Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #42700905)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 42700905
Дата публикации: 12-06-2023
Сумма контракта: 2 844 573


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012396
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.06.2023 21:55
Начало приема предложения 02.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 2`844`573.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში
Дополнительная информация
2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ მარნის ყოფილი კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია III ეტაპი
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 28`500.00 GEL
Размер гарантии 28`446 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 11.06.2023 14:33
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 12.06.2023 21:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523097&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ მარნის ყოფილი კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია III ეტაპი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

 პრეამბულა

სატენდერო ობიექტი - აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარნის ყოფილი კულტურის სახლის შენობა; მესაკუთრე - აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
შენობა აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, სოფელ მარნის აღმოსავლეთ განაპირას, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. შენობა ორგანულად არის ჩაწერილი მდინარის პირის ლანდშაფტურ გარემოში. თავისი სტრუქტურით იგი სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ეტაპის ამსახველია. დაბალ ცოკოლზე შემომდგარი ერთსართულიანი შენობა მოცულობითა და დეკორით შემკული ფასადებით, მკაფიო აქცენტს ქმნის და განსაზღვრავს სოფლის მიკროუბნის განაშენიანების ხასიათს. ნაგებობის ირგვლივ მრავალწლოვანი მცენარეულობით მოცული ვრცელი ეზოა, მთავარი სამხრეთი ფასადის წინ მისასვლელი გზით და აუზით შუაში.
2016 წლის 28 ოქტომბერს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. შემორჩენილია თავდაპირველი - მე-19 საუკუნის და გვიანდელი - 1990-იან წლებში რესტავრირებული ფენები. დარბაზის ინტერიერში, ჩრდილოეთ მხარეს განთავსებული სცენის კედლებზე ყველაზე უკეთ ჩანს შენობის სამშენებლო მასალა-აგური. წითელი ფერის აგურის ფილებითა და ნაცრისფერი ფერის დუღაბით ამოყვანილი კედლების სტრუქტურა ასევე ჩანს დარბაზის ცენტრალურ სივრცეში, განსაკუთრებით კედლების ქვედა ნაწილებში.
შენობის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განხორციელდა: დაშლითი და გაწმენდითი სამუშაოები (სახურავის, გადახურვის კონსტრუქციების, იატაკის, ტიხრების, გვიანდელი მიშენებული შენობა, ეზოში არსებული საპირპარეშო და სხვა); საძირკველის გამაგრების სამუშაოები; სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ფლიგელის მიშენების სამუშაოები; მზიდი კედლების გამაგრება; სახურავის მოწყობის, შიდა გარე და სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია: საქვაბის, საქლორატოროს, სატუმბო სადგურის, სამარაგო რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის, სასმელი წყლის ჭაბურღილის, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის, სახანძრო გარე ქსელის, დიზელ-გენერატორის, ელ.მომარაგება, გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის (ტექნოლოგიური აღჭურვა), გარე განათების მოწყობა.

 ჩასატარებელი სამუშაოები

ფასადების რეაბილიტაცია, შიდა სარემონტო სამუშაოები;
შენობის მხატვრობის, დეკორატიული ორნამენტების და სხვა ღირებული ელემენტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები;
ტექნიკური აღჭურვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 ძირითადი პირობები

ტენდერი ითვალისწინებს აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელი მარნის ყოფილი კულტურის სახლის შენობის III ეტაპის რეაბილიტაციას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
ძეგლზე სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.


 ნორმატიული დოკუმენტები

მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს, ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და განადგურება.

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის ალბომის სახით - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.

შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.

 სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

 შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში.

 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, 5 (ხუთი) წლის ვადით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ მარნის ყოფილი კულტურის სახლი

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 1 000 000 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.
გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი, ქვითხურო, კირითხურო, მხატვარ-რესტავრატორი, სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.

დასაქმებულ პერსონალზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
არქიტექტორ-რესტავრატორზე, ინჟინერ-მშენებელზე, კირითხუროზე, ქვითხუროზე, მხატვარ-რესტავრატორზე - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, კერძოდ, 2016 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ, პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ), პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სერთიფიკატის სახით.

დანართის შესაბამისად, დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით (იხ. დანართი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).
საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს, 2023 წლის განმავლობაში 700 000 ლარის არაუმეტეს 30%-ის, ხოლო 2024 წლის განმავლობაში 2,144,573.00 ლარის არაუმეტეს 30%-ის, საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს 700,000.00 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტის მიწოდებას 2023 წლის 01 დეკემბრამდე, ვალდებულია წარმოადგინოს 700 000 ლარის ღირებულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის 100%-ზე საავანსო საბანკო

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru