1.2.1 სამუშაო შეხვედრის აღწერილობა:
1.2.1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, იუნესკოს შემოქმედებითი
ქალაქებისა და თბილისი იუნესკოს მედია ქალაქის პროგრამის ფარგლებში,
გეგმავს ოთხდღიან გასვლით, სამუშაო შეხვედრას - „ვორქშოპს“, კახეთის
რეგიონში. „ვორქშოპის“ ამოცანაა „იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“
სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების
სამოქმედო გეგმის შექმნა.
1.2.1.2 „ვორქშოპის“ მიზანია, საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე
დაფუძნებული სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და
განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნა და საერთაშორისო
სტანდარტებისა და იუნესკოს კრიტერიუმების თანახმად, მედია ხელოვნების
სექტორის გაძლიერება თბილისში. პროგრამის „თბილისი იუნესკოს მედია
ხელოვნების ქალაქი“ განვითარების და გაძლიერებისთვის
მნიშვნელოვანია, სხვადასხა ეტაპზე სამუშაო შეხვედრების -
„ვორქშოპების“ ჩატარება, რომლის დროსაც, მედია ხელოვნების სფეროს
წარმოამდგენლები, ხელოვნების კურატორები, არტისტები, საერთაშორისო
ექსპერტები და პროგრამის მენეჯერები შეძლებენ, გამოცდილებისა და
ცოდნის გაზიარებას. ამასთანავე, შეიმუშავებენ მედია ხელოვნების
განვითარების მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას.
1.2.1.3 „ვორქშოპში“ მონაწილეობას მიიღებენ „თბილისი იუნესკოს მედია
ხელოვნების ქალაქის“ პროგრამის მენეჯერები, იუნესკოს შემოქმედებითი
ქალაქების ქსელის წარმომადგენლები (ონლაინ), თბილისის მედია სივრცის
არტისტები, მედია ხელოვნების კურატორები და თბილისის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლები.
1.2.1.4 „ვორქშოპის“ მომხსენებლები იქნებიან „თბილისი იუნესკოს მედია
ხელოვნების ქალაქის“ მენეჯერები, თბილისის კულტურის სამსახურის
წარმომადგენლები და მედია ხელოვნების 3 (სამი) კურატორი.
1.2.1.5 „ვორქშოპის“ მონაწილეთათვის მედია ხელოვნების კურატორების მიერ
ჩასატარებელი სალექტიო კურსის მთავარ კონცეფციას ადგენს
შემსყიდველი.
1.2.2 მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი მომსახურება მოიცავს:
1.2.2.1 მედია ხელოვნების 3 (სამი) კურატორით მომსახურებას („ვორქშოპის“
თემატიკის მიხედვით შერჩეული);
1.2.2.2 ერთი ფოტოგრაფით მომსახურებას;
1.2.2.3 ერთი ტექნიკური პერსონალით მომსახურებას;
1.2.2.4 სასტუმრო მომსახურებას:
1.2.2.4.1 არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ორადგილიანი ნომრით მომსახურებას
(შესაბამისი რაოდენობის ორადგილიანი ნომრების არარსებობის
შემთხვევაში შესაძლებელია 30 პერსონაზე შერეულად ერთადგილიან ან/და
ორადგილიან ნომრებში განთავსება);
1.2.2.4.2 არაუმეტეს 4 (ოთხი) ერთადგილიანი ნომრით მომსახურებას;
1.2.2.4.3 საჭიროების შემთხვევაში შშმ პირებზე ადაპტირებული დამატებით
არაუმეტეს 2 (ორი) ერთადგილიანი ნომერით მომსახურებას;
1.2.2.4.4 საორგანიზაციო ჯგუფისთვის არაუმეტეს 4 (ოთხი) ერთადგილიანი
თავისუფალი ნომერის მობილიზების მომსახურება (აღნიშნული ნომრების
ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი საკუთარი ხარჯებთ,
მიმწოდებელს ევალება მხოლოდ „ვორქშოპის“ პერიოდში თავისუფალი
ნომრების მობილიზება);
1.2.2.5 მონაწილეთა ტრანსპორტირებას სანიტარულ-ჰიგიენის ნორმები დაცული და
კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით თბილისიდან განთავსების
ადგილამდე, ხოლო „ვორქშოპის“ დასრულების შემდგომ განთავსების
ადგილიდან თბილისამდე.
1.2.3 მედია ხელოვნების კურატორი:
1.2.3.1 მედია ხელოვნების კურატორებით მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს
მიმწოდებელი.
1.2.3.2 მედია ხელოვნების კურატორი (თოთიეული) უნდა აკმაყოფილებდეს
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
1.2.3.3 მედია ხელოვნების კურატორები ვალდებულები არიან, დანართი N2-ის
(„იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების
სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო
შეხვედრის - „ვორქშოპის“ ჩატარების პროგრამა“) შესაბამისად, ჩაატარონ
„ვორქშოპები“.
1.2.3.4 მიმწოდებელი ვალდებულია მედია ხელოვნების კურატორები უზრუნველყოს
„ვორქშოპისთვის“ საჭირო ინვენტარით ან/და საკანცელარიო ნივთებით.
1.2.3.5 კურატორი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებით თავად შეიმუშავოს
სალექციო კურსის თემატიკა და მსვლელობა.
1.2.4 ფოტოგრაფი:
1.2.4.1 „ვორქშოპის“ მსვლელობის პერიოდში განხორციელებული აქტივობების
ფოტოგადაღებისათვის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფოტოაპარატით და
ფოტო-ვიდეო დრონით აღჭურვილი ფოტოგრაფით მომსახურება.
1.2.5 ტექნიკური პერსონალი:
1.2.5.1 „ვორქშოპის“ მსვლელობის პერიოდში გამოყენებული პროექტორის,
სკანერის, პრინტერის და აუდიო სისტემის და სხვა ტექნიკური
მოწყობილობების გამართვისა და „zoom“ ჩართვების განსახორციელებლად
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალით მომსახურება.
1.2.6 სასტუმრო მომსახურება:
1.2.6.1 სასტუმრო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისთვის (საცხოვრებელი ფართი, სველი წერტილები, საერთო მოხმარების
სივრცე, სასადილო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი);
1.2.6.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება
იზოლირებული გარე სივრცისგან და ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები,
პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) კეთილმოწყობილი;
1.2.6.3 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
1.2.6.4 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს
ჰიგიენის ნორმებს;
1.2.6.5 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
1.2.6.5.1 უნდა იყოს არაუმეტეს ორ ადგილიანი;
1.2.6.5.2 დამატებით უნდა იყოს 4 ერთადგილიანი ოთახი კურატორებისთვის და
ფოტოგრაფისთვის;
1.2.6.5.3 შეზღუდული შესაძებლობების პირებისთვის უნდა იყოს არაუმეტეს ორი
ერთეული ერთადგილიანი ოთახი, ადაპტირებული აბაზანა-ტუალეტით.
1.2.6.5.4 „ვორქშოპის“ მიმდინარეობის პერიოდში სასტუმროში სავალდებულოა
იყოს 4 ერთადგილიანი თავისუფალი ნომერი ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის.
1.2.6.6 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი
წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
1.2.6.7 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და
გაგრილების სისტემით;
1.2.6.8 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი
საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
1.2.6.9 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი
პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი,
თმის საშრობი);
1.2.6.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი,
ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
1.2.6.11 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური
წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
1.2.6.12 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი
წვდომა;
1.2.6.13 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო
დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი
დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი,
ტელევიზორი, დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
1.2.6.14 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის ნორმებს;
1.2.6.15 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე.
1.2.6.16 დაცული უნდა იყოს მონაწილეთა უსაფრთხოება;
1.2.6.17 ეზო უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.6.18 ოთახები უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.6.19 თეთრეული და პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ორ დღეში ერთხელ;
1.2.6.20 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით
თეთრეულის ან/და პირსახოცების გამოცვლა/დამატება;
1.2.6.21 საკონფერენციო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი
საკანცელარიო ნივთებით:
1.2.6.21.1 A4 (210X297) ფორმატის ფურცლებით - არანაკლებ 2 შეკვრა;
1.2.6.21.2 საწერი კალამით - არანაკლებ 50 ცალი;
1.2.6.21.3 ფანქარით - არანაკლებ 50 ცალი;
1.2.6.21.4 მარკერი - არანაკლებ 30 ცალი;
1.2.6.21.5 თეთრი დაფით - არანაკლებ 1 ცალი;
1.2.6.21.6 თეთრი დაფის მარკერით - არანაკლებ 5 ცალი;
1.2.6.21.7თეთრი დაფის საშლელი ღრუბელით - არანაკლებ 2 ცალი.
1.2.6.22 კვება:
1.2.6.22.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.6.22.1.1 მონაწილეთა და საორგანიზაციო ჯგუფის (არაუმეტეს 34 პერსონის) დღეში
სამჯერადი სრულფასოვანი კვება (საუზმე, სადილი, ვახშამი);
1.2.6.22.1.2 „ვორქშოპის“ მსვლელობისას, დღეში ერთხელ დამატებითი შესვენება
მსუბუქი დესერტით, ყავა, ჩაი, არაგაზირებული მინერალური წყალი,
ნატურალური წვენი (დრო შემსყიდველთან შეთანხმებით).
1.2.6.22.2 მიმწოდებლის მიერ მონაწილეთა კვებისთვის გამოყენებული რაციონი
უნდა იყოს ჯანსაღი და შედიოდეს რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი,
თევზი, ტკბილეული, ცომეული. ამასთანავე, ჩაი, ყავა, წყალი, მინერალური
სასმელი, წვენი.
1.2.7 ტრანსპორტირება:
1.2.7.1 მონაწილეთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი
სატრანსპორტო საშუალებით.
1.2.7.2 მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო
საშუალება (ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი) უნდა იყოს:
1.2.7.2.1 არანაკლებ 20 ადგილიანი;
1.2.7.2.2 კომფორტული, კონდიცირებული და სანიტერულ-ჰიგიენური ნორმები
დაცული;
1.2.7.2.3 არანაკლებ 2015 წელს გამოშვებული.
1.2.7.2.4 სრულიად გამართული (სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს
ტექნიკური ინსპექტირება);
1.2.7.3 მომსახურების გამწევ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს
შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
1.2.7.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევამდე 3 დღით ადრე:
1.2.7.4.1 შემსყიდველს წარმოუდგინოს მძღოლ(ებ)ის პირადო(ბე)ბის, მართვის
მოწმო(ბე)ბის და სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური პასპორტ(ებ)ის
ასლები;
1.2.7.4.2 აჩვენოს და დაათვალიერებინოს სატრანსპორტო
საშუალება/საშუალებები.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა საორგანიზაციო საკითხი წინასწარ
ჰქონდეს გაწერილი და მის მიერ ორგანიზებული საკითხები
ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად (ტრანსპორტირება, განთავსება, მძღოლის
მომსახურება და ა.შ.).
1.2.9 სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირების სახელობითი სია მიმწოდებელს
გადაეცემა დავალებასთან ერთად.
1.2.10 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის
მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერში წინადადების
მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში,
შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო)
სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს
შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.
ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის
შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის
სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში,
შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო)
სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს
შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.2.11 „იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების
სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო
შეხვედრის - „ვორქშოპის“ ჩატარების პროგრამა“ (დანართი N2) ატვირთულია 1.2
პუნქტში.
1.2.12 გასაწევი მომსახურების დასახელება, განზომილება და რაოდენობა
მითითებულია მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1), რომელიც
ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.