Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42700838)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: AgroService Centre
Номер конкурса: 42700838
Дата публикации: 12-06-2023
Сумма контракта: 30 684


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012353
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.06.2023 17:08
Начало приема предложения 29.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.07.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 30`684.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45247000 - Строительство плотин, каналов, оросительных каналов и акведуков
Срок подачи სამუშაოების დაწყებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
„სამელიორაციო სისტემების მართვა“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის (მერიახევის) სარწყავი არხის (ს.კ 21.00.109) კმ0+000-კმ1+234 რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 307 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gogita gogitidze :: 06.06.2023 15:49
  • Последнее исправление: gogita gogitidze :: 12.06.2023 17:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522469&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„სამელიორაციო სისტემების მართვა“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის (მერიახევის) სარწყავი არხის (ს.კ 21.00.109) კმ0+000-კმ1+234 რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მილების გადაცემა:
- მიმწოდებელს სარწყავი არხების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული მილები გადაეცემა შემსყიდველის მიერ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის. შემსყიდველის მიერ სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებლისთვის გადასაცემი ცალკეული მილების რაოდენობა წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის სახით (იხ. დანართი N4-გადასაცემი მილები). მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას განახორციელოს აღნიშნული მილების დასაწყობების ადგილიდან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა, ტრანსპორტირება და ჩამოტვირთვა დანიშნულების ადგილზე, რის შემდგომაც მიმწოდებელზე გადადის სრული პასუხისმგებლობა მილებთან დაკავშირებით სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ გადაცემული წყლის მილები გამოიყენოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად;
2. „სამელიორაციო სისტემების მართვა“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის (მერიახევის) სარწყავი არხის (ს.კ 21.00.109) კმ0+000-კმ1+234 რეკონსტრუქციის სამუშაოები, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობებისა და თანდართული (მიმაგრებული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად;
3. სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის სახით;

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვის განფასებისას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი თითოეული პუნქტების ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღრიცხვის დანართი N1-ში ცალკეულ პუნქტებზე მითითებული შესაბამისი ზღვრული ღირებულებების ოდენობას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა სამუშაოების დაწყებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე. მიმწოდებელი ვალდებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დაწყების დღის შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყების შესახებ წერილის მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში შემსყიდველის წარმომადგენელსა და სარეკონსტრუციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაკვეთებზე (ნატურაში) პიკეტების აღმნიშვნელი სამიჯნე ნიშნებისა და საინფორმაციო დაფის გაადგილება, რაზედაც გაფორმდება შესაბამისი აქტი (იხ. ხელშეკრულების 9.1.15 ქვეპუნქტი).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის (მერიახევის) სარწყავი არხის (ს.კ 21.00.109) კმ0+000-კმ1+234 რეკონსტრუქციის სამუშაოები.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 ივნისიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დასრულების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების კაპიტალური მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოები (მათ შორის: შენობა-ნაგებობების (არ შედის შიდა სარემონტო სამუშაოები, გარე განათების მოწყობის, ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის სამუშაოები), ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ნაპირდამცავი და სამელიორაციო ნაგებობების, ხიდების, საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 50’000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის სახით;
გ) სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შენობა-ნაგებობების კაპიტალური მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების (მათ შორის: შენობა-ნაგებობების (არ შედის შიდა სარემონტო სამუშაოები, გარე განათების მოწყობის, ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის სამუშაოები), ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ნაპირდამცავი და სამელიორაციო ნაგებობების, ხიდების, საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოები) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2. ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო მოთხოვნა ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა));
დ) თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და შესრულებული აქვს სამუშაოები როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა;
ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N3-ის სახით;

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ეტაპების გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით:

► I ეტაპი - სამუშაოების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;
► II ეტაპი - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. დარჩენილი სამუშაოების სრული შესრულების წარმოდგენა;

თუ კონკრეტული ეტაპის შესრულების დროს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა მიმწოდებელს ჩაეთვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებაში.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

-პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წამოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), ქვეკონტრაქტორ(ებ)ის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით.
-მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
- ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილება. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
- სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების დარღვევით ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 1%-ის ოდენობით. შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება. აღნიშნული პირობა გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს საბოლო მიღება-ჩაბარებიდან 3 წელი).
- მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.

ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
• ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
• შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება.
• ქვეკონტრაქტის ასლი.

შენიშვნა: სატენდერო წინადადების წარმოდგენის ეტაპზე ქვეკონტარქტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეკონტრაქტორი არ დაიშვება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა უფლებამოსილი/აკრედიტებული პირის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობით გათალისწინებული ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილების/აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან მის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
გ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. გადარიცხვა მოხდება ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისას წარმოადგინოს:
3.1. ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება გეგმა-გრაფიკის ეტაპით გათვალისწინებული შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამოწმებული შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა N2-ის, შესრულებული სამუშაოების დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, შემსყიდველსა (დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი) და მიმწოდებელს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3.2. საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამოწმებული შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა N2-ის, შესრულებული სამუშაოების დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, შესრულებული სამუშაოების მოცულობის ხარისხის და ელექტრონული ტენდერის ეტაპზე სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა უფლებამოსილი/აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უფლებამოსილების/აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას), შემსყიდველსა (დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი) და მიმწოდებელს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3.3. გეგმა-გრაფიკის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულ სამუშაოებზე მეტი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული და წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით.
4. ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის განსაზღვრული თანხა გამოიყენება, მხოლოდ სამუშაოს შესრულების პროცესში დამატებით ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად, შესაბამისი მოტივირებული მომართვის საფუძველზე, შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებით.
5. მიმწოდებელი ვალდებულია დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოგიტა გოგიტიძე, 555424545, agroservicecentre23@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N46ა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.


პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართი N1-ის მიხედვით;
2. შესასრულებელი სამუშაოები ეტაპების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტის დანართი N2-ის სახით;
3. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის დანართი N3-ის სახით;
4. ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

12-06-2023 Услуги по очистке и санации.

12-06-2023 Специальные одежда и аксессуары .

12-06-2023 Инструменты для контроля физических характеристик , 48600000-Пакеты программного обеспечения для баз данных и работы с ними.

12-06-2023 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

12-06-2023 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-06-2023 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru