Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #41699922)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Animals monitoring agency
Номер конкурса: 41699922
Дата публикации: 11-05-2023
Сумма контракта: 399 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230010270
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.05.2023 11:01
Начало приема предложения 10.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 15.06.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 399`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34111100 - Универсалы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
Количество и объём закупок 7 (შვიდი) ერთეული ფურგონიანი სამგზავრო ავტომანქანა
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 3`990 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka leshkasheli :: 06.05.2023 16:22
  • Последнее исправление: maka leshkasheli :: 11.05.2023 11:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=518635&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ფურგუნის ტიპის სამგზავრო ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა: 7 (შვიდი) ერთეული ფურგუნის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა,
მანქანის ტიპი: სამგზავრო, არანაკლებ 4 ადგილიანი.

1.2.2. ავტომანქანების ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი:

1. ფერი: თეთრი,
2. ცხენის ძალა - არანაკლებ 95,
3. გამოშვების წელი: არაუადრეს 2022,
4. საჭე: მარცხნივ (ქარხნული),
5. გადაცემათა კოლოფი: მექანიკური, არანაკლებ 5 სიჩქარიანი,
6. ძრავის მოცულობა: არანაკლებ 1450 კუბ.სმ, არაუმეტეს 2000 კუბ.სმ,
7. საწვავის ტიპი: დიზელი;
8. საწვავის ავზის მოცულობა: არანაკლებ 40 ლიტრი.
9. სამუხრუჭე სისტემა: ABS.
10. სიგრძე: არანაკლებ 4200 მმ, არაუმეტეს 4900 მმ.
11. სიგანე: არანაკლებ 1800 მმ, არაუმეტეს 2400 მმ.
12. სიმაღლე: არანაკლებ 1700 მმ, არაუმეტეს 1950 მმ.
13. ცილინდრების რაოდენობა: 4.
14. გვერდითა გასაწევი კარი: გორგოლაჭებზე.
15. უკანა შემინული კარი: დიახ.
16. უსაფრთხოების ღვედები: დიახ.
17. სათადარიგო საბურავი: დიახ.
18. ცენტრალური საკეტი: დიახ.
19. წინა ელექტრო შუშები: დიახ.
20. აირბაგი: არანაკლებ 2.
21. კონდენცირებისა და გათბობის სისტემა: დიახ.
22. რეზინის ხალიჩები: 4 ცალი;
23. უკანა ხედვის კამერა (ქარხნული) : დიახ;
24. უკანა პარკინგ სენსორი (ქარხნული) : დიახ;
25. აუდიო სისტემა: დიახ;
26. საბარგულის ზომა (უკანა სავარძელიდან უკანა კარებამდე):
სიგრძე არანაკლებ 1150 მმ არაუმეტეს 1350 მმ,
სიგანე არანაკლებ 1100 მმ არაუმეტეს 1300 მმ,
სიმაღლე არანაკლებ 1050 მმ არაუმეტეს 1300 მმ.
27. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემსყიდველისთვის გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის მყარი ტიხარის და საბარგულის ვენტილაციის (ლაყუჩების) მონტაჟი.


1.2.3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში.;
1.2.4 ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, გარბენი არაუმეტეს 200 კმ;
1.2.5 ქარხნული წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ უნდა იყოს განხორციელებული არაქარხნული ცვლილება (შეკეთება/აღდგენა, გადაკეთება, ნაწილის გამოცვლა და ა.შ.);
1.2.6 ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება, სახელმწიფო სანომრე ნიშნები, შემსყიდველზე გაფორმების პროცედურები საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა;
1.2.7 პრეტენდენტი უნდა იყოს წარმომადგენელი შემოთავაზებული მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დილერი საქართველოში;
1.2.8 პრეტენდენტს ქ. თბილისში უნდა გააჩნდეს ავტორიზებული სერვისცენტრი, სადაც განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას;
1.2.9 ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია 3 წლის განმავლობაში ან არანაკლებ 100 000 კმ. გარბენზე, რომელიც უფრო ადრე შესრულდება;
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ავტომობილის უკან გაწვევის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ერთიანად ან ეტაპობრივად ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 90 (თხმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
1.4.2. მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგარანტიო - სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმება, სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ხარჯების ჩათვლით;
1.5.2.მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს ერთიანად ან ეტაპობრივად, შემსყიდველის მისამართზე: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა N 45ა ( ცხოველთა თავშესაფარი).
1.5.3. მიმწოდებელმა, ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ქ. თბილისში მდებარე სერვის-ცენტრ(ებ)ში. საჭიროების შემთხვევაში, სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს (გადატანის ხარჯებს) აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.5.4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემსყიდველისთვის გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის მყარი ტიხარის და საბარგულის ვენტილაციის (ლაყუჩების) მონტაჟი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში, ან არანაკლებ 100 000 კმ. გარბენზე, რომელიც უფრო ადრე შესრულდება; გარანტია არ ვრცელდება სწრაფად ცვეთად ნაწილებზე და მასალებზე (მაგ: ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი და ა. შ).
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭირო გახდა დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომელიც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია მოძიებულ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე) შეცვლა ახლით.
1.7.1.3. საგარანტიო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექ-მომსახურების გაწევისას, გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
1.7.1.4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.
1.7.1.5. გარანტია არ გავრცელდება შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებზე:
• საავტომობილო შემთხვევით;
• გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით;
• სტიქიური მოვლენებით;
• აფეთქებით;
• ხანძრით;
• არასწორი ექსპლუატაციით.

1.7.1.6. საგარანტიო პერიოდში შემსყიდველი ვალდებულია:
• საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილს ნებისმიერი სახის სამუშაო/მომსახურება (მათ შორის სამღებრო, სათუნუქე) გაუწიოს მხოლოდ მიმწოდებლის სერვის ცენტრებში;
• საგარანტიო ვადის განმავლობაში დაიცვას მიმწოდებლის მიერ დადგენილი სავალდებულო პერიოდული მომსახურების პირობები და ვადები;
• არ მოახდინოს გარბენის მრიცხველის ნებისმიერი მიზეზით გათიშვა ან ცვლილება;
• არ დაარღვიოს ქარხნულად დალუქული დეტალების ლუქის მთლიანობა;
• არ განახორციელოს მიმწოდებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე რაიმე მოწყობილობის მონტაჟი, მათ შორის ციმციმა, ხმამაღლა მოლაპარაკე ა.შ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია, ფასების ცხრილში მოცემულ შესაბამის გრაფაში, მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ბრენდის, მოდელის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.
2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ „ფასების ცხრილში" არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების წარმოების ქვეყნის ან/და მარკა-მოდელის შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.1.1.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების წარმოების ქვეყნის და მარკა-მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1.პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში;
2.3.1.2. პრეტენდენტმა, 2.3.1.1 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის დადასტურების მიზნით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ავტორიზებული სერვის ცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის და სამუშაო საათების მითითებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:
• ფასების ცხრილი, დანართი №2-ის ფორმის მიხედვით - სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და 2.1.1. პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით;
• შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები/სპეციფიკაცია დანართი N1-ის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.1. - 1.2.10. ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების, საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალური დილერის (იმპორტიორი) შესახებ ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
• პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათ(ებ)ი.

2.9.2. 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის ” 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მოდელის, მარკის, წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის, ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა და ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
2.9.3. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დადასტურებული/დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (მინდობილი პირის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და/ან დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2.9.4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტორული კომპანიის დასკვნით ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით ან/და ინვოისით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი 6.1. პუნქტის ოდენობის მიხედვით.
6.4.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.4.3. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სათანადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები, არსებობის შემთხვევაში - საგადასახადო ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.2. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაკა ლეშკაშელი, 577187070, makaleshkashelii@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.2. სატენდერო წინადადებაში პრეტენდეტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს (მათ შორის ავტომანქანების შემსყიდველ ორგანიზაციაზე რეგისტრაციისათვის საჭირო, სსიპ „შსს მომსახურების სააგენტოს” მომსახურების ყველა საფასურს), ასევე ტრანსპორტირების ხარჯებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. შემოთავაზებული ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
10.1.3. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
10.1.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია გამარჯვებული პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა წარუდგენოს მატერიალური სახით, რომელიც ელექტრონულ სისტემაში აიტვირთება შემსყიდველის მიერ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru