Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #42791036)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 42791036
Дата публикации: 14-06-2023
Сумма контракта: 151 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012538
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.06.2023 16:00
Начало приема предложения 23.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 26.06.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 151`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრისა.
Дополнительная информация
აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის 6 ერთეული ხიდის მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 1`515.00 GEL
Размер гарантии 1`515 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 14.06.2023 13:34
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 14.06.2023 16:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523523&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის 6 ერთეული ხიდის მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის 6 ერთეული ხიდის მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, მათ შორის:

ა. ს/გზა ,,ჩაის ფაბრიკის ბინები- მე-4 ბრიგადა“კმ0+050-ზე სახიდე გადასასვლელის (ლითონის კიდული ხიდი) რეაბილიტაცია ზომით 39,40*3,45მ.

ბ. ს/გზა ,,აჭარისწყალი-კირნათი“ კმ0+060-ზე სახიდე გადასასვლელის (ლითონის 2
მალიანი) რეაბილიტაცია ზომით 68,70*8,10მ.

გ. ს/გზა ,,ზვარე-ვაიო“ კმ0+010-ზე რკინაბეტონის ახალი ხიდის (სავარუდო ზომით - 90X6 მ)

მშენებლობა, (არსებული ხიდის გაბარიტული ზომები (89,20*3,75მ);

დ. ს/გზა ,,მახუნცეთი-უჩხითი“ კმ0+030-ზე რკინაბეტონის ახალი ხიდის (სავარუდო ზომით - 68X6 მ)

მშენებლობა (არსებული ხიდის გაბარიტული ზომები 67,60*4,75 მ.)

ე. ს/გზა ,,ხიჭაური-ნაღვარევი“ კმ17+800-ზე (მდინარე გიდელაზე) სახიდე გადასასვლელის
(ლითონის 2 მალიანი) ზომით 67,45*4,2 და შემოვლითი გზის სიგრძით 0,5 კმ რეაბილიტაცია

ვ. ს/გზა ,,სხალთა-ყინჩაური“ კმ0+300-ზე სახიდე გადასასვლელის გაბარიტული ზომებით 67,40*3,57 მ რეაბილიტაცია.

2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 151 500.00 ლარს.

3.მომსახურების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრისა.

4. საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ მე-2 დანართის 9.13. პუნქტით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა, რომელიც შეთანხმებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
5. ხიდებზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა.
6. მიმწოდებელი ვალდებულია აუცილებლობის შემთხვევაში საკვლევაძიებო და საპროექტო სამუშაოების შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტების საჭირო წინასწარი შეთანხმებები.

7. საჭიროებიდან გამომდინარე დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადაში, ასევესაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებიდან 3 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს ხარჯთაღრიცხვის გადაფასება, მოთხოვნის მომენტისათვის არსებული სამუშაოების კვარტალური ფასებით ან/და საჭიროების შემთხვევაში საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება (პროექტის შესაბამისი ექსპერტიზით).

8) მომსახურების ტექნიკური დავალება - ატვირთულია დანართი N2-ის სახით, რომელიც დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

9) ხიდების კვლევის დეტალური მასალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1uxRsro1HTOUbeGG0nSYlbNIoRFQ4sc4N/view?usp=drive_link

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტი. 6 ერთეული ხიდის მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის „წინადადების მიღება დაწყებულია“ მინიჭების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მომსახურების არანაკლებ 200 000 (ორასიათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება.
წარმოდგენილი იქნას ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებების და ამ მომსახურების დასრულების/შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტების ან სხვა დოკუმენტების) ასლები, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის მომსახურების იდენტიფიცირება.

ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი N3-ის სახით.
ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1) პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი.

2) პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სპეციალისტების ბიოგრაფიულ მონაცემებს, ინფორმაციას მათი განათლებისა, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.

3) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლები. ასევე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (დიპლომის) ასლები.

4)დანართი N4-ის შესაბამისად წარმოდგენილი პერსონალიდან არანაკლებ 2 (ორი) პერსონალს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება, რაზედაც წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (დიპლომის) ასლები.

5) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.

6) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


7) დოკუმენტ(ებ)ის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.


(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);


7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);

8) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს
ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "


9) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N7-ის შესაბამისად.

ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

(2.9 პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების ძირითად დანახარჯებს წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი ანაზღაურება, ხოლო მატერიალური დანახარჯების წილი უმნიშვნელოა, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1.ანგარიშწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ხელშეკრულების ფარგლებში როგორც შუალედური (თითოეული ხიდის საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის თანმხლები ექსპერტიზით წარმოდგენის შემთხვევაში), ასევე სრული ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე4 პუნქტის შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შემსყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ.
3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიღებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით შემსყიდველისთვის წარდგენილი ხელშეკრულების დანართის - N1 (ფასების ცხრილი) მომსახურების ღირებულების შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის (პროცენტის) შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია მომსახურების აუთვისებელი მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
5. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.
შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88.

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru