ტექნიკური პირობა
1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეო ნაკადის
(სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ქ. ბათუში მდებარე
სასერვერომდე (ანგისა) და ქ. თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების
ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის
განმავლობაში.
2. შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს 1 (ერთი) წლიანი ტექნიკური
მხარდაჭერის მომსახურეობა (ადგილზე). პრეტენდენტმა რეაგირება უნდა
მოახდინოს ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის
განმავლობაში.
3. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული
კომპლექტის და ვიდეო ნაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა, კერძოდ:
• კამერები ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს და
გამართულად მუშაობს ყველა ფუნქცია.
• მონაცემთა გადაცემის ქსელი უზრუნველყოფს მდგრად კავშირს
დატაცენტრებამდე, ისე რომ არ ხდება ვიდეო სიგნალის
კარგვა/დამახინჯება.
4. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტრო ქსელზე დაერთების
ორგანიზებას, ენერგო დისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო პრო ჯორჯია)
კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს
შემსრულებელი (პრეტენდენტი). ელ. ენერგიის ხარჯს (ყოველთვიური
სააბონენტო) უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია.
5. მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეო
კამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით
გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა
და სხვა.).
შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური აღწერილობა
1. „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მინიმალური მოთხოვნები:
• ე.წ. „ბოქს ტიპის“, IP კამერა
• გამოსახულების გაფართოვება: არანაკლებ 2048 x 1536 პიქსელი;
• მატრიცა: 1/2.8-inch (Progressive CMOS);
• არანაკლებ ორი დამოუკიდებლი ვიდეო სტრიმის საშუალება; დღე ღამის
რეჟიმი (IR cut filter);
• დინამიური სიღრმე 120 dB;
• ელექტრონული ჩამკეტი: 1/10,000 წმ ~ 1 წმ.
• კადრების რაოდენობა: 30 კდ/წმ@3Mpx;
• ხმაურის (Noise) შემცირების საშუალება 3D ტექნოლოგიით; Signal-to-Noise Ratio>50 dB;
• ლინზა: ვარიფოკალური 2.7~13 mm, დიაფრაგმა: f/1.4;
• კომპრესია: H.265, H.264;
• აუდიო პორტები; განგაშის (ალარმის) პორტები;
• Constant bit rate (CBR), Constrained variable bit rate (CVBR);
• ქსელის პორტი: 10/100 BASE-TX (RJ-45);
• პროტოკოლები: TCP/IP, UDP/IP (Unicast, Multicast IGMP), UPnP, DNS, DHCP, RTP, RTSP, NTP, IPv4, IPv6, SNMP v2c/v3, QoS, HTTP, HTTPS, SSH, SSL, SMTP, FTP, 802.1x
(EAP), and NTCIP 1205, ARP, DDNS, ICMP, IGMP, RTCP, SFTP, SIP, TLS/TTLS;
• უსაფრთოხების დონეები: პაროლით დაცვა;
• Unicast რეჟიმში ერთდროულად სამი მომხმარებლით ყურების საშუალება;
• ლოკალური ჩამწერი ფლეშ ჩიპების (Micro SDHC, Micro SDXC) მხარდაჭერა;
• კვების წყარო: 802.3af PoE, 12 VDC;
• სამუშაო ტემპერატურა: -10°C ~ +55°C;
• კომპლექტში: იგივე მწარმოებლის გარე გამოყენების კორპუსი რომელსაც
უნდა ქონდეს დაცვის კლასით IP66, IK10, მზის სხივებისგან დამცავი (Sunshield) ფარი,
კაბელის შემყვანი PG11; კედელზე სამაგრი ფეხი;
• კამერა უნდა დაკომპლექტდეს ბოძზე სამაგრი უნივერსალური
აქსესუარით.
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული IP კამერისა და
არსებულ ჩამწერი ინფრასტრუქტურის (Pelco Endura) ერთმანეთში ინტეგრაცია სრული
ფუნქციონალით, რომელიც უნდა შესრულდეს მწარმოებლის მიერ
სერთიფიცირებული ინჟინრის მიერ (სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს
სპეციალისტის შესაბამისი სერთიფიკატები)
2. „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მინიმალური მოთხოვნები:
• ქსელური კამერა, გუმბათოვანი ტიპის, Speed PTZ, IK10 დაცვის კლასით.
• ვიდეო გამოსახულების გაფართოება: არანაკლებ 1920 x 1080 Full HD, არანაკლებ 30
კადრი წამში; დღე-ღამის რეჟიმით;
• მატრიცა: არანაკლებ 1/2.8" CMOS Sensor; WDR არანაკლებ 120 dB;
• ელექტრონული ჩამკეტი: 1/30,000 წმ ~ 1/4 წმ.
• ვიდეო ნაკადი: არანაკლებ 3 ერთდროული ვიდეო ნაკადის შესაძლებლობა;
• ოპტიკური „Zoom”: არანაკლებ 30x;
• დიაფრაგმა: f/1.6 ~ f/4.4, ფოკუსური მანძილი: 4.5~135 mm
• ჰორიზონტალური გაშლის კუთხის დიაპაზონი: 59.8° ~ 2.34°;
• დღე-ღამის რეჟიმი (IR Cut Filter); Auto iris; Backlight Compensation; Automatic Gain Contror; Active Noise Filtering; Electronic Image Stabilizer
(EIS);
• პროგრამული შესაძლებლობები: არანაკლებ 256 „Preset“/ არანაკლებ 16 „Tours“;
• PTZ სიჩქარე: 400°/წმ Pan და 200°/წმ Tilt;
• კოდეკი: H.264; H.265;
• პროტოკოლების მხარდაჭერა: TCP/IP, UDP/IP (Unicast, Multicast IGMP), ARP, ICMP, UPnP, DNS, DHCP, RTP, RTSP, NTP, IPv4, IPv6, SNMP v2c/v3,
QoS, HTTP, HTTPS, SSH, TLS/SSL, SMTP, FTP, 802.1x (EAP)
• კვების წყარო: 24 VAC და 48 VDC
• კომპლექტში შესაბამისი სიმძლავრის: 802.3bt PoE ინჟექტორი
• სტანდარტებთან შესაბამისობა: EN 60950-1, EN 60950-22, EN 62368-1; EN 50121-4;
• კომპლექტში: ბოძე სამაგრი ფეხით;
• პრეტენდენტმა საკუთარი რესურსით უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული IP
კამერისა და არსებულ ჩამწერი ინფრასტრუქტურის (Pelco Endura) ერთმანეთში
ინტეგრაცია სრული ფუნქციონალით, რომელიც უნდა შესრულდეს მწარმოებლის
მიერ სერთიფიცირებული ინჟინრის მიერ (სატენდერო წინადადებას უნდა
ახლდეს სპეციალისტის შესაბამისი სერთიფიკატი)
3. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემა
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო კამერების უწყვეტი კვების (UPS)
სისტემა.
• გარე გამოყენების სამონტაჟო კარადა:
• ზომები: (სიგანე x სიმაღლე x სიღრმე): მართკუთხა ფორმის, 420 x 700 x 345მმ (± 10მმ).
• თერმული იზოლაციისთვის ყუთს უნდა გააჩნდეს ორმაგი კედელი (მეტალის) და
ქარხნულად შევსებული სპეციალური თერმოსაიზოლაციო მასალით. მაღალი
ანტი კოროზიული მდგრადობით დაფარული საღებავით. კოროზიისგან დაცული
საკეტით. ყველა ზომის ბოძზე (კონსტრუქციაზე) მისამაგრებელი
სპეციალიზებული კონსტრუქციის საკიდით; უნდა იყოს აღჭურვილი
ვენტილირებადი სისტემით. ვენტილირებადი ღიობი დაცული უნდა იყოს
ფილტრით, რათა არ მოხდეს სამონტაჟო კარადა წყლის და მტვრის შეღწევა.
• გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის (UPS)-ის მაკომპლექტებლები:
• ე.წ. „ტამპერი“, მშრალი კონტაქტი, რომლიც დაერთებული უნდა იყოს
კონტროლერზე;
• ე.წ ‘’Din Rail’’;
• 16ამპ. ცენტრალური ამომრთველი;
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა;
• ქსელური მონიტორინგის მოდული
• ქსელური სვიჩი (კომუტატორი): მინ. 4 x 10/100Base-T (PoE IEEE802.3af/at) პორტი; მინ. 2 x 100Base-T Uplink;
ჯამური PoE სიმძლავრე არანაკლებ 60 ვატი; შემავალი კვება: DC, შესაბამისი din rail;
ტიპის სამაგრი.
• კაბელების შემსვლელი მუფტებით (დაცვის კლასი IP65)
• თერმო სენსორი - რომელიც უზრუნველყოფს ვენტილირების სისტემის
ჩართვა-გამორთვას ტემპერატურული რეჟიმის რეგულირების მიხედვით.
• აკუმულატორი: 2 ცალი, 12V 40Ah. დახურულ ჟელეიანი ტიპის აკუმულატორი
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემის მაკომპლექტებლები:
• კვების ბლოკი - შემავალი ძაბვა 180-240 ვოლტი, არანაკლებ 300 ვატი.
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა, დაერთებული უნდა იყოს აკუმულატორები,
უწყვეტი კვების სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამომავალი ძაბვის
რეგულირება, ასევე შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში, დაყოვნების
გარეშე, გამომავალი ძაბვის აკუმულატორებით უზრუნველყოფა. საჭიროების
შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს შემავალი ძაბვით აკუმულატორების
დამუხტვა და კონტროლი. შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში უნდა
უზრუნველყოს აკუმულატორების განმუხტვის კონტროლი და თუ სისტემაში
შემავალი თითო აკუმულატორის ძაბვა დაეცემა 10 ვოლტამდე, გათიშოს
გამომავალი კვება, რათა მოხდეს აკუმულატორების დაცვა სრული
განმუხტვისგან.
• გამომავალი სიმძლავრის რეზერვირებული ძაბვის გამოსასვლელები: 2 ცალი
24 VDC, თითო მინიმუმ 9 ამპერის სიმძლავრის; თითო გამოსასვლელი მინიმუმ 15
ამპერის სიმძლავრის მცველით.
• ქსელური მონიტორინგის მოდული:
• 2 ცალი მშრალი კონტაქტის შესასვლელი, რომელზეც დაერთებული იქნება ე.წ.
„ტამპერი“ და 220VAC ძაბვის კონტროლერი;
• ქსელური პორტი RJ45, რომელიც SNMP პროტოკოლით საშუალებით რეალურ დროში
გააგზავნის შეტყობინებას, შემავალი 220VAC კვების შესახებ (გაითიშა/ჩაირთო
კვება), კარების გაღება/დახურვის შესახებ ინფორმაცია.
4. მყარი დისკი
• მოცულობა: არანაკლებ 6TB; ბრუნი: არანაკლებ 5400/წთ. ; შემოთავაზებული მოდელი
განკუთვნილი უნდა იყოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემისთვის ე.წ. „surveillance”
სერია.
5. მეტალის დგარი (რკინის ბოძი)
• პროექტის ფარგლებში პარკებისა და სკვერების ტერიტორიაზე
პრეტენდენტმა უნდა დაამონტაჟოს მეტალის დგარები (რკინის ბოძები),
დიამეტრი: არანაკლებ 90მმ, კედლის სისქე არანკლებ 3 მმ, სიგრძე მიწიდან
არანაკლებ 3.5 მეტრი.
6. მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა
• პრეტენდენტმა ბათუმის ტერიტორიაზე (შარტავას ქუჩა) უნდა მოახდინოს
მიწისქვეშა საკომუნიკაციო საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ხაზოვანი ნაგებობის ჯამური სიგრძე არ აღემატება 1000 მეტრს.
• მიწისქვეშა საკომუნიკაციო კანალიზაცია უნდა მოეწყოს გრუნტში
არანაკლებ 40 სმ სიღრმეზე.
• ძირითადი (მაგისტრალური) საკომუნიკაციო კანალიზაციისთვის
გამოყენებული უნდა იყოს გოფრირებული მილი - SN8 100 მმ, ხოლო
განშტოებებითვის არანაკლებ 32 მმ მილი.
• მილების გადაბმა უნდა მოხდეს სპეციალური (ქარხნული)
გადასაბმელებით.
• საკომუნიკაციო ჭის მინიმალური ზომები (სიგრძე x სიგანე x სიღრმე): 50 x 50 x 60
მმ
• ჭა უნდა ამოშენდეს ბლოკით (10x20x40), რომლის ძირშიც უნდა მოეწყოს ქვა-ღორღის
ბალიში.
• ჭის თავსახური: კომპოზიტური მასალა;
• საკომუნიკაციო ჭები უნდა მოეწყოს არანაკლებ 100 მეტრის დისტანციაზე,
ასევე განშტოებების შემთხვევაში და მკვეთრი მოხვევის დროს
გამოყენებული უნდა იყოს საკომუნიკაციო ჭა.
• საკანლიზაციო ინფრასტრუქტურაში გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კაბელებისა (Single Mode, 8-core) უნდა მოეწყოს ელ. სადენები. ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კაბელის გადაბმა უნდა მოხდეს ქუროების საშუალებით.
• ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დაერთების წერტილებში უნდა დაბოლოვდეს
ე.წ. ODF-ებში, კონკრეტულად Single Mode LC დაბოლოვებით.
• ელ. სადენები უნდა იყოს მანძილისა და დატვირთვის შესაბამისი კვეთის,
რომელიც უნდა დაერთდეს პრეტენდენტის მიერ დამონტაჟებულ ჩართვის
წერტილში განთავსებულ ავტომატურ ამომრთველზე.
• პრეტენდენტმა საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციასთან
შეთანხმებით უნდა მოახდინოს ბალახის მწვანე საფარის მოხსნა-აღდგენა,
ქვაფენილის მოხსნა-აღდგენა, ბეტონის ან/და ასფალტის საფარის ჭრა
სპეციალური მექანიზმით და მისი აღდგენა.
7. გამაგრილებელი აგრეგატი
• არხული ტიპის, ჭერზე მისამაგრებელი ინვენტორული კომპრესორით,
ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 48000 BTU; სამუშაო ტემპერატურული
დიაპაზონი (ზამთარ-ზაფხულ): 0°C ~ +50°C. გარე და შიდა ბლოკის სამაგრებით.
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გაგრილების სისტემის მონტაჟი,
ექსპლუატაციაში გაშვება და 1 წლის განმავლობაში ადგილზე მომსახურეობა.
გამაგრილებელი აგრეგატი უნდა დაერთდეს უწყვეტი კვების სისტემებზე და
მონტაჟისთვის საჭირო ყველა მასალა (ელ.სადენი, ფარი, ავტომატური
ამომრთველი) უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა.
8. უწყვეტი კვების სისტემა
• სიმძლავრე: არანაკლებ 10 000 ვატი
• VFI-SS-111 (IEC 62040-3) სტანდართან შესაბისი
• შემავალი ძაბვა: 3 ფაზა (380 / 400 / 415 V)
• გამომავალი ძაბვა: 1 ფაზა (220V)
• ტალღის ფორმა: სინუსოიდალური
• ფორმ-ფაქტორი: საკომუნიკაციო რეკში ჩასამონტაჟებელი
(აქსესუარებით)
• არანაკლებ 3 სისტემის დაპარალელების საშუალება
• აკუმულატორების მოდული: ასევე რეკში სამონტაჟო კორპუსით;
• აკუმულატორების ტევადობა: ავტონომიურად მუშაობის დრო არანაკლებ 7
წუთი (70% დატვირთვაზე)
• სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი: 0 °C - +40 °C
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს უწყვეტი კვების სისტემის მონტაჟი,
ექსპლუატაციაში გაშვება და 1 წლის განმავლობაში ადგილზე მომსახურეობა.
მონტაჟისთვის საჭირო ყველა მასალა (ელ.სადენი, ფარი, ავტომატური
ამომრთველი) უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა.
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები,
ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი
მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის
წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.