Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Установка оборудования связи (Грузия - Тендер #41699893)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National assassment and examinations center
Номер конкурса: 41699893
Дата публикации: 10-05-2023
Сумма контракта: 282 896


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230010212
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.05.2023 17:13
Начало приема предложения 19.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.05.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 282`896.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 51300000-Установка оборудования связи
Коды классификатора
  • 51300000 - Установка оборудования связи
  • 51314000 - Установка видеоаппаратуры
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 2`829 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitaishvili :: 10.05.2023 15:52
  • Последнее исправление: giorgi ushveridze :: 10.05.2023 17:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=519073&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ვიდეოაპარატურის მონტაჟის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 25 საგამოცდო ცენტრში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმირება, ასევე საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორთან დაკავშირება.

2. აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ასაწყობად საჭირო აპარატურის (აღნიშნული აპარატურა ინახება ცენტრში) და გამოსაყენებელი სამონტაჟო მასალის ჩამონათვალი და ჯამური საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია დანართ N3-ში და დანართ N1-ში ფასების ცხრილში.

3. საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები იხილეთ დანართ N3-ში.

4. თბილისის N175 (ბ ბლოკი); თბილისის N39; თბილისის N207 საგამოცდო სკოლებში ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რის გამოც არსებული გაყვანილობისა და გენერატორთან დამაკავშირებელი ზედაპირზე დასამაგრებელი დენის შტეფსელების ნაწილის აღდგენა იქნება საჭირო, კაბელები აუცილებლად სრულად უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში ;

5. ახალ საგამოცდო ცენტრებში, კერძოდ: ქ.ამბროლაურის N1, ქ.ქუთაისის N23 და ქ.ზუგდიდის N3 საჯარო სკოლებში უნდა განხორციელდეს ახალი ელ.ქსელის გაყვანა (კაბელები უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში) და გენერატორთან დამაკავშირებელი ზედაპირზე დასამაგრებელი დენის შტეფსელების მონტაჟი შესაბამის სექტორებში;

6. აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონტაჟი განხორციელდეს სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად; ვიდეოთვალის განთავსების ადგილი სქემებზე აღნიშნულია წითელი ფერით. ვიდეოთვალის ადგილის შეცვლა დასაშვებია, მხოლოდ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

7. აპარატურის ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის. უსაფრთხო ტრანსპორტირების, ჩატვირთვა გადმოტვირთვის, დასაწყობების (შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართში და სართულზე) ხარჯების გაწევა და მტვირთავი პერსონალით უზრუნველყოფა ხდება მიმწოდებლის მიერ

8. მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ვიდეოთვალთვალის გზით მოპოვებული მონაცემების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათზე არაუფლებამოსილი პირების წვდომა, რაც, მათ შორის, მოიცავს: ვიდეოჩამწერ მოწყობილობებზე პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით საგამოცდო ცენტრის დაცული ლოკალური ქსელით უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ განსაზღვრული ვიდეოოპერატორებისათვის ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებზე პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით, ადმინისტრატორის სრული ფუნქციებით,ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების გაწერას.

9. მიმწოდებელი ვალდებულია თავის უფლებამოსილ თანამშრომელზე, რომელიც შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის საგამოცდო ცენტრში ახორციელებს ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებთან წვდომას, გაწეროს ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერი და პაროლი, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ აღნიშნული თანამშრომლისათვის და მან არ უნდა დაუშვას მითითებული მონაცემების სხვა პირებისთვის გადაცემა.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, თითოეული ვიდეოოპერატორებისათვის გაწერილი ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს.


შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 25 საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო აპარატურის ტექნიკური შემოწმება, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ დემონტაჟი.

2. ერთმა ვიდეოკამერამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო სექტორის სრულად დაფარვა. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კონტროლი ყველა ჩამწერზე კეთდება თუ არა ყველა კამერის ჩანაწერი.

3. მიმწოდებელმა საგამოცდო ცენტრებში უნდა მოახდინოს სისტემების მონტაჟი შემდეგი კონფიგურაციებით:
• ერთიდან ოთხ კამერამდე 1 ციფრული ჩამწერზე;
• ერთიდან რვა კამერამდე 2 ციფრულ ჩამწერზე;
• დღეში უწყვეტი 12 საათიანი ჩაწერა მინიმუმ 18 კადრი წამში, არანაკლებ 1280/720 გარჩევადობით კამერაზე. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ (19:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე) აპარატურა უნდა ირთვებოდეს და რეაგირებდეს მხოლოდ მოძრაობაზე.

4. არ უნდა მოხდეს თანხვედრა სხვა რომელიმე აპარატურის ელექტრო ქსელზე. კერძოდ, ლეპტოპები და კამერები ერთ ელექტრო ხაზზე არ უნდა იყოს მიერთებული, რომ არ გამოიწვიოს ჩამწერი აპარატურის ხშირი გათიშვა. უნდა მოხდეს შემოწმება აპარატურის გათიშვის შემთხვევაში არ მოხდეს ჩამწერ მოწყობლობაზე თარიღის არევა/შეცვლა. ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა, რათა ამ მიზეზით არ მოხდეს საგამოცდო პროცესის ჩაწერის შეწყვეტა.

5. აუცილებელია თითოეულ საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონაცემების მონიტორზე გამოტანა როგორც ვიდეოოპერატორის სამეთვალყურეო, ასევე საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ოთახებში განთავსებულ მონიტორებზე;

6. აუცილებელია მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულებისა და შესრულებული სამუშაოს გადაბარების შემდეგ, საგამოცდო ცენტრის ვიდეოოპერატორს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის ინსტრუქტაჟი, საჭიროების შემთხვევაში წერილობითაც;

7. გარკვეულ საგამოცდო სექტორებში საჭიროა ორ-ორი კამერის დამონტაჟება, ერთმანეთის მოპირდაპირე კედელზე. სექტორების სავარაუდო რაოდენობა დანართ N2-ში ნაჩვენებია სვეტში: "საუბრის ოთახებისთვის", ხოლო თანდართულ ნახაზებზე ამ კატეგორიის სექტორებში დატანილია ვიდეოთვალის შესაბამისი აღნიშვნები და დამატებითი კამერები დანომრილია. დაზუსტებული ინფორმაცია მიმწოდებელს ეცნობება ადმინისტრატორის მიერ სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე;

8. დანართ N4-ში სვეტში: "შესაძლო დასამატებელი სექტორები", მითითებულია იმ სექტორების რაოდენობა, რომელთა მონტაჟიც სავარაუდოდ გახდება საჭირო. ისინი განთავსდება ისეთ სპორტულ და სააქტო დარბაზებში ან ოთახებში, რომლებიც გასულ წლებში არ იყო სექტორებად გამოყენებული. ნახაზებზე ეს სივრცე აღნიშნულია ცისფრად;

9. აუცილებელია მიმწოდებელმა აპარატურის დემონტაჟისას ადმინისტრატორისგან ჩაიბაროს ჩამწერი მოწყობილობები დასტიკერებული, რომლებზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის დასახელება, სექტორის ნომრები და თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია ჩამწერი მოწყობილობის სტიკერზე დატანილი ინფორმაცია სრულად გადაიტანოს შესაბამისი ყუთის სტიკერზე.

10. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი აპარატურა დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე ქ.თბილისი, ე.მინდელის N9.

11. აპარატურის სრული რაოდენობა ერთი გადაცემით სრულად გადაეცემა მიმწოდებლის ერთ უფლებამოსილ პირს და მისგანვე მოხდება აპარატურის უკან დაბრუნება ერთი დაბრუნებით სრულად, რაზედაც შედგება შესაბამისი დოკუმენტი.

12. აპარატურის ტექნიკური შემოწმება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა, დემონტაჟი და ყველა სხვა ქმედება დაკავშირებული აღნიშნულ მომსახურებასთან უნდა მოხდეს მიმწოდებლის პერსონალით, ძალებითა და ხარჯით.

13. აპარატურის დასამონტაჟებლად გამოყენებული უნდა იქნეს მაღალი ხარისხის ქსელის კაბელი (UTP CAT5) და დენის კაბელები, ასევე სხვა საჭირო დამხმარე სამონტაჟო მასალა. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალის მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.

14. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში (ხარჯთაღრიცხვა), თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალების რაოდენობების შესახებ.


მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ვიდეოაპარატურის მონტაჟისას დაიცვას მისთვის გადაცემული ვიდეოთვალთვალისათვის განკუთვნილი მოწყობილობების ფიზიკური უსაფრთხოება.

2. მის ხელთ არსებული მონაცემის მესამე პირთა მიერ დამუშავების მოთხოვნის თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს და მისი დავალების/მითითების გარეშე არ დაუშვას მონაცემებზე მესამე პირთა წვდომა.

3. მონაცემთა დამუშავებისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

4. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მოთხოვნისთანავე გადასცეს შემსყიდველს მის ხელთ არსებული მონაცემები.

5. არ დაუშვას ამ ხელშეკრულებისაგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი მიზნით და ფარგლებში მონაცემთა შემდგომი დამუშავება.

6. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 01 ივლისი (ტექნიკური რეპეტიციის დღე).

2. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა თუნდაც ეს დღე იყოს უქმე (გამოცდების დასრულების ზუსტი გრაფიკი საგამოცდო ცენტრების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება დამატებით).

3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ჩამწერ მოწყობილობებზე არსებული კონფიდენციალური ვიდეომასალის უსაფრთხო შენახვაზე, შემსყიდველისთვის გადაცემის მომენტამდე. რისთვისაც დემონტაჟის შემდეგ აუცილებელია ტექნიკა არ იქნას დატოვებული საგამოცდო ცენტრის შენობაში და გადატანილი იქნას მიმწოდებლის მიერ დაცულ და უსაფრთხო ადგილას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები) მოცემულია დანართ N3-ში.

2. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი აპარატურა დაუზიანებლად ერთი გადაცემით უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე ქ.თბილისი, ე.მინდელის N9.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ვიდეოაპარატურის მიწოდების და მათი მონტაჟის გამოცდილება ბოლო 4 წლის (2019-2022 წ.წ.) განმავლობაში და თითოეულ წელზე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი შესრულებული სამუშაოს დამადსასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

2. ვიდეოჩამწერების და ვიდეოკამერების მიწოდებასთან და მათ მონტაჟთან დაკავშირებით პრეტენდენტს აწყობილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 წერტილიანი ხუთი ქსელი მაინც 2019-2022 წლებში.

შენიშვნა: მინიმუმ 50 წერტილიანი ქსელის აწყობაში იგულისხმება, პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ერთ შენობაში მაქსიმუმ 2 თვის ვადაში დამონტაჟებული უნდა ქონდეს მინიმუმ 50 ვიდეოკამერა და ეს ვიდეოკამერები ერთ ქსელში უნდა იყოს ჩართული.

2.9 other additional requirements

დამონტაჟებული აპარატურის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო პირობები

1. გამოცდების მსვლელობისას (საორიენტაციოდ 03 ივლისიდან 06 აგვისტომდე) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი ტექნიკური მომსახურება და ნებისმიერი ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით შეტყობინებისთანავე, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში, ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში, ვისი ან/და რისი მიზეზითაც არ უნდა იყოს დაზიანება გამოწვეული. აუცილებელია შემსყიდველს გადაეცეს თითოეულ საგამოცდო ცენტრზე/საგამოცდო ქალაქზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია.

2. მიმწოდებლის ბრალეულობით აპარატურის დაზიანების შემთხვევაში (დემონტაჟის, ტრანსპორტირების და ნებისმიერ სხვა შემთხვევის დროს), იგი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ან შეცვალოს ახლით საკუთარი ხარჯით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

8 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 6.1 და 6.2 პუნქტებში მოთხოვნილი პროცენტული რაოდენობები განახევრდება.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი უშვერიძე, 599900262, gushveridze@naec.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• ფასების ცხრილს დანართ N1-ში მოცემული ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, რაოდენობა, ერთეულის და საერთო ფასი. სატენდერო წინადადების ერთეულის და საერთო ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს ჩათვლით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

• დამონტაჟებული ვიდეოკონტროლისა და ჩაწერის სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო პირობებს გამოცდების პერიოდში, დანართი N2-ის შესაბამისად;

• ვიდეოაპარატურის მიწოდების და მათი მონტაჟის გამოცდილების და აწყობილი ქსელების (მინიმუმ 50 წერტილიანი ხუთი ქსელი) შესახებ, დანართი N5-ის შესაბამისად.

10.1.2. პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე.

10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა დანართი N1-სა) დაამოწმოს, დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru