Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #41142920)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "State Military Scientific Technihal Centre "Delta"
Номер конкурса: 41142920
Дата публикации: 25-04-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230009069
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2023 14:03
Начало приема предложения 05.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2023 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`680`347.01 GEL
Контрактная цена объекта закупки 75`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ სსსტც "დელტა"-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება (ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.
Количество и объём закупок საჭიროებიდან გამომდინარე, პრეისკურანტის შესაბამისად
Шаг снижения цены 6`721.39 GEL
Размер гарантии 750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: manana dzuliashvili :: 17.03.2023 10:45
  • Последнее исправление: manana dzuliashvili :: 25.04.2023 14:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=510159&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ სსსტც "დელტა"-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება (ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სსტც „დელტა“-ს ბალანსზე არსებული ცხრილში მითითებული ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (პრეისკურანტის გათვალისწინებით).
1.2.2. ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყონებლივ, რიგგარეშე;
1.2.3. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით გარდა პრეისკურანტში გათვალისწინებული მეორადი სათადარიგო ნაწილისა, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და შეესაბამებოდეს ავტომობილებისათვის დადგენილ სტანდარტებს;
1.2.4. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე (წერილი, ელ.ფოსტა ან/და სხვა ელექტრონული საშუალებები) უნდა ჩაატაროს შესაკეთებელი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა.
1.2.5. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს მიმწოდებელი აღმოფხვრის დამატებითი ანაზღაურების გარეშე;
1.2.6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%‐ს;
1.2.7. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (გამარჯვებულად გამოვლენამდე) გადაუმოწმოს მის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და სერვისცენტრი/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შემდეგი ვადების გათვალისწინებით:
1.4.1. შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ძრავის ზეთის, ზეთის ფილტრის, ჰაერის ფილტრის, სალონის ფილტრის, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლის ვადა განისაზღვრება 1 სამუშაო დღით;
1.4.2. სავალი ნაწილის შეკეთების ვადა განისაზღვრება 1-დან 10-მდე სამუშაო დღით (დეტალის შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში).
1.4.3. აგრეგატების შეკეთების/შეცვლის ვადა განისაზღვრება 1-დან 15-მდე სამუშაო დღით.
1.4.4. სამღებრო/სათუნუქე სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება 3-დან 15-მდე სამუშაო დღით.
1.4.5. თუ, დაზიანების/დაზიანებული ნაწილის განსაკუთრებით რთული ხასიათის გამო, აღნიშნულ ვადებში ვერ ხერხდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა, მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 სერვის ცენტრის საშუალებით ქ. თბილისის მასშტაბით.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი საგარანტიო ვადები:
1.7.1.1. არანაკლებ 1 წელი, გარდა ელექტრონათურები (გარდა XENON-ის ნათურისა), ელექტრომცველები, შუშის საწმენდი რეზინები (ჯაგრისები), სამუხრუჭე ხუნდები, მომჭიმი საკისარი, ანთების სანთლები, მტვერდამცავები და ყველა სხვა სწრაფადცვეთადი დეტალებისა.

1.7.1.2. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) - არანაკლებ 6 თვე;

1.7.1.3.გადაბმულობის კომპლექტზე- არანაკლებ 40000 კმ, სამუხრუჭე ხუნდებზე-არანაკლებ 20000კმ, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე - არანაკლებ 40000 კმ;

1.7.1.4. საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.5. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს მიმწოდებელი აღმოფხვრის დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ამასთან 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ქონდეს ყოველ წელს არანაკლებ 85,000.00 ლარის ღირებულების გამოცდილება, რომლის თაობაზეც უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ცხრილის სახით (დანართი №1) და აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი) ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტმა, ზემოთ ხსენებულ ცხრილში უნდა მიუთითოს შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1.მიმწოდებელს უნდა ქონდეს საკუთარი სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

2.3.1.2. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა, ამასთანავე სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.3.1.3. სერვისცენტრები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
თბილისის სერვისცენტრში უნდა იყოს:
-კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი,
-ძრავიდან ზეთის ამოსატუმბი აპარატი,
-განშლადობის გასასწორებელი დანადგარი,
-ვულკანიზაციის დანადგარი (ბალანსირების და დისკების გასწორების შესაძლებლობით),
-სამღებრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ფართი (ბოქსი),
-ძრავის ამომღები ამწე
-კონდენციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატი,
რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვის ცენტრში. ასევე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები, ელექტროობა, კონდეციონერის დატუმბვა/ამოტუმბვა) ადგილზე სერვის ცენტრში შეკეთება.

2.3.1.4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანების მოდელებისათვის პირველადი ხარჯვადი სათადარიგო ნაწილების მინიმალური მარაგით;

2.3.1.5. პრეტენდენტს უნდა ყავდეს შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული არანაკლებ ერთი მობილური ჯგუფი.

2.3.1.6. პრეტენდენტს ქ.თბილისში ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) არაუგვინეს 10:00სთ-დან არანაკლებ 18:00სთ-მდე, შაბათ დღეს არაუგვინეს 10:00სთ-დან არანაკლებ 14:00 სთ-მდე მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ პრეტენდენტმა შერჩევა-შევაფსების ეტაპზე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია წერილობითი სახით.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (გამარჯვებულად გამოვლენამდე) გადაუმოწმოს მის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და სერვისცენტრი/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გაუმართავი ავტომანქანის ევაკუატორით ტრანსპორტირება მის სარგებლობაში არსებულ სერვის ცენტრში შემდგომი შეკეთების მიზნით საკუთარი სახსრებით, რამდენჯერაც არ უნდა გაფუჭდეს და სადაც არ უნდა გაფუჭდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ავტომობილი მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ევაკუატორით მომსახურების უზრუნველყოფა საკუთარი სახსრებით.
2.9.2. ტენდერის შერჩევა - შეფასების ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს პრეტენდენტის (ქვეკონრაქტორის არსებობის შემთხვევაში ქვეკონრაქტორის) სერვის ცენტრების დათვალიერება ინსპექტირება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2.9.3.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებას;
2.9.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2.9.5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე(მაგალითად თუ პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დააფიქსირა პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება, რომელიც 12%-ით ნაკლებია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული ღირებულების გრაფაში უნდა მიეთითოს შესაბამის ზღვრულ ღირებულებაზე არანაკლებ 12%-ით ნაკლები თანხა).
2.9.6. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
2.9.7. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა;
2.9.8. დაზუსტებას არ ექვემდებარება პრეისკურანტი, თუ იგი არ არის წარდგენილი ან განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს;
2.9.9. თუ პრეტენდეტი რომელიმე პოზიციის შესრულებას გვთავაზობს უფასოდ, შესაბამის გრაფაში უნდა დააფიქსიროს „0“, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პოზიცია ჩაითვლება განუფასებლად.
2.9.10. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არის გათვალისწინებული საჭირო მომსახურება, ამ შემთხვევაში საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და მხარეთა შეთანხმებით, შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით მოხდება საჭირო პოზიციის დამატება პრეისკურანტში (ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს);
2.9.11.მიმწოდებელი უფლებამოსილია პრეიკურანტი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ყოველი თვის დასრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი, 577180881, glekiashvili@delta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3, 2.2.1 და 2.3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, სადაც მიუთითებს, რომ ქვეკონტრაქტორს არ საჭიროებს).

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

4. . შემსყიდველმა შესაძლებელია სრულად არ აითვისოს შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახხურების შესაბამისად.

5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

6. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru