Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42700898)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 42700898
Дата публикации: 12-06-2023
Сумма контракта: 1 291 246


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012300
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.06.2023 12:59
Начало приема предложения 28.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 1`291`246.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45214100 - Строительство детских садов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.

საგარანტიო ვადა: სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღე; საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი და ამავე პუნქტში, დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები
Шаг снижения цены 12`912.00 GEL
Размер гарантии 12`912 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino zhorzholiani :: 09.06.2023 12:57
  • Последнее исправление: nino zhorzholiani :: 12.06.2023 12:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522942&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

სამუშაოების წარმოების პროცესში, მიმწოდებლის მიერ, ტექნიკური დავალების ნაწილის - ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური თემატიკის საკითხების განხილვა-შეთანხმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ, სამშენებლო სამუშაოების კონტროლზე განსაზღვრულ ინჟინერთან.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საბავშვო ბაღებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამენებლო სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით. ამისათვის, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N2-ს - თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

შენიშვნა:
1. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
2. დანართი N2 ატვირთული არის წინამდებარე პუნქტში 1.2.
3. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ, საჭიროებისამებრ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
ა) ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად საჭირო, საკადასტრო აზომვით ნახაზს, შენობა-ნაგებობ(ებ)ის დატანით;
ბ) ფარული სამუშაოების აქტებს;
გ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
დ) სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
ე) სერთიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ვ) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს (ე.წ. ფორმა N2);
ზ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალს;
თ) შესრულებული სამუშაოების საბოლოო ტოპო-გეოდეზიურ ანაზომს;
ი) მიღება-ჩაბარების კომისიის წევრებთან შეჯერებულ დეფექტების აქტს;
კ) მშენებლობის ნებართვას;
ლ) საშემსრულებლო ნახაზებს;
მ) დანადგარების და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს (გათბობა-გაგრილების სისტემები, გენერატორები, ლიფტები და ა.შ.);
ნ) ინჟინრის მიერ გაცემულ თანხმობებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრული ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული თვე, საიდანაც 3 (სამი) კალენდარული თვე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო 11 (თერთმეტი) კალენდარული თვე - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი - ტექნიკური დავალების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღიდან; საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.

სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N3-ს, რომლის თანახმადაც მოცემულია ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემცირდეს მოსალოდნელი რისკი და თავიდან იყოს აცილებული სამშენებლო სამუშაოების შეფერხება, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით მოთხოვნილია პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული თანხმობა დანართ N3-ზე, რომელიც განსაზღვრავს პრეტენდენტის ვალდებულებას დააზღვიოს, როგორც სამშენებლო ობიექტი, ასევე მანქანა-მექანიზმები, მესამე პირები და დასაქმებული პერსონალი.

იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით

შენიშვნა:
დანართი N3 ატვირთული არის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2018 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:
კომპონენტი N1:
არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 38,740.00 ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.
კომპონენტი N2:
არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 1,291,250.00 ლარის ღირებულების ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 800,000.00 ლარის ღირებულების, სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოები (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N1-ის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და ა.შ.) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს:
დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1–ით განსაზღვრულ პირობებთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების, ახალი შენობის მშენებლობას; სამოქალაქო დანიშნულების შენობები მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელი) დანიშნულების შენობებს, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს; სატენდერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ -ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1-ის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.
5. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N2-ის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების ჩანაცვლება (ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენა), ხოლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები სავალდებულოდ წარმოსადგენია.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების, ახალი შენობის მშენებლობას; სამოქალაქო დანიშნულების შენობები მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელი) დანიშნულების შენობებს, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს; სატენერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N2-ის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.
5. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
1. ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1 პუნქტის ორივე კომპონენტით (კომპონენტი N1 და კომპონენტი N2) გათვალისწინებულ მოთხოვნას, იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომ თითოეული კომპონენტის ფარგლებში გამოცდილების მოცულობის შეკრება არ დაიშვება. გამოცდილების შეკრებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს რომელიმე კომპონენტით, კერძოდ: ან კომპონენტი N1-ით, ან კომპონენტი N2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2. ამხანაგობის სახელით ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით.
2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი).
გასათვალისწინებელი გარემოება:
• დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) წარმოდგენა სავალდებულოა პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, წარმოდგენილი ფასების ცხრილი დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
• იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
• საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილის საერთო ჯამური განფასების 3%-ს. აღნიშნული პირობის გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას შესყიდვის პროცედურებიდან.
• სამუშაოების წარმოების პროცესში, გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შსა-ს გაფორმება. გაუთვალისწინებლი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში.

2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე).

3) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხსმგებლობი პერიოდი) და ობიექტის დაზღვევის შესახებ).

4) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

5) ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru