შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის
ინსპექტორებისათვის :
1. ლაბადა - კლასიკური სტილის, გარეთა მასალა უნდა იყოს წყალგაუმტარი
ქსოვილის, ფერი-ლურჯი. (დამატებით შემსყიდველთან შეთანხმებით). შიდა
მასალად გამოყებული უნდა იყოს მათბუნებელი სინთიფონი სასარჩულე
ქსოვილითა და სალფეტკით; ლაბადა გარედან უნდა იკვრებოდეს 5 ცალი
ღილპეტლით; მარჯვენა და მარცხენა კალთა გარედან დამუშვებულია გვერდითი
დახრილი ჯიბეებით, ჯიბის ჭრილის ზომა 15სმ (+/- 2სმ), შიგნიდან - კალთქვეშებით.
მარცხენა კალთაზე შიგნიდან ლაბადის ზედა ნაწილში დამატებით არის ჯიბე
ვერტიკალურად განთავსებული ელვა შესაკრავით, ჯიბის ჭრილის ზომა 13სმ
(+/-1სმ). საყელო დგარით; ზურგი და წინა კალთები შეერთებულია მხრების არეში
არსებული ქსოვილით; უკანა მხარეს ლაბადის ქვედა ნაწილის შუაში არის
ერთი შეხსნილი. სახელოები ორ ნაწილიანი, მაჯებთან ჩაყოლებულია
მოსაჭიმი ფხრიწზე;
2. პერანგი - ღია ცისფერი (ფერი დამატებით შეთანხმდეს შემსყიდველთან),
საყელო დგარი, კლასიკური სტილის, გადაფენილი. იკვრება წინ შვიდ ღილზე და
შვიდ ღილკილოზე, საყელო სტაბილიზაციის და სიმყარის შესანარჩუნებლად
დამუშავებული სტაპლექსით (წებოვანი). სახელო გრძელი, ერთნაწილიანი,
ჩაკერებული, ბოლოში მანჟეტით ორი ღილითა და ერთი ღილკილოთი. სახელოს
შეხსნილი დამუშავებულია კანტით. მანჟეტი მეტი სიმყარისთვის
გამყარებულია (წებოვანი ქსოვილით). ზურგი ორმაგი კოკეტკით, შუაში
სტილიზებული ნაკეცით, ნაკეცის სიგანე 5სმ+/-1სმ.
3. პერანგი - თეთრი ფერის, საყელო დგარი, კლასიკური სტილის, გადაფენილი.
იკვრება წინ შვიდ ღილზე და შვიდ ღილკილოზე, საყელო სტაბილიზაციის და
სიმყარის შესანარჩუნებლად დამუშავებული სტაპლექსით (წებოვანი). სახელო
გრძელი, ერთნაწილიანი, ჩაკერებული, ბოლოში მანჟეტით ორი ღილითა და ერთი
ღილკილოთი. სახელოს შეხსნილი დამუშავებულია კანტით. მანჟეტი მეტი
სიმყარისთვის გამყარებულია (წებოვანი ქსოვილით). ზურგი ორმაგი
კოკეტკით, შუაში სტილიზებული ნაკეცით, ნაკეცის სიგანე 5სმ+/-1სმ.
4. პიჯაკი - კლასიკური სილუეტის, ნახევრად გამოყვანილი, იკვრება ორ ღილზე
ღილკილოთი, საყელო გადაფენილი, წინა კალთებზე ქვედა მხარეს მუშავდება
ორი სარქველიანი ჯიბე, ჯიბის ჭრილის ზომა 15სმ (+/-2სმ), სარჩულად პიჯაკის
ძირითადი სასარჩულე ქსოვილი, ზედა მარცხენა მხარეს ერთი ჯიბის ჭრილი
სარჩულის გარეშე, ჯიბის ჭრილის ზომა 9სმ (+/-1სმ). გრძელი სახელოთი, ბოლოში
ჭრილით და გაფორმებული ოთხი ღილით. ორივე მხარის ხაზზე შიდა მხრიდან
აქვს მხარის მაფიქსირებელი დანამატი ე.წ. "ლიპი". უკან ერთი შეხსნილით.
პიჯაკი მუშავდება შავი პოლიესტერის სარჩულით, შიდა მარცხენა მხარეს
ერთი უსარქველო ჯიბით, ჭრილის ზომა 10სმ (+/-2სმ), სასარჩულედ პიჯაკის
ძირითადი სასარჩულე ქსოვილით.
5. შარვალი - კლასიკური სტილის მუქი ლურჯი ფერის (ფერი დამატებით
შეთანხმდეს შემსყიდველთან), სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის
მიკერების ადგილას ერთი მინაკეცით. შარვალი იკვრება ელვა შესაკრავით,
წაგრძელებული საქამრის წინა ნაწილზე ერთი ღილითა და ერთი ღილკილოთი,
ხოლო შიგნიდან დუგმა შესაკრავით. შარვლის წინა კალთები უნდა
მუშავდებოდეს გვერდითი დახრილი ჯიბეებით, ჯიბის ჭრილის ზომა 16სმ (+/-2სმ),
შარვლის სათავის შიგნითა მხარე დამუშავებული უნდა იყოს კორსაჟით,
საქამრე ბალთების რაოდენობა - 6. უკანა კალთის მარჯვენა ნახევარზე
გაჭრილი უნდა იყოს ორკანტიანი ჯიბე, ჯიბის ჭრილის ზომა 13სმ (+/-2სმ).
(საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში).
6. მაისური - პოლოს სტილში მოკლე სახელოთი - . ფერი თეთრი, (დამატებით
შემსყიდველთან შეთანხმებით.) მაისური შეკერილი ,,პოლო“-ს სტილის, საყელო
დგარზე - შეკერილი თავისივე ქსოვილით, ჩადგმული საღილე 3 ღილპეტლით.
სახელო მოკლე ბოლოზე მიკერებული მანჟეტით. ფერის მედეგობა რეცხვაზე და
სინათლეზე არანაკლებ 3.
შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარატამენტის
ინსპექტორებისათვის :
1. შარვალი- კლასიკური სტილის, სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის
მიკერების ადგილას მინაკეცით. შარვალი იკვრება ელვა შესაკრავითა და
ერთი ღილით და ერთი ღილკილოთი. შარვლის წინა კალთები უნდა მუშავდებოდეს
გვერდითი დახრილი ჯიბეებით, ჯიბის ჭრილის ზომა 16სმ (+/-2სმ), საქამრე
ბალთების რაოდენობა - 6. უკანა კალთის მარჯვენა ნახევარზე გაჭრილი უნდა
იყოს ორკანტიანი ჯიბე, ჯიბის ჭრილის ზომა 13სმ (+/-2სმ), რომელიც იკვრება
ღილით და ღილკილოთი. ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე არანაკლებ
3;
2. მაისური შეკერილი ,,პოლო“-ს სტილის, ფერი მუქი ლურჯი (დამატებით
შემსყიდველთან შეთანხმებით). საყელო ჩვეულებრივი გადაფენილი, ჩადგმული
საღილე - 3 ღილით შესაკრავი. ბრენდირებული, მკერდზე მარჯვენა მხარეს
დაკერებული ნაქარგი ლოგო შევრონის სახით - ზომა 5.5x6.5 სმ, ზურგზე წარწერა
"შრომის ინსპექცია" ნაქარგი სახით - ზომა 23x8სმ. გულთან დაკერებული უნდა
იყოს კამერის სამაგრი, სახელო მოკლე ბოლოზე მიკერებული მანჟეტით.
მაისურის ბოლო შეკეცილი 2 სმ. სიგანით. (საორიენტაციოდ იხილეთ
ფოტო-ნიმუში). ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე არანაკლებ 3.
3. მაისური შეკერილი ,,პოლო“-ს სტილის, ფერი მუქი ლურჯი (დამატებით
შემსყიდველთან შეთანხმებით). საყელო ჩვეულებრივი გადაფენილი, ჩადგმული
საღილე - 3 ღილით შესაკრავი. ბრენდირებული, მკერდზე მარჯვენა მხარეს
დაკერებული ნაქარგი ლოგო შევრონის სახით - ზომა 5.5x6.5 სმ, ზურგზე წარწერა
"შრომის ინსპექცია" ნაქარგი სახით - ზომა 23x8სმ. გულთან დაკერებული უნდა
იყოს კამერის სამაგრი, სახელო გრძელი ბოლოზე მიკერებული მანჟეტით.
მაისურის ბოლო შეკეცილი 2 სმ. სიგანით. (საორიენტაციოდ იხილეთ
ფოტო-ნიმუში). ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე არანაკლებ 3;
4. ჟილეტი - თავისუფალი სტილის, ფერი - მუქი ლურჯი (დამატებით
შემსყიდველთან შეთანხმებით), უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით,
მარჯვენა და მარცხენა კალთა დამუშავებული გვერდითი დახრილი ჯიბეებით,
ჯიბის ჭრილის ზომა 15სმ (+/-2სმ), შიგნიდან სარჩულით და კალთქვეშებით.
ჟილეტის შიდა მარცხენა მხარეს 1 ჯიბე, ჯიბის ჭრილის ზომა 13სმ (+/-1სმ). ჟილეტს
გარედან შუა ნაწილში დაკერებული უნდა ქონდეს 5სმ სიგანის შუქამრეკლი
ლენტი როგორც წინა კალთებზე, ისე - უკანა ნაწილზე. ბრენდირებული, მკერდზე
მარჯვენა მხარეს დაკერებული ნაქარგი ლოგო შევრონის სახით - ზომა 5.5x6.5 სმ,
ზურგზე წარწერა "შრომის ინსპექცია" ნაქარგი სახით - ზომა 23x8სმ. გულთან
დაკერებული უნდა იყოს კამერის სამაგრი.
შენიშვნა:
1. საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში.
2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის და
უტილიზაციისათვის უსაფრთხო;
3. მიწოდებულ საქონელზე დატანილი უნდა იყოს ქსოვილის მატერიის
შემადგენლობა.
4. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შრომის ინსპექტორების
ინდივიდუალური აზომვა.
5. შემსყიდველის ლოგო და დასახელება დამატებით დაზუსტდება
შემსყიდველთან შეთანხმებით