Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Структурные продукты (Грузия - Тендер #41583097)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 41583097
Дата публикации: 08-05-2023
Сумма контракта: 46 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009991
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2023 10:21
Начало приема предложения 15.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.05.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 46`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44200000-Структурные продукты
Коды классификатора
  • 44211110 - Коттеджи
Срок подачи სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა). ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
(შენიშვნა:პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვის შედგენისას იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 14.01.2014 წლის №55 დადგენილების შესაბამისად).
ბ). შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ). ინფორმაცია შესრულების ვადისა და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ). ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი.
ე). ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок ერთი ერთეული მეტყევეთა სახლის/კორდონის მშენებლობა
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 460 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 08.05.2023 09:41
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 08.05.2023 10:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=518663&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომის სატყეოს კვარტალ №43-ის ლიტერ №20-ში მეტყევეთა სახლის/კორდონის მშენებლობ.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს: ერთი ერთეული მეტყევეთა სახლის/კორდონის მშენებლობა, რომლის პროექტი თან ერთვის.
:2) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
საპროექტო ობიექტი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში. სოფელ ღორჯომის სატყეოს კვარტალ №43-ის ლიტერ №20-ში მდებარე ტერიტორიაზე.
შენობა დანიშნულებით წარმოადგენს საზოგადოებრივ ობიექტს და განკუთვნილია მეტყევეთა სამყოფელად.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კოტეჯის ელ მომარაგების, წყალმომარაგების და კანალიზაციის გაყვანილობის მოწყობას.
მშენებლობა განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც განახორციელებს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი
შესრულებული სამუშაოების მიღება ტექნიკური ზედამხედველების კონტროლის ქვეშ დადგენილი წესით აუცილებელია.
ქვემოთ ჩამოთვლილია მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, დადგენილებები და სხვა ნორმატიული დოკუმენტაცია, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს სამშენებლო ორგანიზაციამ სამშენებლო-სამონტაჟო, მოპირკეთებისა და სპეციალური სამუშაოების წარმოების დროს:
_ სამშენებლო ნორმები და წესები _ ,,ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-09);
_ სამშენებლო ნორმები და წესები _ ,,სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01.01-09);
_ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N 449 ბრძანება „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ”;
_ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება N 62 „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;
_ სნ და წ 3.03.01-87 ,,მზიდი და შემოფარგვლელი კონსტრუქციები’’;
_ სნ და წ ^^^-21-79 ,,სამშენებლო კონსტრუქციების მოსაპირკეთებელი სამუშაოები’’;
სპეციფიკაციები და ნახაზები (არსებობის შემთხვევაში) ატვირთული იქნება სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის დამატებების სახით.
სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშებისას პრეტენდეტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვაში გაანგარიშებული უნდა იყოს „გაუთვალისწინებული ხარჯები“ არაუმეტეს 3%-ის ოდენობით. „გაუთვალისწინებული ხარჯები“ გაიწევა შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.
პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის იმ ნაწილში სადაც მოცმეული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
3) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დაწყების დღის შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) სამშენებლო მოედანი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომის სატყეოს კვარტალ №43-ის ლიტერ №20-ში.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდეგ არ გამოავლენს დეფექტებს.
2) შესყიდვის ობიექტის საგარანტიო/ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.
4) ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯებისანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) ა)ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვარიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დასრულების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და სარემონტო (შეკეთება/მოპირკეთება/აღჭურვა) სამუშაოები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და სარემონტო (შეკეთება/მოპირკეთება/აღჭურვა) სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლ(ებ)ი, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 (სადაც დეტალურად აღწერილი იქნება ზ/აღნიშნული სახის გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაოების კონკრეტული ჩამონათვალი).
2. თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და შესრულებული აქვს სამუშაოები როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა.
3. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნებ NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დამატებით წარმოდგენას არ საჭიროებს (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი)
2) ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა აკმაკოფილებდეს 2.2 პუნქტ(ებ)ის მოთხოვნებს, აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2.2 პუნქტ(ებ)ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
3) პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იურიდიული ფორმის შესახებ ინფორმაცია სისტემის მეშვეობით.
4) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.
5) ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
6) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სტენდერო კომისიას.
7) ქვეკონტრაქტორის არ არსებობის შემთხვევაში 2.8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1). ჩამოთვლილი საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციით (განმარტებითი ბარათით, ნახაზებით, ხარჯთაღრიცხვით და სხვა).
5) მშენებლობის პროცესების დროს გამოიყენება ასაწყობი ხარაჩოები.
6) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიება უნდა იყოს დაცული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოების ყველა ეტაპზე სნ დაწ III-4-80 ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში" და ინსტრუქციებიდან ,,სამშენებლო სამუშაოების სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ"
7) სამუშაოთა დაწყების წინ იმ ადგილებში, სადაც არსებობს ან შეიძლება წარმოიქმნას საწარმოო საშიშროება სამუშაოების პასაუხიმგებელ შემსრულებელს აუცილებლად უნდა მიეცეს განწესი-დაშვება არსებული ფორმის მიხედვით.
8) შენობის მშენებლობისას ხარაჩოები და ფიცარნაგები უნდა მოეწყოს საევაკუაციო გზე-ბის დაპროექტების ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.
9) შესყიდვის ობიექტის მოწოდების პროცესში ყველა გამოყენებული მასალები და სხვა შესაბამისი საგნები უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
10) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ნიბისმიერ ეტაპზე, მოთხოვნის შემთხვევაში, დასამტკიცებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შეთანხმებული შესყიდვის ობიექტისათვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და სხვა შესაბამისი საგნების ნიმუშები. იმ შემთხვევაში, თუ, წარმოდგენილი მასალები და სხვა შესაბამისი საგნები არ იქნება მოწონებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალები და სხვა შესაბამისი საგნები.
11) შესყიდვის ობიექტის მოწოდებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შესყიდვის ობიექტში გამოყენებული მასალების და სხვა შესაბამისი საგნების ძირითად ნაწილზე მოითხოვოს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატები (უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
12) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ან მისი ნაწილის დასრულების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
13) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
14) მიწოდების ეტაპზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) შესაბამისობის და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა (ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის). იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. საექსპერტო მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
15) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი აკრედიტაციის / დამადასტურებელი დოკუმენტისს ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად სამუშაოს შესრულების გათვალისწინებით შესაბამისი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2-ის, მიღება-ჩაბარების აქტის/სასაქონლო ზედნადების/ანგარიშ-ფაქტურის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) საფუძველზე.
3) ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად (პერიოდულად), შუალედური ანგარიშსწორებით. ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება სამუშაოს შესრულების ეტაპის (პერიოდის) დასრულების შესახებ შესაბამისი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2-ის, მიღება-ჩაბარების აქტის/სასაქონლო ზედნადების/ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თემურ ბოლქვაძე, 599819191, temurbolkvadze@gmail.com 1) სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია შემსყიდველის სატენდერო კომისიის აპარატში, მიმართვის შემთხვევაში. ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N51; E mail: satyeosaagento1@gmail.com, საკონტაქტო პირი: თემურ ბოლქვაძე; ტელ: +99571 10 18 36

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება).
- ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.
- პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
9) სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში), არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილი (იხ. დანართი №1).
10) ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია (ელექტრონული გარანტია) სატენდერო განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru