Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #41142982)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 41142982
Дата публикации: 25-04-2023
Сумма контракта: 53 015


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009130
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2023 22:18
Начало приема предложения 03.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 05.05.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 53`015.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80520000 - Учебная материально-техническая база
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო შეხვედრის - „ვორქშოპის“ ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 212.00 GEL
Размер гарантии 530 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tornike shemozashvili :: 24.04.2023 16:04
  • Последнее исправление: joto pataraia :: 25.04.2023 22:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=516631&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო შეხვედრის - „ვორქშოპის“ ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაო შეხვედრის აღწერილობა:
1.2.1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქებისა და თბილისი იუნესკოს მედია ქალაქის პროგრამის ფარგლებში, გეგმავს ოთხდღიან გასვლით, სამუშაო შეხვედრას - „ვორქშოპს“, კახეთის რეგიონში. „ვორქშოპის“ ამოცანაა „იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“ სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნა.
1.2.1.2 „ვორქშოპის“ მიზანია, საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნა და საერთაშორისო სტანდარტებისა და იუნესკოს კრიტერიუმების თანახმად, მედია ხელოვნების სექტორის გაძლიერება თბილისში. პროგრამის „თბილისი იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“ განვითარების და გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხა ეტაპზე სამუშაო შეხვედრების - „ვორქშოპების“ ჩატარება, რომლის დროსაც, მედია ხელოვნების სფეროს წარმოამდგენლები, ხელოვნების კურატორები, არტისტები, საერთაშორისო ექსპერტები და პროგრამის მენეჯერები შეძლებენ, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ამასთანავე, შეიმუშავებენ მედია ხელოვნების განვითარების მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას.
1.2.1.3 „ვორქშოპში“ მონაწილეობას მიიღებენ „თბილისი იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“ პროგრამის მენეჯერები, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წარმომადგენლები (ონლაინ), თბილისის მედია სივრცის არტისტები, მედია ხელოვნების კურატორები და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლები.
1.2.1.4 „ვორქშოპის“ მომხსენებლები იქნებიან „თბილისი იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“ მენეჯერები, თბილისის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და მედია ხელოვნების 3 (სამი) კურატორი.
1.2.1.5 „ვორქშოპის“ მონაწილეთათვის მედია ხელოვნების კურატორების მიერ ჩასატარებელი სალექტიო კურსის მთავარ კონცეფციას ადგენს შემსყიდველი.

1.2.2 მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი მომსახურება მოიცავს:
1.2.2.1 მედია ხელოვნების 3 (სამი) კურატორით მომსახურებას („ვორქშოპის“ თემატიკის მიხედვით შერჩეული);
1.2.2.2 ერთი ფოტოგრაფით მომსახურებას;
1.2.2.3 ერთი ტექნიკური პერსონალით მომსახურებას;
1.2.2.4 სასტუმრო მომსახურებას:
1.2.2.4.1 არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ორადგილიანი ნომრით მომსახურებას (შესაბამისი რაოდენობის ორადგილიანი ნომრების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია 30 პერსონაზე შერეულად ერთადგილიან ან/და ორადგილიან ნომრებში განთავსება);
1.2.2.4.2 არაუმეტეს 4 (ოთხი) ერთადგილიანი ნომრით მომსახურებას;
1.2.2.4.3 საჭიროების შემთხვევაში შშმ პირებზე ადაპტირებული დამატებით არაუმეტეს 2 (ორი) ერთადგილიანი ნომერით მომსახურებას;
1.2.2.4.4 საორგანიზაციო ჯგუფისთვის არაუმეტეს 4 (ოთხი) ერთადგილიანი თავისუფალი ნომერის მობილიზების მომსახურება (აღნიშნული ნომრების ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი საკუთარი ხარჯებთ, მიმწოდებელს ევალება მხოლოდ „ვორქშოპის“ პერიოდში თავისუფალი ნომრების მობილიზება);
1.2.2.5 მონაწილეთა ტრანსპორტირებას სანიტარულ-ჰიგიენის ნორმები დაცული და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით თბილისიდან განთავსების ადგილამდე, ხოლო „ვორქშოპის“ დასრულების შემდგომ განთავსების ადგილიდან თბილისამდე.

1.2.3 მედია ხელოვნების კურატორი:
1.2.3.1 მედია ხელოვნების კურატორებით მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
1.2.3.2 მედია ხელოვნების კურატორი (თოთიეული) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
1.2.3.3 მედია ხელოვნების კურატორები ვალდებულები არიან, დანართი N2-ის („იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო შეხვედრის - „ვორქშოპის“ ჩატარების პროგრამა“) შესაბამისად, ჩაატარონ „ვორქშოპები“.
1.2.3.4 მიმწოდებელი ვალდებულია მედია ხელოვნების კურატორები უზრუნველყოს „ვორქშოპისთვის“ საჭირო ინვენტარით ან/და საკანცელარიო ნივთებით.
1.2.3.5 კურატორი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებით თავად შეიმუშავოს სალექციო კურსის თემატიკა და მსვლელობა.

1.2.4 ფოტოგრაფი:
1.2.4.1 „ვორქშოპის“ მსვლელობის პერიოდში განხორციელებული აქტივობების ფოტოგადაღებისათვის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფოტოაპარატით და ფოტო-ვიდეო დრონით აღჭურვილი ფოტოგრაფით მომსახურება.

1.2.5 ტექნიკური პერსონალი:
1.2.5.1 „ვორქშოპის“ მსვლელობის პერიოდში გამოყენებული პროექტორის, სკანერის, პრინტერის და აუდიო სისტემის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამართვისა და „zoom“ ჩართვების განსახორციელებლად მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალით მომსახურება.

1.2.6 სასტუმრო მომსახურება:
1.2.6.1 სასტუმრო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (საცხოვრებელი ფართი, სველი წერტილები, საერთო მოხმარების სივრცე, სასადილო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი);
1.2.6.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება იზოლირებული გარე სივრცისგან და ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები, პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) კეთილმოწყობილი;
1.2.6.3 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
1.2.6.4 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის ნორმებს;
1.2.6.5 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
1.2.6.5.1 უნდა იყოს არაუმეტეს ორ ადგილიანი;
1.2.6.5.2 დამატებით უნდა იყოს 4 ერთადგილიანი ოთახი კურატორებისთვის და ფოტოგრაფისთვის;
1.2.6.5.3 შეზღუდული შესაძებლობების პირებისთვის უნდა იყოს არაუმეტეს ორი ერთეული ერთადგილიანი ოთახი, ადაპტირებული აბაზანა-ტუალეტით.
1.2.6.5.4 „ვორქშოპის“ მიმდინარეობის პერიოდში სასტუმროში სავალდებულოა იყოს 4 ერთადგილიანი თავისუფალი ნომერი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის.
1.2.6.6 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
1.2.6.7 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და გაგრილების სისტემით;
1.2.6.8 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
1.2.6.9 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, თმის საშრობი);
1.2.6.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი, ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
1.2.6.11 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
1.2.6.12 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი წვდომა;
1.2.6.13 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი, ტელევიზორი, დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
1.2.6.14 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის ნორმებს;
1.2.6.15 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე.
1.2.6.16 დაცული უნდა იყოს მონაწილეთა უსაფრთხოება;
1.2.6.17 ეზო უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.6.18 ოთახები უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.6.19 თეთრეული და პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ორ დღეში ერთხელ;
1.2.6.20 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით თეთრეულის ან/და პირსახოცების გამოცვლა/დამატება;
1.2.6.21 საკონფერენციო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი საკანცელარიო ნივთებით:
1.2.6.21.1 A4 (210X297) ფორმატის ფურცლებით - არანაკლებ 2 შეკვრა;
1.2.6.21.2 საწერი კალამით - არანაკლებ 50 ცალი;
1.2.6.21.3 ფანქარით - არანაკლებ 50 ცალი;
1.2.6.21.4 მარკერი - არანაკლებ 30 ცალი;
1.2.6.21.5 თეთრი დაფით - არანაკლებ 1 ცალი;
1.2.6.21.6 თეთრი დაფის მარკერით - არანაკლებ 5 ცალი;
1.2.6.21.7თეთრი დაფის საშლელი ღრუბელით - არანაკლებ 2 ცალი.
1.2.6.22 კვება:
1.2.6.22.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.6.22.1.1 მონაწილეთა და საორგანიზაციო ჯგუფის (არაუმეტეს 34 პერსონის) დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება (საუზმე, სადილი, ვახშამი);
1.2.6.22.1.2 „ვორქშოპის“ მსვლელობისას, დღეში ერთხელ დამატებითი შესვენება მსუბუქი დესერტით, ყავა, ჩაი, არაგაზირებული მინერალური წყალი, ნატურალური წვენი (დრო შემსყიდველთან შეთანხმებით).
1.2.6.22.2 მიმწოდებლის მიერ მონაწილეთა კვებისთვის გამოყენებული რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი და შედიოდეს რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი, ტკბილეული, ცომეული. ამასთანავე, ჩაი, ყავა, წყალი, მინერალური სასმელი, წვენი.

1.2.7 ტრანსპორტირება:
1.2.7.1 მონაწილეთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი სატრანსპორტო საშუალებით.
1.2.7.2 მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი) უნდა იყოს:
1.2.7.2.1 არანაკლებ 20 ადგილიანი;
1.2.7.2.2 კომფორტული, კონდიცირებული და სანიტერულ-ჰიგიენური ნორმები დაცული;
1.2.7.2.3 არანაკლებ 2015 წელს გამოშვებული.
1.2.7.2.4 სრულიად გამართული (სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება);
1.2.7.3 მომსახურების გამწევ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
1.2.7.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევამდე 3 დღით ადრე:
1.2.7.4.1 შემსყიდველს წარმოუდგინოს მძღოლ(ებ)ის პირადო(ბე)ბის, მართვის მოწმო(ბე)ბის და სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური პასპორტ(ებ)ის ასლები;
1.2.7.4.2 აჩვენოს და დაათვალიერებინოს სატრანსპორტო საშუალება/საშუალებები.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა საორგანიზაციო საკითხი წინასწარ ჰქონდეს გაწერილი და მის მიერ ორგანიზებული საკითხები ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად (ტრანსპორტირება, განთავსება, მძღოლის მომსახურება და ა.შ.).
1.2.9 სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირების სახელობითი სია მიმწოდებელს გადაეცემა დავალებასთან ერთად.
1.2.10 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.

1.2.11 „იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის და თბილისის მედია ხელოვნების სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განვითარების სამუშაო შეხვედრის - „ვორქშოპის“ ჩატარების პროგრამა“ (დანართი N2) ატვირთულია 1.2 პუნქტში.
1.2.12 გასაწევი მომსახურების დასახელება, განზომილება და რაოდენობა მითითებულია მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1), რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის დაწყების დრო: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 01 ივნისისა, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალებაში მითითებული იქნება მომსახურების გაწევის ზუსტი პერიოდი.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალებას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს „ვორქშოპის“ ჩატარებამდე გონივრულ ვადაში.
1.4.4 მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა:
1.4.4.1 4 (ოთხი) კალენდარული დღე:
1.4.4.1.1 თბილისიდან გამგზავრების დრო: არაუგვიანეს 10:00 საათისა;
1.4.4.1.2 მომსახურების გაწევის ადგილიდან თბილისში გამომგზავრების დრო: არაუგვიანეს 14:00 საათისა.
1.4.4.2 სასტუმროში გასატარებელი ღამეების რაოდენობა: 3 ღამე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კახეთის რეგიონი

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს „ვორკშოპის“ ჩატარებელად და მონაწილეთა განსათავსებელად შემოთავაზებული სასტუმროს/სასტუმროების შესახებ ინფორმაცია (სასტუმროს დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია). პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო/სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.6 და 2.3.1.2 პუნქტების მოთხოვნებს.
2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული:
2.3.1.2.1 სასტუმრო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (საცხოვრებელი ფართი, სველი წერტილები, საერთო მოხმარების სივრცე, სასადილო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი);
2.3.1.2.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები, პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) და იზოლირებული გარე სივრცისგან;
2.3.1.2.3 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
2.3.1.2.4 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის ნორმებს;
2.3.1.2.5 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
2.3.1.2.5.1 უნდა იყოს არაუმეტეს ორ ადგილიანი;
2.3.1.2.5.2 დამატებით უნდა იყოს 4 ერთადგილიანი ოთახი კურატორებისთვის და ფოტოგრაფისთვის;
2.3.1.2.5.3 შეზღუდული შესაძებლობების პირებისთვის უნდა იყოს არაუმეტეს ორი ერთეული ერთადგილიანი ოთახი, ადაპტირებული აბაზანა-ტუალეტით.
2.3.1.2.5.4 „ვორქშოპის“ მიმდინარეობის პერიოდში სასტუმროში სავალდებულია იყოს 4 ერთადგილიანი თავისუფალი ნომერი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის.
2.3.1.2.6 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
2.3.1.2.7 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და გაგრილების სისტემით;
2.3.1.2.8 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
2.3.1.2.9 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, თმის საშრობი);
2.3.1.2.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი, ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
2.3.1.2.11 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
2.3.1.2.12 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი წვდომა;
2.3.1.2.13 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი, ტელევიზორი, დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
2.3.1.2.14 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილს ჰიგიენის ნორმებს;
2.3.1.2.15 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე.
2.3.1.3 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასტუმრო) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტთან შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ მედია ხელოვნების კურატორს (თითოეულს) უნდა ჰქონდეს სალექციო კურსების ან/და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, მათ შორის 2017 წლის პირველი იანვრიდან მედია ხელოვნების კურატორს, მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული როგორც მედია ხელოვნების პროექტის კურატორს/არტისტს/ტექნიკურ მენეჯერს/ტრენერს 3 ადგილობრივ და 3 საერთაშორისო პროექტში. პროექტებში მონაწილეობის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს კურატორის მიერ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც დადასტურებული იქნება დამკვეთის/შემსყიდველის მიერ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თორნიკე შემოზაშვილი, 514040014, t.shemozashvili@tbilisi.gov.ge , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: თამარ თოფურიძე, მობილური ტელეფონის ნომერი: 514 00 06 06, ელ-ფოსტა: topuridze.tamar@gmail.com.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

10.1.8 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.8.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით.
10.1.8.2 ინფორმაცია შემოთავაზებული სასტუმრო(ებ)ის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის შესაბამისად.
10.1.8.3 ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru