Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #42700769)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Finance of Georgia
Номер конкурса: 42700769
Дата публикации: 11-06-2023
Сумма контракта: 2 235 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012269
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.06.2023 18:37
Начало приема предложения 25.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 30.06.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 2`235`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45443000 - Фасадные работы
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობის ფასადის რეკონსტრუქცია
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 22`350.00 GEL
Размер гарантии 22`350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mzia nanetashvili :: 05.06.2023 16:41
  • Последнее исправление: mzia nanetashvili :: 09.06.2023 18:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522289&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობის ფასადის რეკონსტრუქცია.
2023 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 1341000 ლარს, ხოლო 2024 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 894000 ლარს.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თანდართულ ფაილებში.
2. პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ სადემონტაჟო სამუშაოების სპეციფიკისა და მეთოდების შესამუშავებლად, ასევე რისკების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე შეაფასონ სამუშაოების სირთულე და შეისწავლონ ობიექტის ამჟამინდელი მდგომარეობა.
3. გამოსაყენებელი მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მათი ფერი, ფორმა და ხარისხი, ასევე მოწყობილობები და დანადგარები მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს შემსყიდველს. ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი სამუშაოების პროცესში გამოყენებულ მასალებზე და მოწყობილობებზე.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სამუშაო ადგილზე დაცული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება.
6. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება წინამდებარე დოკუმენტაციით, პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით.
7. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
8. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
10. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
11. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
12. წინამდებარე დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით ( მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
13. აუცილებლობის შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სარემონტო ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო რემონტის დასრულების შემდგომ საწყის მდებარეობის ადგილზე დაბრუნება. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მათი დაზიანების შემთხვევაში;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოების შესრულების ვადა - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვე.

2. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები შესრულებულ უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოების შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №2ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი საგარანტიო ვადა. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;


2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1000000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის სამშენებლო-სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 200000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონდეს ალუმინის კომპოზიტური პანელებით (ე.წ ალუკაბონდი). პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი №4-ის შესაბამისად.

3. შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. გეგმა-გრაფიკი, სამუშაოების განხორციელების პროცესში, ექვემდებარება ცვლილებას მხოლოდ შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
3. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა განახორციელოს გეგმა-გრაფიკში გაწერილი ვადების და არანაკლებ ამ ვადებში შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისი ფორმა №2-ების, ექსპერტიზის დასკვნის და მიღება-ჩაბარებების წარმოდგენით.

2.9 other additional requirements

1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

2. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარმოდგენილი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას „MS Excel“ ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიციურ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ შტამპს.


4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო საათებსა და დღეებში განხორციელება. სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით.

5. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნების სრული დაცვით, რომლებიც წარმოადგენენ სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს და თან ერთვის მას.

6. მიმწოდებელი ვალდებულია იზრუნოს სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე, აგრეთვე შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.

7. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს განსაფასებელ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან და შესაბამისი შეთანხმება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისევე მის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვისა და შემსყიდველთან შეთანხმებულ ხარისხსა და მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.

8. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი’’ ან ,,ეკვივალენტური.

9. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი, მომსახურება და სამუშაო მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის ( „-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

10. პრეტენდენტის წარმოდგენილ განფასებულ ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯების ოდენობა მითითებული უნდა იყოს 3%-ის ოდენობით, რომლის გაზრდა ან შემცირება დაუშვებელია.

11. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).

12. ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 24-ე მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში არსებული დანართი №6-ის შესაბამისად.

13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1 და 2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.

2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1 და 2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის 2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru