Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42700904)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Awaris wylis aliansi
Номер конкурса: 42700904
Дата публикации: 12-06-2023
Сумма контракта: 6 750 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012295
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.06.2023 11:26
Начало приема предложения 28.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.07.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 6`750`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45231300 - Строительство длинных водопроводов и канализаций
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 27`000.00 GEL
Размер гарантии 67`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: roin diasamidze :: 09.06.2023 16:30
  • Последнее исправление: roin diasamidze :: 12.06.2023 11:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523010&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

სამუშაოების წარმოების პროცესში, მიმწოდებლის მიერ, ტექნიკური დავალების ნაწილის - ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური თემატიკის საკითხების განხილვა-შეთანხმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ, სამშენებლო სამუშაოების კონტროლზე განსაზღვრულ ინჟინერთან.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამენებლო სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით. ამისათვის, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N2-ს - თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

შენიშვნა:
1. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
2. დანართი N2 ატვირთული არის წინამდებარე პუნქტში 1.2.
3. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ, საჭიროებისამებრ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
ა) ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად საჭირო, საკადასტრო აზომვით ნახაზს, შენობა-ნაგებობ(ებ)ის დატანით;
ბ) ფარული სამუშაოების აქტებს;
გ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
დ) სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
ე) სერთიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ვ) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს (ე.წ. ფორმა N2);
ზ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალს;
თ) შესრულებული სამუშაოების საბოლოო ტოპო-გეოდეზიურ ანაზომს;
ი) მიღება-ჩაბარების კომისიის წევრებთან შეჯერებულ დეფექტების აქტს;
კ) მშენებლობის ნებართვას;
ლ) საშემსრულებლო ნახაზებს;
4. შემსყიდველს უკვე შეძენილი აქვს რკინის მილები დიამეტრით: 168.3*6 - 3612 გრძივი მეტრი და 159*4.5 - 5640 გრძივი მეტრი. აღნიშნული მილები დასაწყობებული არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს ტერიტორიაზე. შემსყიდველი ნაწილობრივ უზრუნველყოფს მიმწოდებელს სასმელი წყლის მილებით იმ შემთხვევაში თუ პროექტით მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული მილების გამოყენება მაგისტრალებისათვის.
5.მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წყლის მთავარი მაგისტრალების ჰიდროტესტი.
6.მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ ლოკაციაზე სამუშაო ჯგუფების რაოდენობა, პასუხისმგებელი პირი(პირები) შრომის უსაფრთხოებაზე.
7.სამუშაოთა დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს GIS- სისტემაში ფაქტობრივი მონაცემები ელექტრონულ ფორმატში, ასევე 2 ცალი ამობეჭდილი ვერსია.
8. იმ შემთხვევაში თუ ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაკვნიდან აღმოჩნდა, რომ თუ რომელიმე სათავედან შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ან ერთი ან/და მეორე, შესაბამისად აღნიშნული სათავის და მაგისტრალის მშენებლობა არ განხორციელდება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრული ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი, საიდანაც ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20.12.2023წლამდე პერიოდი განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და აღნიშნულზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად, ხოლო 2024 წელი განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია, აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი - ტექნიკური დავალების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ადგილი: აჭარის ა.რ, ხულოს მუნიციპალიტეტი.

1.6 guarantee period for the works to be performed

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღიდან; შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს. აგრეგატებზე 2 (ორი) წელს. საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.

სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N3-ს, რომლის თანახმადაც მოცემულია ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემცირდეს მოსალოდნელი რისკი და თავიდან იყოს აცილებული სამშენებლო სამუშაოების შეფერხება, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით მოთხოვნილია პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული თანხმობა დანართ N3-ზე.

იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით

შენიშვნა:
დანართი N3 ატვირთული არის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:

1. არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 200000 (ორასიათასი) ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები) სამუშაოებისათვის. აღნიშნული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოების (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები) სამუშაოებისათვის პროექტირებას და აღნიშნული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განსახორციელებელი, სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოების (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები) სამუშაოებისათვის.

2. „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი 2 სრული წლის- 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია, გარდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა) ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 6 000 000.00 (ექვსი მილიონი) ლარის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, მათ შორის 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ღირებულების წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობები.

3. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (დანართი N4-ის შესაბამისად).

4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

5.გამოცდილების შესახებ (დანართი N4-ში), პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

6. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
ა) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
ბ) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის 5.1 ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.

(2.2.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა, მისი წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას)

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურების (შესყიდვის ობიექტი სპეციფიკის), ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია საპროექტო მომსახურება, რომლის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურება/სამუშაო განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალ ფასად, წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) კალენდარულ თვეს.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 2,5%-ით.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
3.გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მთლიანი დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და აღნიშნულზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენიდან "მიმწოდებლი"-ს მოთხოვნის შემთხვევაში „შემსყიდველი“ ავანსის სახით გადაუხდის „მიმწოდებელს“ სახელშეკრულებო თანხის არაუმეტეს 20%-ს, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (გაცემული საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის რომელიც უფლებამოსილია გასცეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო/გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
შენიშვნა: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს საბანკო გარანტიის გამცემი კომპანიის ძალაში მყოფი ლიცენზია ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საბანკო გარანტიის გაცემის უფლებამოსილება - წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ავანსის პროპორციული დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, თითოეული სამუშაოს აქტის (ფორმა 2) წარმოდგენის შემდეგ. ამასთან ბოლო შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა 2) წარმოდგენის შემდეგ „მიმწოდებელს“ დაექვითება ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილი სრულად.
3. ავანსის თანხა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში „მიმწოდებელის“ მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით იქნება ნაკლები შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, ფაქტიურად გაწეული საპროექტო მომსახურების ღირებულებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად.
2. საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე.
3. სამუშაოს მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, გეგმა-გრაფიკში ან/და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პოზიციების შესაბამისად (ეტაპი ნიშნავს კონკრეტულ ლოკაციაზე განხორციელებული სამუშაოს დასრულებას).
4. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, ხელშეკრულებით განსაზღვრული ორმხრივად გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციის - (შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N 2 და ფორმა N 3, ფარული სამუშაოების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სხვ.) სრულყოფილად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
5. ყოველი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების თაობაზე უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (დასკვნის აღებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს მიმწოდებელი). დასკვნის შინაარსი გათვალისწინებული იქნება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და ურთიერთანგარიშსწორების განსაზღვრისათვის, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლის ჩართულობა საექსპერტო შემოწმების პროცესში. Ⴑაექსპერტო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს სამუშაოების მოცულობის და ხარისხის შემოწმება და დადასტურება. მომწოდებელი ვალდებული იქნება, დამატებითი ანაზღაურების გარეშე გამოასწოროს დასკვნაში მითითებული შენიშვნები.
4. საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ, სამუშაოთა საერთო ღირებულების 2,5% დაკავებული იქნება საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ამ პერიოდში შესაძლო გამოვლენილი ხარვეზების მიმწოდებლის მიერ შეუფერხებლად აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით. თანხის დაკავების ნაცვლად, შესაძლებელია, რომ მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესაბამისი ოდენობის თანხაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით, რომელიც მოქმედი იქნება იმავე ვადით - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. სამუშაოების მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დადასტურებული შსა-ის, ან/და მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

როინ დიასამიძე, 595903111, diasamidzeroin74@gmail.com რამაზ ასანიძე 599333360, სერგო ჭყონია 599410902

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა)პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ".
10.1.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ 2024 წელს „სამშენებლო რესურსების ფასების კრებულის" მიხედვით მოხდა ფასების მატება, მიმწოდებლის მიერ წარმოდ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru