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru